8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00781 ურეცეპტო

კლოვეიტი

CLOVATE

0.05% 25გ კრემი ტუბში

კლოვეიტი, 0.05% 25გ კრემი ტუბში
მოქმედი ნივთიერება
clobetasol (Clobetasol)
მწარმოებელი
ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
იმპორტიორი საქართველოში
გეა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: clobetasol. ჯერ ყველაზე იაფი.

დეროვაიტი მალამო, 0.05% მალამო 1 ტუბი №1

დეროვაიტი მალამო

0.05% მალამო 1 ტუბი №1

clobetasol
დან5.86 ₾
კლოვექსი, 15გ კრემი 1 ტუბი №1

კლოვექსი

15გ კრემი 1 ტუბი №1

clobetasol
დან7.98 ₾
დერმოვეიტი, 0.05% მალამო ტუბი №1 25გრ

დერმოვეიტი

0.05% მალამო ტუბი №1 25გრ

clobetasol დელფარმ პოზნანი, პოლონეთი
დან8.14 ₾
დერმოვეიტი, 0.05% მალამო 25გ ტუბი

დერმოვეიტი

DERMOVATE

0.05% მალამო 25გ ტუბი

clobetasol SmithKline group of companies, რუმინეთი
დან9.58 ₾
დერმოვეიტი, 0.05% კრემი 25გ ტუბი

დერმოვეიტი

DERMOVATE

0.05% კრემი 25გ ტუბი

clobetasol SmithKline group of companies, რუმინეთი
დან12.49 ₾
კლობეტაზოლი, 0.5მგ/გ მალამო №1

კლობეტაზოლი

0.5მგ/გ მალამო №1

clobetasol
დან14.87 ₾
კლობენატი, 0.05% კრემი ტუბი №1 50გრ

კლობენატი

0.05% კრემი ტუბი №1 50გრ

clobetasol ჰუმანის საგლიკი, თურქეთი
დან16.41 ₾
კლოვეიტი, 0.05% კრემი ტუბი №1 25გრ

კლოვეიტი

0.05% კრემი ტუბი №1 25გრ

clobetasol ჯელფა, პოლონეთი
დან17.17 ₾
კლოვეიტი კრემი, 25გ კრემი 1 ტაბლეტი №1

კლოვეიტი კრემი

25გ კრემი 1 ტაბლეტი №1

clobetasol
დან17.17 ₾
Klobenat Ointment, 50გ მალამო 1 ტუბი №1

Klobenat Ointment

50გ მალამო 1 ტუბი №1

clobetasol
დან17.81 ₾
Klobenat Cream, 50გ კრემი 1 ტუბი №1

Klobenat Cream

50გ კრემი 1 ტუბი №1

clobetasol
დან23.20 ₾

დერილაიფი

DERYLIFE

0,5მგ/გ (0,05%) 50გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

clobetasol Zentiva Saglik Urunleri Sanayi ve Ticaret, თურქეთი
დან27.28 ₾
კლობენატი კრემი, 0,5მგ/გ 50გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

კლობენატი კრემი

Clobenat Cream

0,5მგ/გ 50გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

clobetasol Pharmactive Ilac San, თურქეთი
ურეცეპტო
კლობენატი მალამო, 0,5მგ/გ 50გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბი №1

კლობენატი მალამო

Clobenat Ointment

0,5მგ/გ 50გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბი №1

clobetasol Pharmactive Ilac San, თურქეთი
ურეცეპტო
კლოვეიტი, 0.05% 25გ მალამო ტუბში

კლოვეიტი

CLOVATE

0.05% 25გ მალამო ტუბში

clobetasol ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

კრემი 1 გ
კლობეტაზოლი(პროპიონატის სახით) . . . . . . . . 0,5მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენის გლიკოლი, დინატრიუმის ვერსენატი, ქლოკრეზოლი, თეთრი ცვილი, თეთრი ვაზელინი, გლიცეროლის მონოსტეარატი 40-55, ცეტოსტეარილის სპირტი, პოლისორბატი 40, შუაჯაჭვური ტრიგლიცერიდი უწყლო კოლოიდური კაჟბადი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, ქემოდერმი 841, გასუფთავებული წყალი

მალამო 1 გ
კლობეტაზოლი(პროპიონატის სახით) . . . . . . . . 0,5მგ
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენის გლიკოლი, თეთრი ვაზელინი, სორბიტანის სესკვიოლეინატი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატს გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების, ალერგიის, ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება.

