მონოგრაფია Nº 03922 ურეცეპტო
ეპიდუო
Adapalene/Benzoyl Peroxide
30გრ გელი, მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოთი
დან82.45 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Adapalene Benzoyl peroxide
- მწარმოებელი
- LABORATOIRES GALDERMA, საფრანგეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- რეტინოიდები
- მიმართულება
- დერმატოლოგია-ვენეროლოგია
- იმპორტიორი საქართველოში
- გეა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
(1მგ+25მგ)/1გრ · 30გრ
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ეპიდუო გელი (1მგ+25მგ)/1გრ 30გრ კონტეინერი ვკუუმ-ტუმბოთი #1
ყიდვა ↗82.45 ₾
97.00 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
ეპიდუო გელი (1მგ+25მგ)/1გრ 30გრ კონტეინერი ვკუუმ-ტუმბოთი #1
ყიდვა ↗82.45 ₾
97.00 ₾
0.3% · 30გრ
-
PSP
ეპიდუო გელი - Epiduo Gel 0.3%/2.5% 30გ
ყიდვა ↗109.00 ₾
3მგ+25მგ/გ · 30გრ
-
PSP
ეპიდუო - Epiduo ფორტე 30გ გელი
ყიდვა ↗109.00 ₾
30გ · 30გრ
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Adapalene + Benzoyl peroxide. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ადაპალენი და ბენზოილ პეროქსიდი
მოქმედი ნივთიერება:
ადაპალენი და ბენზოილ პეროქსიდი.
1გრ გელი შეიცავს 1 მგ (0.1%) ადაპალენს და 25 მგ (2.5%) ბენზოილ პეროქსიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის დოკუზატი, დინატრიუმის ედეტატი, გლიცერინი, პოლოქსამერი, პროპილენგლიკოლი (E1520), სიმულგელი 600 PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტან ოლეატი) და გასუფთავებული წყალი.
ამონიუმის მეტაკრილატის კოპოლიმერი ტიპი A (EUDRQGIT RL 100), ტრიაცეტინი, ბუთილის აცეტატი, ეთილის აცეტატი, აბსოლუტური სპირტი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოთი, 30გრ.
ვა
გარეგანი გამოყენების გელი, მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოში, 30გრ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
აკნეს სამკურნალო კომბინირებული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გელი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ადაპალენს და ბენზოილ პეროქსიდს,
ადაპალენი მიეკუთვნება რეტინოიდების ჯგუფს. იგი პათოგენურად მოქმედებს Acne vulgaris-ზე. გააჩნია ძლიერი მოდულატორული მოქმედება უჯრედთა დიფერნციაციის და კერატინიზაციის პროცესებზე. გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ადგილობრივი გამოყენებისას ადაპალენი იწვევს ფოლიკულების ეპითელური უჯრედების დიფერენცირების ნორმალიზაციას და ამ გზით ამცირებს მიკროკომედონების წარმოშობას.
ბენზოილ პეროქსიდი მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება, არბილებს და ქერცლავს კანის გარე ფენას.
ჩვენებები
აკნეს ადგილობრივი მკურნალობა
გამოყენების მეთოდი:
ეპიდუოს გელის თხელი ფენა დაიტანება დღეში ერთხელ, საღამოს, წინასწარ გასუფთავებულ და მშრალ კანზე. უნდა მოვერიდოთ პრეპარატის მოხვედრას თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ კლინიკური მაჩვენებლის მიხედვით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
შესაძლებელია გამოყენების დასაწყისში აღინიშნებოდეს კანის გაღიზიანება და ჰიპერემია. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია გამოიყენოთ პრეპარატი უფრო იშვიათად ( მაგ ყოველ მეორე დღეს) ან დროებით შეაჩეროთ გამოყენება.
არ გამოიყენება ჭრილობებზე ან ეგზემატოზურ კანზე.
ეპიდუოს გელის ლორწოვან გარსებზე ან თვალზე მოხვედრისას სასწრაფოდ უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით.
გამოყენების შემდეგ უნდა მოვერიდოთ მზის სხივების პირდაპირ მოქმედებას.
ეპიდუოს უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი 9 წლამდე ბავშვებში.
ეპიდუო არ უნდა შევიდეს კონტაქტში რაიმე ფერად მასალასთან, თმისა და შეღებილი ქსოვილის ჩათვლით, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს მათ გაუფერულება.
გვერდითი მოვლენები
ხშირი(10 დან 1 პაციენტში) კანის სიმშრალე, კანის ადგილობრივი გაღიზიანება , წვის შეგრძნება, სიწითლე, აქერცვლა.
არახშირი (100 დან 1 პაციენტში) კანის ქავილი, მზით დამწვრობა.
უცნობი სიხშირის: სახის შეშუპება, ალერგიული კონტაქტური რეაქციები, ქუთუთოების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, კანის გაუფერულება, გამონაყარი ან ქავილი, ანაფილაქსიური რეაქცია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვედომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ . ვარგისობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო რიცხვს.
გახსნიდან ვარგისია 6 თვის განმავლობაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
პეროლაითი გელი
0.025 გელი 1 ტუბი №1
კლიერვინი
10გ გელი 1 ტაბლეტი №1
დიფერინი
Differine
30გრ გელი, ტუბში
აკნელეკი
Acnelec
30გრ კრემი ალუმინის ტუბში
ბენზაკი® 5 % გელი
Benzac 5Gel
60გრ გელი, ტუბში
დუაკი
Duac
10მგ/გ /50მგ/გ ბენზოილ პეროქსიდი 15გ გელი ტუბში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.