მონოგრაფია Nº 01522 ურეცეპტო
ჰედელიქსის წვეთები
HEDELIX
40მგ/მლ 50მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონში
- მოქმედი ნივთიერება
- სუროს ფოთლების ექსტრაქტი (Extractum hedereae helices)
- მწარმოებელი
- PSP
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- PSP
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: სუროს ფოთლების ექსტრაქტი. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
100 შეიცავს: სუროს ფოთლების თხევად ექსტრაქტს 4,0გ
დამხმარე ნივთიერება: პროპილენგლიკოლი 83.690; გლიცეროლი 20.000გ; არომატიზატორი 0.130გ;
წყალში ხსნადი პიტნის ზეთი 0.030გ
1 მლ (31 წვეთი)
ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეული წარმოშობის, ხველების საწინააღმდეგო (ამოსახველებელი) საშუალება.
ჩვენებები
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციურ_ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს წებოვანი და ბლანტი ბრონქული სეკრეტის წარმოქმნა ან/და მისი ამოხველების გართულება
- მწვავე, ქრონიკული ბრონქიტი
- ტრაქეობრონქიტი
- ბრონქული ასთმა
- ბრონქოექტაზიური დაავადება.
მიღების წესი და დოზირება
თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირება, ჰედელიქსი მიიღება 3-ჯერ დღეში:
ასაკი | ერთჯერადი დოზა | დღიური დოზა
მოზრდილები და 10 წლის | 30–40 წვეთი | 90– 120 წვეთი
4–10 წლის ბავშვები | 20 წვეთი | 60 წვეთი
1–4 წლის ბავშვები | 15 წვეთი | 45 წვეთი
0–1 წლის ბავშვები | 10 წვეთი | 30 წვეთი
გამოყენების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახესა და სიმძიმეზე, მაგრამ სასუნთქი გზების დაავადებების იოლი ფორმების დროსაც მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არაუმცირეს 7 დღისა. პრეპარატით მკურნალობას აგრძელებენ დაავადების სიმპტომების გაქრობიდან 2_3 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
არ არის ცნობილი.
უკუჩვენებები
არ არის ცნობილი.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს შეუძლიათ ჰედელიქსის მიღება, რადგან იგი არ შეიცავს ეთანოლს და შაქარს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
არ შეიძლება ჰედელიქსის ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღება, რადგან ფერხდება ნახველის გამოყოფა.
შენახვის პირობები
ინახება +5°C _ +25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
4 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!
გახსნილი ფლაკონის ვარგისიანობის ვადაა 6 თვე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.