მონოგრაფია Nº 03641 ურეცეპტო
კარბიტუსი
Carbituss
100მგ/5მლ 100მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
- მოქმედი ნივთიერება
- კარბოცისტეინი (Carbocisteine)
- მწარმოებელი
- ratnamani healthcare pvt. ltd, ინდოეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ეიჩ ბი ჯორჯია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კარბოცისტეინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ბრონქობოსი კაფსულები
Bronchobos
375მგ მყარი კაფსულა №30
ბრონქობოსი 2.5% სიროფი
Bronchobos
125მგ/5მლ 200მლ სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
ბრონქობოსი 5% სიროფი
Bronchobos
250მგ/5მლ 200მლ სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კარბოცისტეინი
წამლის ფორმა: 2% სიროფი
შემადგენლობა
ყოველი 5მლ შეიცავს
კარბოცისტეინი BP - 100მგ
არომატიზირებული სიროფის ფუძე - q.s.
საღებავი: Sunset Yellow FCF
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მუკოლიზური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ათქ კოდი: R05CB03
კარბოცისტეინის სიროფი 100მგ/5მლ ამცირებს ნახველის სიბლანტეს გლიკოპროტეინების ჯაჭვის დისულფიდური კავშირების რღვევის გზით. კარბოცისტეინის ზეგავლენით წარმოქმნილ ლოწროს გააჩნია სიალომუცინის გაზრდილი შემცველობა და ფუკომუცინის შემცირებული შემცველობა. სიალომუცინები გავლენას ახდენენ ლოწროს რეოლოგიურ თვისებებზე და ასევე კინინების ინჰიბირების გზით, ამცირებენ, ან თავიდან აცილებენ ბრონქულ ანთებას და ბრონქოსპაზმს.
ფარმაკოკინეტიკა
სისხლის შრატში და სასუნთქი გზების ლორწოვანში კარბოცისტეინის მაქსიმალური კონცენტრაციის პიკი აღინიშნება მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ და რჩება სასუნთქი გზების ლორწოვანში 8 სთ-ის განმავლობაში. კარბოცისტეინი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდით.
ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული ბრონქო -პულმონალური დაავადებები, რომელიც მიმდინარეობს ბლანტი ძნელად ამოსახველებელი ნახველისა (ტრაქეიტი, ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი, ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზიური დაავადება) და ლორწოს (შუა ყურის, ცხვირისა და მისი დანამატების ანთებითი დაავადებები - რინიტი, ოტიტი, სინუსიტი) გამოყოფით. ბრონქოსკოპიისა და/ან ბრონქოგრაფიის მოსამზადებელ პერიოდში
მიღების წესი და დოზირება
ბავშვები (2-5 წელი): ნახევარი, ან ერთი სავსე ჩაის კოვზი (2.5-5მლ) დღეში 2-ჯერ.
ბავშვები (5-12 წელი): 1 ჩაის კოვზი (5მლ) დღეში 3-ჯერ.
ზრდასრულები: 2-3 ჩაის კოვზი (10-15მლ) დღეში 3-ჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ არ აჭარბებს 8-10 დღეს.
წინააღმდეგჩვენებები:
კარბოცისტეინის სიროფი 100მგ/5მლ წინააღმდეგ ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
მომატებული მგრძნობელობა ნებისმიერი შემადგენელი ნივთიერებისადმი. აქტიური პეპტიური წყლული.
განსაკუთრებული მითითებები
:
ხანდაზმული პაციენტები, პაციენტები კუჭ-ნაწლავის წყლულის ისტორიით, პაციენტები ,რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კუჭ-ნაწლავიდან სისხდენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ პრეპარატის მიღება.
პაციენტები იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, როგორებიცაა ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზას მალაბსორბცია, ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის მხრივ: შესაძლოა ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გილისრევა, ღებინება, დიარეა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ალერგიული რეაქცია (ქავილი, ჭინჭრის ციება, ეგზანთემა, ანგიონევროზული შეშუპება). თავბრუსხვევა, სისუსტე.
ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა, რომ ძუძუმწოვრებში ჩატარებულმა ტესტებმა არ გამოავლინა ტერატოგენული ეფექტები, კარბოცისტეინის სიროფის 100მგ/5მლ გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
გამოყენება ლაქტაციის დროს: ეფექტები არ არის ცნობილი.
ჭარბი დოზირება
შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა, დიარეა და თავის ტკივილი. კარბოცისტეინის სიროფი 100მგ/5მლ სიფრთხილით გამოიყენება კუჭის, ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ისტორიის მქონე პაციენტებში.
წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი რაიმე სახიფათო, ან თერაპიულად გამოსადეგი ურთიერთქმედების შესახებ.
შენახვის პირობები
შეინახეთ 30oC დაბალ ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
100მლ გამჭვირვალე შუშის ბოთლი პლასტმასის თავსახურით და საზომი ჭიქით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში შეფუთვის დანართ ფურცელთან ერთად
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.