მონოგრაფია Nº 00670 Rx · რეცეპტით
ცეფუროქსიმ აქსეტილი, USP
CEFUROXIME AXETIL, USP
250მგ.ტაბლეტი №60
- მოქმედი ნივთიერება
- ცეფუროქსიმი (Cefuroxime)
- მწარმოებელი
- Wockhardt Limited, ინდოეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მეორე თაობის ცეფალოსპორინები
- იმპორტიორი საქართველოში
- G P C - ჯენერიკ მედიკამენტები
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ცეფუროქსიმი. ჯერ ყველაზე იაფი.
მეგასეფი
Megasef
750მგ ფხვნილი ი.ვ და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 6მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №1
ცეფურო
Cefuro
250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 10
ზინატი
ZINNAT
250მგ ტაბლეტი #10
მეგასეფი
Megasef
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ნიუროქსიმი
500მგ ტაბლეტი №10
ცეფურო
Cefuro
500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ზინატი
ZINNAT
125 მგ /5მლ: 50 მლ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
ზინატი
500მგ ტაბლეტი №10
ზინატი
ZINNAT
125მგ ტაბლეტი #10
ზინაცეფი
ZINACEF
750მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
ცეფურო
Cefuro
125 მგ/5 მლ გრანულები 50მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ქარვისფერ მინის ბოთლში საზომი კოვზითა და მზომი ჭიქით მუყაოს კოლოფში
ცეფუროქსიმი-ნანო
CEFUROXIME-NANO
750მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №100
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
პრეპარატი ცეფუროქსიმი აქსეტილი ტაბლეტები, USP (CEFUROXIME AXETIL TABLETS, USP) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ცეფუროქსიმ აქსეტილს.
ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა:
- სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის აბსცესი, გულმკერდის ღრუს ორგანოების ოპერაციის შემდგომი ინფექციები);
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მათ შორის სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი);
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ფურუნკულოზი, პიოდერმია, იმპეტიგო);
- გონორეა (მათ შორის მწვავე გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი);
- ლაიმის დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაში და დაავადების გვიანი სიმპტომების შემდგომი პროფილაქტიკა მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში ერთჯერადი დოზა საშუალოდ შეადგენს 250მგ-ს, მიღების სიხშირე 2-ჯერ დღეში.
ქვედა სასუნთქი გზების მძიმე ინფექციების დროს ინიშნება 500მგ 2-ჯერ დღეში. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს 250მგ 2-ჯერ დღეში.
საშარდე გზების ინფექციის დროს 125მგ 2-ჯერ დღეში, პიელონეფრიტის დროს 250მგ 2-ჯერ დღეში.
გაურთულებელი გონორეა 1გრ. ერთჯერადად
ლაიმის დაავადებისას მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლიდან 500 მგ 2-ჯერ დღეში. კურსი 20 დღე.
ბავშვებში:
ინფექციების უმრავლესობაში საშუალო დოზაა 125 მგ 2-ჯერ დღეში. მძიმე ინფექციებისას და შუა ოტიტის დროს ბავშვებში 2 წლიდან ინიშნება 250 მგ 2-ჯერ დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 500 მგ. საშუალოდ მიღების კურსი შეადგენს 7 დღეს. (5-10 დღე), რეკომენდებულია პრეპარატის მიღება კვების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, დიარეა, შესაძლებელია ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის დროებითი მომატება, სიყვითლე, თავის ტკივილი. იშვიათად ფსევდომემბრანული კოლიტი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ციებ-ცხელება, ერითემა, შრატისმიერი დაავადება.
ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსია.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ჰემოლიზური ანემია, ეოზინოფილია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
სიფრთხილით ინიშნება ორსულობის I ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
ცეფუროქსიმ აქსეტილი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პენიცილინის რიგის ანტიბიოტიკების მიმართ, რადგან არსებობს ცნობები ჯვარედინი ალერგიული რეაქციების შესახებ.
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მდგრადი მიკროორგანიზმების (Candida, Enterococci, Clostridium difficile) გაძლიერებული ზრდა, რის გამო შესაძლოა, აუცილებელი გახდეს მკურნალობის შეწყვეტა.
ანტიბიოტიკების (მათ შორის ცეფუროქსიმ აქსეტილის) მიღების ფონზე დიარეის გამოვლენა, შესაძლოა ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების მიმანიშნებელი იყოს.
შენახვის პირობები
ინახება 20-25°С ტემპერატურაზე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.