მონოგრაფია Nº 03542 ურეცეპტო
ბენზაკი® 5 % გელი
Benzac 5Gel
60გრ გელი, ტუბში
დან56.94 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Benzoyl peroxide
- მწარმოებელი
- LABORATOIRES GALDERMA, საფრანგეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- საშუალებები ფერიმჭამელების მკურნალობისათვის
- მიმართულება
- დერმატოლოგია-ვენეროლოგია
- იმპორტიორი საქართველოში
- გეა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
5 გ · 60გრ
-
ავერსი ყველაზე იაფი
ბენზაკი 5 გელი 50მგ/გ 60გ
ყიდვა ↗56.94 ₾
66.99 ₾
-
PSP
ბენზაკი 5 - Benzac 5 გელი 5% 60გ
ყიდვა ↗67.00 ₾
5% · 60გრ
-
GPC ყველაზე იაფი
ბენზაკი გელი 5% 60გრ #1
ყიდვა ↗56.95 ₾
67.00 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ბენზაკი გელი 5% 60გრ #1
ყიდვა ↗56.95 ₾
67.00 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Benzoyl peroxide. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ბენზოილის პეროქსიდი 50მგ/გ
მოქმედი ნივთიერება:
1გ გელი შეიცავს 50მგ ბენზოილის პეროქსიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი (E1520), გლიცეროლი (E422), კარბომერი 940, ნატრიუმის ედეტატი, დოკუზატ ნატრიუმის მაღალდისპერსიული სილიციუმი, პოლოქსამერი 182, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, აკრილატის კოპოლიმერი, გასუფთავებული წყალი
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ტუბი 60გრ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
აკნეს სამკურნალო ტოპიკური პრეპარატები , პეროქსიდები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიმიკრობული, კომედოლიზური/კერატოლიზური
ბენზოილ პეროქსიდი მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება, არბილებს და ქერცლავს კანის გარე ფენას.
ჩვენებები
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აკნე
გამოყენება:
მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები
ბენზაკი დაიტანება კანის წინასწარ გასუფთავებულ და მშრალ ,დაზიანებულ უბნებზე დღეში ერთხელ ან ორჯერ .
პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია მის მიმართ მგრძნობელობის შემოწმება კანის ერთ ან ორ მცირე უბანზე. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, რეკომენდებულია გელის გამოყენების დაწყება დღეში ერთხელ, ძილის წინ.
პრეპარატის კარგად ამტანობის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ დღეში ორჯერ.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობაა 4-12 კვირა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.
12 წლამდე ასაკი, ორსულობა და ძუძუთი კვება
ბენზაკის გამოყენება და უსაფრთხოება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის შესწავლილი.
ბენზაკი არ გამოიყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, თუ ექიმი არ დაგინიშნავთ.
გვერდითი მოვლენები
კანის სიმშრალე, ჰიპერემია, გაღიზიანება, წვის შეგრძნება,კანის აქერცვლა, ერითემა, დერმატიტი, ქავილი, შეშუპება ( მათ შორის ქუთუთოების), დამწვრობა.
განსაკუთრებული მითითებები
გელი არ გამოიყენება კანის მთლიანობის დარღვევისას( დამწვრობა, ჭრილობა).
მკურნალობის დროს მაქსიმალურად მოერიდეთ მზის სხივებს.
მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალებთან, ქუთუთოებთან, ნესტოებთან და ტუჩებთან. შემთხვევითმა კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე და წვა. ამ შემთხვევაში, დაზიანებული ადგილი უნდა ჩამოიბანოთ დიდი რაოდენობით წყლით.
ფერად მასალებთან, მათ შორის შეღებილ თმასთან და ტანსაცმელთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს მათი გაღიავება ან ფერის შეცვლა.
გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 15- 25°C-ზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ეპიდუო
Adapalene/Benzoyl Peroxide
30გრ გელი, მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოთი
ეპიდუო ფორტე
Epiduo Forte
30გრ გელი, მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოთი
დუაკი
Duac
10მგ/გ /50მგ/გ ბენზოილ პეროქსიდი 15გ გელი ტუბში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.