8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01100 ურეცეპტო

ემოპროქსი

EMOPROX

1% 10მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში

დან18.70 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ემოპროქსი, 1% 10მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში
მოქმედი ნივთიერება
Methylethylpiridinol
მწარმოებელი
World Medicine Ophthalmics
იმპორტიორი საქართველოში
WM-Ophthalmics
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

1% · 5მლ

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ემოპროქსი წვეთები თვალის 1% 5მლ ფლაკონი #1

    18.70 ₾

    22.00 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC ყველაზე იაფი

    ემოპროქსი წვეთები თვალის 1% 5მლ ფლაკონი #1

    18.70 ₾

    22.00 ₾

    ყიდვა ↗
  • ავერსი

    ემოპროქსი 1% 10მგ/მლ 5მლ თვ/წვ

10მგ/მლ · 5მლ

  • PSP

    ემოპროქსი 1% 5მლ. თვალის წვეთები

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Methylethylpiridinol. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა
თვალის წვეთები
აღწერილობა: გამჭვირვალე ან მცირედ ოპალესცირებული სითხე, უფერო ან მომწვანო-მოყვითალო ფერის.

02

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 10 მგ მეთილეთილპირიდინოლის ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დოდეკაჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის უწყლო სულფიტი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი
C05CX
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
თვალის დაავადებების სამკურნალო საშუალებები. ანტიაგრეგანტები, ანტიჰიპოქსანტები და ანტიოქსიდანტები. ანგიოპროტექტორები, მიკროცირკულაციის კორექტორები.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა
როგორც ანგიოპროტექტორი ამცირებს კაპილარების გამტარობას და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, ანტიჰიპოქსანტს და ანტიაგრეგანტს.
ეფექტურად აინჰიბირებს თავისუფალ რადიკალებს, გააჩნია მემბრანომასტაბილიზირებელი მოქმედება, აფერხებს უჯრედული მემბრანების ლიპიდების ზეჟანგურ დაჟანგვას. ზრდის ქსოვილების მდგრადობას ჟანგბადის უკმარისობის დროს, აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. გააჩნია რეტინოპროტექტორული თვისებები, იცავს ბადურას და თვალის სხვა ქსოვილებს სინათლის მაღალი ინტენსივობის დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. ხელს უწყობს თვალშიდა ჩაქცევების გაწოვას, ამცირებს სისხლის შედედებას, აუმჯობესებს თვალის მიკროცირკულაციას. ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს რქოვანაში (მათ შორის ადრეული ოპერაციის და ჭრილობის შემდგომ პერიოდში).

04

ფარმაკოკინეტიკა

ემოპროქსი თვალის წვეთების გამოყენებისას აქტიური ნივთიერება ბიოლოგიურად აქტიურ კონცენტრაციებში არ ხვდება სისტემურ სისხლის ნაკადში. თერაპიული კონცენტრაცია თვალის ქსოვილებში მიიღწევა ერთჯერადი ჩაწვეთებისას. თვალის ქსოვილებში ემოპროქსის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სისხლში.

05

ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს:

  • სისხლჩაქცევა თვალის წინა საკანში (მკურნალობა);
  • სისხლჩაქცევა სკლერაში ხანდაზმული ასაკის პირებში (მკურნალობა და პროფილაქტიკა);
  • რქოვანას ანთება და დამწვრობა (მკურნალობა და პროფილაქტიკა);
  • მიოპიის გართულებები (მკურნალობა);
  • რქოვანას დაცვა (კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში);
  • ბადურას დაცვა მაღალი ინტენსივობის სინათლის ზემოქმედების შემთხვევაში (ლაზერული და მზის დამწვრობები, ლაზეროკოაგულაცია).
06

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა მეთილეთილპირიდინოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
  • ორსულობა.
07

გვერდითი მოვლენები

წვის შეგრძნება, ქავილი, კონიუნქტივის ხანმოკლე ჰიპერემია, იშვიათად – ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

08

მიღების წესი და დოზირება

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
პრეპარატის ინსტილაცია ხდება კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთი 2-3 ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-30 დღეს. აუცილებლობის და კარგი ამტანობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გახანგრძლივდეს 6 თვემდე. მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება 2-3 ჯერ წელიწადში.
თავი უნდა ავარიდოთ საწვეთურის წვერის შეხებას რაიმე ზედაპირთან, რათა ავიცილოთ ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.

09

ჭარბი დოზირება

არ არის დადგენილი.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პრეპარატი ემოპროქსი ფარმაცევტულად შეუთავსებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

11

ორსულობა და ლაქტაცია

ემოპროქსის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში (ძუძუთი კვებისას). ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა იქნას გადაწყვეტილი საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

12

განსაკუთრებული მითითებები

არ არსებობს ცნობები პრეპარატის გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

სხვა ოფთალმოლოგიურ სამკურნალო პრეპარატებთან ერთობლივად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატ ემოპროქს იყენებენ, წინა სამკურნალო საშუალებების სრული შეწოვის შემდეგ (არანაკლებ 10-15 წუთის შემდეგ).

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ემოპროქსი თვალის წვეთები გამოდის 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

14

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

15

ვარგისობის ვადა

2 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 10 დღის განმავლობაში.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.