მონოგრაფია Nº 03606 ურეცეპტო
ბრონქობოსი კაფსულები
Bronchobos
375მგ მყარი კაფსულა №30
დან16.62 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- კარბოცისტეინი (Carbocisteine)
- მწარმოებელი
- Bosnalijek d.d., ბოსნია-ჰერცოგოვინა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ბრონქობოსი კაფსულა 375მგ #30
0.55 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗16.62 ₾
19.55 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ბრონქობოსი კაფსულა 375მგ #30
0.55 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗16.62 ₾
19.55 ₾
-
PSP
ბრონქობოსი კაფს.375მგ N30
0.65 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗19.55 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კარბოცისტეინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ბრონქობოსი 2.5% სიროფი
Bronchobos
125მგ/5მლ 200მლ სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
ბრონქობოსი 5% სიროფი
Bronchobos
250მგ/5მლ 200მლ სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
კარბიტუსი
Carbituss
100მგ/5მლ 100მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
ინსტრუქცია
შემადგენლობა
გრეფ1. რას წარმოადგენს ბრონქობოსი და მისი გამოყენება
ბრონქობოსი შეიცავს პრეპარატ კარბოცისტეინს, რომელიც მიეკუთვნება მუკოლიზურ საშუალებებს. ის ლორწოს ნაკლებად წებოვანს ხდის (ათხევადებს მას), რაც აადვილებს მის გამოყოფას ხველის დროს.
ბრონქობოსი გამოიყენება სასუნთქი გზების (რესპირატორული ტრაქტის) პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ლორწო ან ლორწო ხდება ძალიან წებოვანი.
უკუჩვენებები
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, აღენიშნება ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევა, ჰიპერმგრძნობიარეა ან აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები მედიკამენტების მიმართ.
დაუშვებელია ბრონქობოსის მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბოცისტეინის ან ბრონქობოსი 375 მგ მყარი კაფსულების სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხახის ან ენის შეშუპებას;
თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავის წყლული.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. დაეჭვების შემთხვევაში, ბრონქობოსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ბრონქობოსის მიღებისას
არ არის მოწოდებული.
სხვა მედიკამენტები და ბრონქობოსი
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტი აღარ იღებს, ასევე, იმ მედიკამენტებს, რომელთა მიღებასაც გეგმავს. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა ნებისმიერი სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
არ არის ცნობილი ბრონქობოსის და სხვა მედიკამენტების ურთიერთქმედების შესახებ.
ბრონქობოსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებისა და სასმელის მიღება არ ახდენს გავლენას მედიკამენტის ეფექტზე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, გეგმავს ფეხმძიმობას ან ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ. ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში;
ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
ორსულობის ან ლაქტაციისას ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან პარმაცევტთან მიმართვა.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მედიკამენტი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
სხვა გაფრთხილებები
ბრონქობოსი 375 მგ შეიცავს ფორთოხლისფერ ყვითელს (სუნსეტ ყელლოწ) (E110), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბრონქობოსის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
ბრონქობოსი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით)
რეკომენდებული დოზაა 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში;
თუ სიმპტომები უმჯობესდება, დოზა შეიძლება შემცირდეს 1 კაფსულამდე 4-ჯერ დღეში.
ბავშვები
ბრონქობოსი 375 მგ მყარი კაფსულები არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის.
ბრონქობოსი 2.5% სიროფი რეკომენდებულია ბავშვებისათვის.
ბრონქობოსის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
დიდი რაოდენობით ბრონქობოსის მიღებისას, საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. სასურველია პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, თუ რომელი პრეპარატია მიღებული. ბრონქობოსის დოზის გადაჭარბებისას მოსალოდნელია აღინიშნოს დისპეფსიური მოვლენები (გასტრო-ინტესტინალური დარღვევები).
ბრონქობოსის დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მისი მიღება უნდა გაგრძელდეს სქემის მიხედვით.
დოზის გამოტოვებისას საჭიროა მოცდა შემდეგი დოზის მიღების დრომდე და მედიკამენტის მიღების გაგრძელება დანიშნულების მიხედვით. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ბრონქობოსით მკურნალობის შეწყვეტა
მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.
პრეპარატის მიღების უეცრად შეწყვეტისას არ აღინიშნება რაიმე საზიანო გავლენა ორგანიზმზე.
დამატებითი კითხვების არსებობისას ან დაეჭვებისას მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად ბრონქობოსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.
ბრონქობოსის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა:
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხახის ან ენის შეშუპებას;
თუ კანზე აღინიშნება ბუშტუკების განვითარება ან სისხლდენა, მათ შორის, ტუჩებზე, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირში ან გარეთა სასქესო ორგანოებზე. შეიძლება, ასევე, აღინიშნებოდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შეიძლება სტივენს-ჯონსონის სინდრომი იყოს.
საჭიროა ექიმის ინფორმირება დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი მძიმე გვერდითი მოვლენა:
სისხლიანი ღებინება ან შავი, კუპრისფერი განავალი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა იღებს მძიმე ხასიათს ან გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში:
ღებინება
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს მძიმე ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდით ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
5. ბრონქობოსის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30ºC ტემპერატურის ქვემოთ.
შენახვის ვადა: 36 თვე
დაუშვებელია ბრონქობოსის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
რას შეიცავს ბრონქობოსი
ბრონქობოსი 375 მგ მყარი კაფსულები შეიცავს: კარბოცისტეინი............375 მგ.
ბრონქობოსი 375 მგ მყარი კაფსულების სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სიმინდის სახმაბელი, ჟელატინი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინის მყარი კაფსულა ზომა # 0.
ჟელატინის მყარი კაფსულა ზომა #0 შეიცავს: ტიტანის დიოქსიდი (E171), ქინოლონის ყვითელი (E104), ფორთოხლისფერ-ყვითელი (E110), ჟელატინი.
ბრონქობოსის ფორმა და შეფუთვა
ბრონქობოსი 375 მგ მყარი კაფსულები არის მოგრძო ფორმის ჟელატინის მყარი კაფსულები, ზომა 0, ყვითელი კორპუსითა და თავსახურით. კაფსულა შეიცავს თეთრ ფხვნილს.
ბრონქობოსი მოთავსებულია კოლოფში, რომელიც შეიცავს 30 კაფსულას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.