8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01523 ურეცეპტო

ჰედელიქსი სიროფი

HEDELIX

100 მლ სიროფი ფლაკონში საზომი კოვზით

დან11.90 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ჰედელიქსი სიროფი, 100 მლ სიროფი ფლაკონში საზომი კოვზით
მწარმოებელი
PSP
იმპორტიორი საქართველოში
PSP
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

50მლ

  • GPC ყველაზე იაფი

    ჰედელიქსი წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1

    11.90 ₾

    14.00 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ჰედელიქსი წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1

    11.90 ₾

    14.00 ₾

    ყიდვა ↗

50მლ · 50მლ

  • ავერსი ყველაზე იაფი

    ჰედელიქსი წვეთები 50მლ ფლ

  • PSP

    ჰედელიქსი - HEDELIX წვეთები 50მლ

100მლ

  • GPC ყველაზე იაფი

    ჰედელიქსი სიროფი 100მლ ფლაკონი #1

    13.86 ₾

    16.30 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ჰედელიქსი სიროფი 100მლ ფლაკონი #1

    13.86 ₾

    16.30 ₾

    ყიდვა ↗

100მლ · 100მლ

  • PSP ყველაზე იაფი

    ჰედელიქსი - Hedelix სიროფი 100მლ

  • ავერსი ყველაზე იაფი

    ჰედელიქსი სიროფი 100მლ ფლ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: სუროს ფოთლების ექსტრაქტი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: სიროფის 5 მლ შეიცავს სუროს ფოთლების ექსტრატს DAC (2,2_ 2,9:1) _ 40მგ;
დამხმარე ნივთიერება: მაკროგოლგლიცერინჰიდროქსისტეარატი, ანისულის ზეთი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, სორბიტის 70%-იანი ხსნარი, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰედელიქსის ხველების საწინააღმდეგო სიროფი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებას, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას _ სუროს ფოთლების ექსტრატს. სასუნთქი გზების ანთებისას და ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს, ჩვეულებრივი თხევადი სეკრეტი გარდაიქმნება წებოვან ნახველად, რომელიც იწვევს ხშირ და არაპროდუქტიულ ხველას. პრეპარატის მიღების შედეგად ხდება ნახველის გათხიერება, ამოხველების გაიოლება, სუნთქვის გაუმჯობესება, ხველის შემცირება ან გაქრობა.

03

ჩვენებები

სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციურ_ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს წებოვანი და ბლანტი ბრონქული სეკრეტის წარმოქმნა ან/და მისი ამოხველების გართულება

  • მწვავე, ქრონიკული ბრონქიტი
  • ტრაქეობრონქიტი
  • ბრონქული ასთმა
  • ბრონქოექტაზიური დაავადება.
04

მიღების წესი და დოზირება

ჰედელიქსი® ხველების საწინააღმდეგო სიროფი მიიღება განუზავებლად. პატარა ბავშვებისათვის რეკომენდებულია ჩაით ან ხილის წვენით განზავებული ჰედელიქსის მიღება. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახესა და სიმძიმეზე, მაგრამ სასუნთქი გზების დაავადებების იოლი ფორმების დროსაც, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი კვირისა. ხანგრძლივი თერაპიული შედეგისათვის, პრეპარატით მკურნალობას აგრძელებენ დაავადების სიმპტომების გაქრობიდან 2_3 დღის განმავლობაში. თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირება, ჰედელიქსი მიიღება დღეში 3_4-ჯერ.
ქვემოთ მოყვანილია ცხრილი, რომელშიც მოცემულია პრეპარატის გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

ასაკობრივი ჯგუფი | მიღების ოდენობა | ერთჯერადი დოზა | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა

მოზრდილები და ბავშვები 10 წლიდან ზევით | 3-ჯერ დღეში | 5 მლ | 300მგ აქტიური კომპონენტი

4-10 წლის ბავშვები | 4-ჯერ დღეში | 2,5 მლ | 200მგ აქტიური კომპონენტი

1-4 წლის ბავშვები | 3-ჯერ დღეში | 2,5 მლ | 150მგ აქტიური კომპონენტი

ჰედელიქსი® ხველების საწინააღმდეგო სიროფის შეფუთვაში არის საზომი კოვზი, რომელიც შეესაბამება 5მლ-ს და გააჩნია ნიშნები: ,,1/4”, ,,1/2” და ,,3/4”, რაც შეესაბამება 1,25მლ, 2,50მლ და 3,75მლ-ს.

05

გვერდითი მოვლენები

პაციენტებს, რომელთაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, შესაძლოა განუვითარდეთ დარღვევები კუჭ_ნაწლავის ტრაქტში, რაც გამოიხატება გულისრევისა და ღებინების, აგრეთვე ფაღარათის სახით.
რაიმე არასასურველი ეფექტის გამოვლინების დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია!

06

უკუჩვენებები

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება თუ ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის შესახებ (ალერგიები) სუროს ექსტრაქტის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. აგრეთვე, არგინინსუქცინატსინთეტაზის უკმარისობის (დაავადება, რომელიც გამოწვეულია საშარდე ციკლის ნივთიერებათა ცვლის დარღვევით) დროს. ჰედელიქსის ხველების საწინააღმდეგო სიროფი არ მიიღება ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის შემთხვევაში.

07

ორსულობა და ლაქტაცია

ჰედელიქსის ხველების საწინააღმდეგო სიროფი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
მითითება დიაბეტით დაავადებულთათვის: ჰედელიქსი სიროფი შეიძლება გამოიყენონ დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა. სიროფის 5 მლ შეიცავს 1,75გ სორბიტოლს (რაც შეესაბამება 0,44გ ფრუქტოზას) რაც შეესაბამება დაახლოებით 0,15 პე. სორბიტოლმა შესაძლოა გამოიწვიოს სუსტი საფაღარაფო მოქმედება.

08

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ცნობილი არ არის.

09

შენახვის პირობები

5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ!
შენახვის ვადა ფლაკონის გახსნის დღიდან _ 6 თვე.
შენახვის პირობები
ინახება 15°C-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

10

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.