მონოგრაფია Nº 01218 ურეცეპტო
ცინაქს ფორტე -არტიშოკი
Extractum Cynara
440 მგ კაფსულა #30
- მოქმედი ნივთიერება
- ცინარას ნედლი ფოთლები (Extractum Cynara)
- მწარმოებელი
- Swiss Caps, შვეიცარია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნაღველმდენი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ცინარას ნედლი ფოთლები. ჯერ ყველაზე იაფი.
ხოფიტოლი
CHOPHYTOL
ხსნარი 120მლ ფლაკონში, ტაბლეტი #60 და #180
ხოფიტოლი
20% სიროფი ფლაკონი №1 120მლ
ბეიბიხოლი
babyxol
სიროფი 100 მლ
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
Extractum Cynara
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მოწითალო-მოყავისფრო, რბილი ჟელატინის კაფსულები.
შემადგენლობა
არტიშოკის ყვავილის კვირტის მშრალი ექსტრაქტი 11.5:1, 39.2%, ჟელატინი, სოიოს მარცვლის ზეთი, ნაწილობრივ ჰიდროგენირებული სოიოს მარცვლის ცხიმი, დამატენიანებელი საშუალებები: გლიცერინი, სორბიტოლი, ემულგატორი: სოიოს ლეციტინი, კაროტინი.
აქტიური სუბსტანცია
არტიშოკის მშრალი ექსტრაქტი 440მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნაღვლმდენი საშუალება
მოქმედების მექანიზმი:
ცინაქს ფორტეს მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების მოქმედებით.
ჰეპატოპროტექტორული მოქმედება განპირობებულია შემდეგი თვისებებით:
*ანტიოქსიდანტური
*მემბრანომასტაბილიზებელი
*ანტიტოქსიკური (ხელს უქყობს ტოქსინების გაუვნებლებასა და ორგანიზმიდან გამოყოფას, მათ შორის პესტიციდების, ალკალოიდებისა და მძიმე მეტალების მარილების);
*ნაღველმდენი (ნაღველწარმოქმნისა და მისი გამოყოფის პროცესების ნორმალიზება);
*ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქციის გაუმჯობესება (ხელს უწყობს ტოქსინების ელიმინაციას)
ჩვენებები
ცინაქს ფორტე გამოიყენება ნაღვლის ბუშტის ატონიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის (სანაღვლე გზების დისკინეზია, მუცლის შებერვა, ყაბზობა) დროს. იგი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ანთებითი მდგომარეობების დროს.
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ 1 კაფსულა დღეში ერთხელ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად, არ დაღეჭოთ.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენებები
ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ, ღვიძლის მწვავე დისფუნქცია, ბილიარული ტრაქტის ოკლუზია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ხელს არ უშლის ავტოტრანსპორტის მართვას და სხვა მექანიზმებთან მუშაობას.
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი არ მოქმედებს დედის და ბავშვის ჯანმრთელობაზე.
პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
10 კაფსულა ბლისტერზე. 3 ბლისტერი კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს გრილ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25 oC
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი, კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.