მონოგრაფია Nº 03788 Rx · რეცეპტით
დერილაიფი
DERYLIFE
0,5მგ/გ (0,05%) 50გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
დან27.28 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →- მოქმედი ნივთიერება
- clobetasol (Clobetasol)
- მწარმოებელი
- Zentiva Saglik Urunleri Sanayi ve Ticaret, თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- World Medicine
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
დერილაიფი კრემი 0.05% 50გრ #1
ყიდვა ↗27.28 ₾
32.10 ₾
-
GPC
დერილაიფი კრემი 0.05% 50გრ #1
ყიდვა ↗27.29 ₾
32.10 ₾
-
PSP
დერილაიფი - DERYLIFE კრემი 0.05% 50გ
ყიდვა ↗32.09 ₾
-
ავერსი
დერილაიფი 0.05% 50გ კრემი
ყიდვა ↗32.22 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: clobetasol. ჯერ ყველაზე იაფი.
დეროვაიტი მალამო
0.05% მალამო 1 ტუბი №1
კლოვექსი
15გ კრემი 1 ტუბი №1
დერმოვეიტი
0.05% მალამო ტუბი №1 25გრ
დერმოვეიტი
DERMOVATE
0.05% მალამო 25გ ტუბი
დერმოვეიტი
DERMOVATE
0.05% კრემი 25გ ტუბი
კლობეტაზოლი
0.5მგ/გ მალამო №1
კლობენატი
0.05% კრემი ტუბი №1 50გრ
კლოვეიტი
0.05% კრემი ტუბი №1 25გრ
კლოვეიტი კრემი
25გ კრემი 1 ტაბლეტი №1
Klobenat Ointment
50გ მალამო 1 ტუბი №1
Klobenat Cream
50გ კრემი 1 ტუბი №1
კლობენატი კრემი
Clobenat Cream
0,5მგ/გ 50გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
კლობენატი მალამო
Clobenat Ointment
0,5მგ/გ 50გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბი №1
კლოვეიტი
CLOVATE
0.05% 25გ მალამო ტუბში
კლოვეიტი
CLOVATE
0.05% 25გ კრემი ტუბში
ინსტრუქცია
შემადგენლობა
კრემის 1 გრამი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: კლობეტაზოლის პროპიონატი 0,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პარაფინი, პროპილენგლიკოლი, ქლოროკრეზოლი ცეტომაკროგოლი, პოლიოქსილ 40 ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, პოლიოქსილ 15 ჰიდროქსისტეარატი, ცეტოსტეარილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი D07AB01
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დერილაიფი - გლუკოკორტიკოსტეროიდი გარეგანი გამოყენებისათვის. კლობეტაზოლის პროპიონატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება.
გლუკოკორტიკოიდების ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას საფუძვლად უდევს სხვადასხვა მექანიზმები, მიმართული ანთების პროცესში მონაწილე სხვადასხვა ფაქტორების პროდუქციის დათრგუნვაზე. მცირდება ვაზოაქტიური ნივთიერებების და ქემოატრაქტანტების გამოყოფა, ლიპაზებისა და პროტეაზების სეკრეცია, ლეიკოციტების გადაადგილება სისხლძარღვებიდან ანთების კერაში, ლეიკოციტების შეკავება ანთების კერებში და ფიბროზი. ლიპოკორტინების ინდუქციის ხარჯზე გლუკოკორტიკოიდები აინჰიბირებენ ფოსფოლიპაზა A2-ით განპირობებულ არაქიდონის მჟავას გამოთავისუფლებას, თრგუნავენ რა ამით მისი წარმოებულების, ანთების მაღალაქტიური მედიატორების (პროსტოგლანდინები და ლეიკოტრიენიები) გამომუშავებას. გლუკოკორტიკოიდები თრგუნავენ ციტოკინების სინთეზს და სეკრეციას (ილ-1, ილ-6, TNF-ალფა და სხვ.) - სასიგნალო მოლეკულების, რომლებიც უზრუნველყოფენ მონოციტების, მაკროფაგების, თ- და B-ლიმფოციტების ურთიერთქმედებას იმუნურ პასუხში. გლუკოკორტიკოიდები თრგუნავენ ანთების მწვავე ფაზის ცილების სინთეზს, С3 კომპლემენტის კომპონენტის ჩათვლით.
კანის ზედაპირზე დატანებისას კლობეტაზოლის პროპიონატი ახდენს სწრაფ და ძლიერ მოქმედებას ანთების კერაში, ამცირებს რა ობიექტური სიმპტომების (ერითემა, შეშუპება, ლიქენიფიკაცია) და სუბიექტური შეგრძნებების (ქავილი, გაღიზიანება, ტკივილი) გამოხატულებას. კლობეტაზოლის პროპიონატი მიეკუთვნება მაღალაქტიურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ფარმაკოკინეტიკა
კლობეტაზოლის პროპიონატის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (0,63 ნგ/მლ) მიიღწევა პლაზმაში პირველი აპლიკაციიდან 13 საათის შემდეგ და ჯანმრთელ კანზე 30 გ კლობეტაზოლის პროპიონატის განმეორებითი დატანებიდან 10 საათის შემდეგ.
კლობეტაზოლის პროპიონატის სისტემური მეტაბოლიზმი პერკუტანული აბსორბციის შემდეგ არ შესწავლილა.
ჩვენებები
- ფსორიაზი;
- ეგზემა (სხვადასხვა ფორმები);
- წითელი ბრტყელი ლიქენი;
- დისკოიდური წითელი მგლურა;
- კანის დაავადებები, რომლებიც მდგრადია ადგილობრივად გამოყენებადი ნაკლებ აქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიისადმი.
