8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00703 ურეცეპტო

ხოფიტოლი

CHOPHYTOL

ხსნარი 120მლ ფლაკონში, ტაბლეტი #60 და #180

დან19.76 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ხოფიტოლი, ხსნარი 120მლ ფლაკონში, ტაბლეტი #60 და #180
მოქმედი ნივთიერება
ცინარას ნედლი ფოთლები (Extractum Cynara)
მწარმოებელი
Rosa-Phytopharma Laboratoires, საფრანგეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნაღველმდენი საშუალებები
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

№60

  • GPC ყველაზე იაფი

    ხოფიტოლი ტაბლეტი #60

    0.33 ₾ / ც. × 60

    19.76 ₾

    23.25 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ხოფიტოლი ტაბლეტი #60

    0.33 ₾ / ც. × 60

    19.76 ₾

    23.25 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ხოფიტოლი - Chophytol 60 დრაჟე

    0.35 ₾ / ც. × 60

№180

  • GPC ყველაზე იაფი

    ხოფიტოლი ტაბლეტი #180

    0.29 ₾ / ც. × 180

    51.69 ₾

    60.81 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ხოფიტოლი ტაბლეტი #180

    0.29 ₾ / ც. × 180

    51.69 ₾

    60.81 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ხოფიტოლი - Chophytol 180 დრაჟე

    0.30 ₾ / ც. × 180

  • ავერსი

    ხოფიტოლი #180ტ

    0.30 ₾ / ც. × 180

  • PSP

    ხოფიტოლი - Chophytol 180 დრაჟე

    0.31 ₾ / ც. × 180

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ცინარას ნედლი ფოთლები. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები 60 და 180ც;
ხსნარი შინაგანი გამოყენებისათვის. . 120მლ
აქტიური ნივთიერება: ცინარას ნედლი ფოთლების წვენის მშრალი ექსტრაქტი…. 1 ტაბ…. . . 200მგ; ხსნარი შინაგანი განოყენებისათვის 1მლ. . . 200მგ

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის ფარმაკოლოგიური ეფექტი განპირობებულია მინდვრის ცინარას შემადგელობაში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსით. ცინარინი კაფეოლოქინინის მჟავეებთან ერთად ავლენს ნაღველმდენ და ჰეპატოპროტექტულ მოქმედებას. ცინარას შემადგენლობაში შემავალი ასკორბინმჟავა, კაროტინი, ვიტამინები B1, B2, ინულინი განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას. ხოფიტოლი ზრდის ჰეპატოციტების მიერ კოფერმენტების გამომუშავებას და ზეგავლენას ახდენს ლიპიდების, ქოლესტერინისა და კეტოსხეულების მეტაბოლიზმზე. ხასიათდება დეტოქსიკაციური თვისებებით ღვიძლისა და თირკმლების პარენქიმის მიმართ ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს . ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას, მათ შორის: ნიტროშენაერთების, ალკალოიდების, მძიმე ლითონთა მარილების.
ხოფიტოლი იწვევს დიურეზის მატებას და აძლიერებს შარდოვანას გამოყოფას.

03

ჩვენებები

  • სანაღვლე გზების დისკინეზიის (ჰიპოკინეტური ტიპის) კომპლექსური მკურნალობა; თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ნეფრიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, აცეტონემია, სიყვითლე,
  • ქრონიკული ინტოქსიკაცია ნიტროშენაერთებით, ალკალოიდებით, მძიმე ლითონთა მარილებით.

ორსულობის დროს რეკომენდებულია:
_ გესტოზების პროფილაქტიკისთვის მათი განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებში;
_ ორსულთა ღებინების აღმოფხვრისათვის;
_ ორსულთა სიყვითლის დროს;
_ გესტოზების პრეკლინიკურ სტადიაში;
_ ფეტოპლაცენტარული უკმარისობის პროფილაქტიკისთვის;
_ ორსულთა ღვიძლშიდა ქოლესტაზის დროს.

04

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში: 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. Mკურნალობის კურსი შეადგენს 3-4კვირას.
ბავშვებში: 6 წლის ასაკიდან 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია Gჭამადე 15-20 წუთით ადრს.
ხსნარი შინაგანი გამოყენებისთვის :
ბავშვებში: 0-12 თვემდე 0,3-0,5 მლ ( 5-10 წვეთი) ხსნარი; 1-5 წლამდე 0,5-1მლ (10-20 წვეთი) ხსნარი; 6-12 წლამდე ½1/2 ჩაის კოვზი (2-3მლ) ხსნარი ; 12 წლის ზევით 1/2½-1 ჩაის კოვზი ხსნარი

05

გვერდითი მოვლენები

მაღალ დოზებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია დიარეის გავითარება.

06

უკუჩვენებები

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ნაღველკენჭოვანი დაავადება; სანაღვლე გზების გაუვალობა;

07

ორსულობა და ლაქტაცია

ხოფიტოლის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

08

შენახვის პირობები

ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC-ისა.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

09

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.