03

ჩვენებები

კლოვეიტი გამოიყენება კანის დაავადებების მკურნალობისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან კორტიკოსტეროიდებით ადგილობრივ მკურნალობას, ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული კანის დაავადებების გართულებების გარდა.
კლოვეიტი გამოიყენება კანის შემდეგი ანთებითი დაავადებების დროს:

  • ატოპიური ეგზემა;
  • ცხიმიანი, აქერცვლადი ელემენტების გამოვლენა (სებორეული დერმატიტი);
  • ძლიერი ქავილი (წითელი ბრტყელი ლიქენი);
  • ფსორიაზი;
  • ალერგენთან კონტაქტით გამოწვეული ანთება (ალერგიული კონტაქტური დერმატიტი);
  • ერითემატოზული დაავადებების სხვადასხვა გამოვლინებანი (წითელი მგლურა);
  • კანის სიწითლე, ბუშტუკების განვითარებით (მრავალფორმული ერითემა).
04

მიღების წესი და დოზირება

აუცილებელია ექიმის დანიშნულების დაცვა. რაიმე ეჭვის არსებობისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გამოიყენება 1-2-ჯერ დღეში, იდება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე ან ფრთხილად შეიზილება. მალამოს დადება არ შეიძლება, თუ ჰაერგაუმტარი ტანსაცმელი გაცვიათ.
მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 2 კვირისა.
თუ აუცილებელია კორტიკოსტეროიდებით უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, ექიმი სხვა პრეპარატს დაგინიშნავთ.
გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.

05

გვერდითი მოვლენები

თუ მალამოს დადების შემდეგ შეიგრძენით წვა ან ქავილი, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. შეიძლება განვითარდეს:
კანის ადგილობრივი რეაქციები: ფერიმჭამელები, წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პურპურა), კანისა და კანქვეშა ქსოვილის გათხელება, სტრიების ფორმირება. გაფართოვებული კაპილარები ან ტერმინალური არტერიების დაგროვება კანზე თუ ლორწოვან გარსებზე, კანის დეპიგმენტაცია ან გაუფერულება, თმის ფოლიკულების ჩირქოვანი ანთებები, გამონაყარი, კანის ანთება პირის გარშემო. გრძნობათა ორგანოების მხრივ:
ქუთუთოებზე წასმის შემდეგ შესაძლებელია გლაუკომის სიმპტომების გაძლიერება ან კატარაქტის განვითარება.
ზოგადი: შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ან კანის დიდ უბნებზე წასმისას, ჰაერგაუმტარი ტანსაცმლის ქვეშ გამოყენებისას ან ბავშვებში. ACTH ჰორმონის (ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას) შექცევადი შემცირება შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობით, სისუსტით, მენსტრუალური ციკლის დარღვევებით, არტერიული ჰიპერტენზიით ბავშვების ზრდის შენელებით.
მძიმე გვერითი მოვლენების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

06

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა კლობეტაზოლის ან კლოვეიტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • კანის ბაქტერიული ან სოკოვანი დაავადებები;
  • კანის ვირუსული დაავადებები, როგორებიცაა ჩუთყვავილა, ჰერპესი და სხვა;
  • ფერისმჭამელები;
  • კანის ანთება პირის გარშემო (პერიორალური დერმატიტი);
  • ანალური ან გენიტალური ქავილი;
  • ჰაერგაუმტარი ტანსაცმლის ქვეშ;
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
07

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. კლოვეიტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

08

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილეა საჭირო:
ხანგრძლივი გამოყენებისას, ვინაიდან შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის მომატება, რითაც მცირდება ანტიბაქტერიული მოქმედების ეფექტურობა;
კანის უბანზე ინფექციის გამოვლენისას, სადაც პრეპარატი იქნა აპლიცირებული. აუცილებელია დამატებითი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნა ან ინფექციის მორჩენამდე კლოვეიტით მკურნალობის შეწყვეტა;
მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება პრეპარატის აპლიკაცია სახის კანზე, იღლიის ქვეშ ან საზარდულის არეში, შეწოვის და გვერდითი მოვლენების განვითარების გაზრდის შესაძლებლობის გამო;
კანის ატროფიული მდგომარეობების დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
დაუშვებელია პრეპარატის თვალში, ლორწოვან გარსზე ან კანის ტრავმირებულ უბნებზე მოხვედრა.
შეიცავს პროპილენგლიკოლს, ქლორკრეზოლს და ცეტოსტეარილი სპირტს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ კანის გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები ან კანის ადგილობრივი რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი).
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა: პრეპარატი კლოვეიტი ზეგავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

09

ჭარბი დოზირება

კლოვეიტის რეკომენდებულ დოზაზე მეტის გამოყენებისას, ან პრეპარატის გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. თუ აუცილებელია კორტიკოსტეროიდებით უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, ექიმი სხვა პრეპარატს დაგინიშნავთ.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

გთხოვთ აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, ყველა წამლის შესახებ, რომლებსაც ღებულობდით ახლო წარსულში ან ღებულობთ ეხლა, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
მკურნალობის დროს არ შეიძლება ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინოპროფილაქტიკის ან სხვა ვაქცინაციების ჩატარება.

11

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, გაყინვა დაუშვებელია.
ვარგისიანობის ვადა -3 წელი.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.