პრეპარატი რეკომენდებულია გამოსაყენებლად კანის დაზიანებების ისეთი დროს, რომლებსაც ახლავს სისველე და გამოხატული ანთება.
მიღების წესი და დოზირება
კრემი დერილაიფი გამოიყენება გარეგანად.
კრემი დერილაიფი დაიტანება თხელ ფენად დაზიანებულ კანზე 1-2 ჯერ დღეში ეფექტის მიღებამდე. მკურნალობის ჩატარება არ შეიძლება 4 კვირაზე მეტ ხანს მისი გაგრძელების აუცილებლობის შეფასების გარეშე. კანის დაავადებების გამწვავების მკურნალობისათვის შეიძლება დერილაიფით განმეორებითი ხანმოკლე კურსების ჩატარება. თუ აუცილებელია გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიის გაგრძელება, რეკომენდებულია ნაკლებად აქტიური პრეპარატების გამოყენება.
საგანგებოდ რეზისტენტულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის არსებობისას, კრემის დერილაიფი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი შეიძლება გაძლიერებულ იქნას ღამით პრეპარატის გამოყენების არეში პოლიეთილენის სახვევის დადების მეშვეობით, რასაც ჩვეულებრივ ახლავს დადებითი ეფექტი. შემდგომში მიღწეული ეფექტის შენარჩუნება შესაძლებელია ოკლუზიური ნახვევის გამოყენების გარეშე.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ვარდისფერი და საყმაწვილო ფერიმჭამელები (აცნე ვულგარის);
- კანის კიბო;
- ჰაიდის კვანძოვანი პრურიგო;
- პერიორალური დერმატიტი;
- პერიანალური და გენიტალური ქავილი;
- კანის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებები (მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, კანის ტუბერკულოზი, აქტინომიკოზი და სხვ.);
- გავრცელებული ფოლაქისებრი და პუსტულოზური ფსორიაზი;
- 1 წლამდე ასაკი;
- ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ დანიშვნას დიდი დოზებით ან მათ დატანებას კანის დიდ მონაკვეთებზე შეიძლება ახლდეს სისტემური აბსორბცია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების შემდგომი განვითარებით. ამ გართულების განვითარების რისკი მომატებულია ბავშვებში, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, ამასთან საფენმა შეიძლება შეასრულოს ასეთი ნახვევის როლი.
ადგილობრივი გამოყენების მაღალაქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივმა მკურნალობამ მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს კანის ატროფიული ცვლილებები, კერძოდ, მისი გათხელება, ატროფიული ზოლების (სტრიების) გაჩენა, ზედაპირული სისხლძარღვების დილატაცია, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევების დადებისას და პრეპარატის დატანებისას კანის ნაკეცებიან მონაკვეთებზე. შეიძლება განვითარდეს კანის პიგმენტაცია და ჰიპერტრიქოზი. იშვიათ შემთხვევებში ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდებით ფსორიაზის მკურნალობა (ან მათი მოხსნა) ახდენს პუსტულოზური ფსორიაზის განვითარების პროვოცირებას.
ხანდახან დერილაიფმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების გამწვავება.
განსაკუთრებული მითითებები
თავიდან უნდა იქნას აცილებული ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნა ხანგრძლივად, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების მკურნალობისას, რადგანაც ამ დროს შესაძლოა მოხდეს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვა. პრეპარატის გამოყენება ბავშვებში საჭიროებს ექიმის დაკვირვებას არანაკლებ კვირაში ერთხელ. სახეზე, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით, უფრო ხშირად შეიძლება აღინიშნოს კანის ატროფიული ცვლილებები ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად.
ქუთუთოებზე კრემის დატანებისას აუცილებელია დაკვირვება იმაზე, რომ პრეპარატი არ მოხვდეს თვალებში, რადგანაც ამან შეიძლება გლაუკომა გამოიწვიოს.
ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდებით ფსორიაზის მკურნალობას შეიძლება ახლდეს დაავადების რეციდივის, პრეპარატისადმი ტოლერანტობის, დაავადების გენერალიზებული პუსტულოზური ფორმის, ადგილობრივი ან სისტემური ტოქსიკური რეაქციების განვითარება კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევის გამო, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავადმყოფზე სათანადო დაკვირვება.
მეორადი ინფექციის დართვისას საჭიროა შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება. ინფექციის გენერალიზაციის ნებისმიერი ნიშნების დროს საჭიროა გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების შეწყვეტა და ანტიბაქტერიული პრეპარატებით შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
თბილი, ტენიანი პირობები, რომლების იქმნება ოკლუზიური ნახვევის დადებისას, ხელს უწყობენ ბაქტერიული ინფექციის გაჩენას, ამიტომ აუცილებლად უნდა გასუფთავდეს კანი ახალი ნახვევის დადების წინ.
არ არის რეკომენდებული კრემის განზავება.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
არ ყოფილა გამოვლენილი კლობეტაზოლის პროპიონატის არასასურველი ზეგავლენა ავტოტრასპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატი უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია
კრემი დერილაიფი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
კლობეტაზოლის პროპიონატის გამოყენების უსაფრთხოება ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
არ არსებობს მონაცემები სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.
ჭარბი დოზირება
დოზის მწავე გადაჭარბების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ დოზის ქრონიკულად გადაჭარბების ან არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები, რაც საჭიროებს პრეპარატის თანდათან მოხსნას ექიმის დაკვირვების ქვეშ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
დერილაიფი კრემი გარეგანი გამოყენებისათვის 50 გ-ის ოდენობით ალუმინის ტუბში.
1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.