მონოგრაფია Nº 01025 Rx · რეცეპტით
დორზამედი
DORZAMED
2% (20მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი №1
დან13.90 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- dorzolamide (Dorzolamide)
- მწარმოებელი
- World Medicine Ophthalmics
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში
- იმპორტიორი საქართველოში
- WM-Ophthalmics
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი ყველაზე იაფი
დორზამედი 2% 5მლ თვ/წვ ფლ
ყიდვა ↗13.90 ₾
-
GPC
დორზამედი წვეთები თვალის 2% 5მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗13.91 ₾
-
ფარმადეპო
დორზამედი წვეთები თვალის 2% 5მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗13.91 ₾
-
PSP
დორზამედი - Dorzamed 2% 5მლ თვალის წვეთები
ყიდვა ↗13.91 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: dorzolamide. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა
2%-იანი თვალის წვეთები.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დორზოლამიდი (ჰიდროქლორიდის ფორმით) 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი: S01E C03
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება.
კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დორზამედი - გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება. ცილიარულ სხეულში კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება ხელს უწყობს ბიკარბონატის იონების წარმოქმნის შემცირებას, ფერხდება ნატრიუმისა და სითხის ტრანსპორტი, რის შედეგადაც მცირდება თვალშიგა სითხის სეკრეცია. დორზოლამიდის 2%-იანი ოფთალმოლოგიური ხსნარის ადგილობრივი გამოყენება ამცირებს თვალშიგა წნევას, რომელიც წარმოადგენს წამყვან რისკ ფაქტორს მხედველობის ნერვის დაზიანებისა და მხედველობის ფუნქციის გლაუკომატოზური გაუარესების (მხედველობის ველის გამოვარდნა) პათოგენეზში. არ იწვევს აკომოდაციის სპაზმს, მიოზს, ჰემერალოპიას. ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისხლში.
ჩვენებები
- მომატებული თვალშიგა წნევა;
- ღიაკუთხიანი გლაუკომა (მათ შორის, ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომა და მეორადი ღიაკუთხიანი გლაუკომის სხვა ტიპები).
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- თირკმელების მწვავე უკმარისობა (კკ 30 მლ/წთ ნაკლები).
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, თვალების ქავილი, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების გაღიზიანება, ბლეფარიტი, იშვიათად - ირიდოციკლიტი.
სხვა: მწარე გემო პირში, ღებინება, თავის ტკივილი, პარესთეზია, ასთენია, გამონაყარი კანზე.
მიღების წესი და დოზირება
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის, კონიუნქტივალურად.
მონოთერაპიისას დორზამედი ინიშნება 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 3-ჯერ დღეში.
ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში პრეპარატი ინიშნება 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში. სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
დორზამედზე გადასვლისას, წინა პრეპარატის ჩვეულებრივი დღიური დოზის ჩაწვეთების შემდეგ, მისი გამოყენება წყდება და მომდევნო დღეს მკურნალობა იწყება დორზამედით.
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია განვითარდეს აციდოზი, ელექტროლიტური დისბალანსი, დარღვევები ცნს-ის მხრივ. მკურნალობა სიმპტომური. შემთხვევით ან განზრახ ჭარბი დოზირებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
დორზოლამიდი გავლენას ახდენს სხვა გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტზე. აცეტაზოლამიდის გამოყენებისას იზრდება დორზამედის სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების საშიშროება.
დორზამედის და სისტემური მოქმედების პრეპარატების (მაგალითად, აგფ ინჰიბიტორები, კალციუმის არხების ბლოკატორები, დიურეზული საშუალებები, აასს, ესტროგენები, ინსულინი, თიროქსინი) ერთდროული გამოყენებისას რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება პაციენტებში, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს და დაკავებულნი არიან პოტენციურად საშიში საქმიანობით, რაც თხოულობს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
პაციენტები, რომლებიც ატარებენ რბილ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატი დორზამედის გამოყენებამდე საჭიროა მოიხსნან ლინზები, ხოლო მათი ხელახალი ჩასმა შესაძლებელია წამლის ინსტილაციიდან 15 წუთის შემდეგ.
ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში, პრეპარატ დორზამედის გამოყენების თავისებურებები დადგენილი არ არის (გამოიყენება სიფრთხილით).
ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისხლში. ამასთან დაკავშირებით განვითარებული გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს სულფონამიდებისათვის დამახასიათებელი რეაქციების ანალოგიური. ასეთი მოვლენების ან პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისას მისი გამოყენება წყდება.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, შესაბამისად რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში.
ორსულობა და ლაქტაცია
დორზამედის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდში დორზამედის დანიშვნისას საჭიროა განიხილოს ბუნებრივი კვების შეწყვეტის საკითხი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
2%-იანი დორზამედის თვალის წვეთები გამოდის 5 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-დან 25°C ტემპერატურამდე.
ვარგისობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ოკულუსი
20მგ+5მგ/მლ წვეთები 1 ფლაკონი №1
დორზასოპტი
Dorzasopt
(20მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
კოსომიდოლი
(20მგ+5მგ)1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
კოსოფტი
20მგ+5მგ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.