8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00486 ურეცეპტო

ბლესტარი

BLESTAR

24მგ ტაბლეტი №20

დან13.09 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ბლესტარი, 24მგ ტაბლეტი №20
მწარმოებელი
ავერსი ფარმა, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰისტამინის სინთეტური ანალოგები
იმპორტიორი საქართველოში
ავერსი ფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ავერსი ყველაზე იაფი

    ბლესტარი 24მგ #20ტ

    0.65 ₾ / ც. × 20

  • ფარმადეპო

    ბლესტარი ტაბლეტი 24მგ #20

    0.66 ₾ / ც. × 20

  • GPC

    ბლესტარი ტაბლეტი 24მგ #20

    0.66 ₾ / ც. × 20

  • PSP

    ბლესტარი 24მგ 20 ტაბლეტი

    0.66 ₾ / ც. × 20

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

ბეტასერკი, 16მგ ტაბლეტი №30

ბეტასერკი

16მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ლაბ. მაილანი, საფრანგეთი
დან5.70 ₾
ანგიობესტი, 24მგ ტაბლეტი №30

ანგიობესტი

24მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი მერკეზ ფარმა, თურქეთი
დან8.51 ₾
ბეტაჰისტინი-ნორმონი, 16მგ ტაბლეტი #30

ბეტაჰისტინი-ნორმონი

Betahistine-NORMON

16მგ ტაბლეტი #30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი Normon, ესპანეთი
დან8.51 ₾
ნეიროსერკი, 24მგ ტაბლეტი №60

ნეიროსერკი

24მგ ტაბლეტი №60

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი კანონფარმა პროდაქშენი, რუსეთის ფედერაცია
დან8.51 ₾
ვაზოსერკი BID, 24მგ ტაბლეტი #30

ვაზოსერკი BID

VASOSERC BID

24მგ ტაბლეტი #30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან9.90 ₾
ვერეზონი, 24მგ ტაბლეტი №30

ვერეზონი

24მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი რეკორდატ ილაჩ, თურქეთი
დან11.39 ₾
მორესერკი, 24მგ ტაბლეტი №30

მორესერკი

Moreserc

24მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი Helba Pharmaceuticals, თურქეთი
დან19.65 ₾
ნიუსერკი-RN, 24მგ ტაბლეტი №30

ნიუსერკი-RN

24მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი საიტეხ მედიქეა, ინდოეთი
დან19.65 ₾
ბეტაჰისტინი ნორმონი, 24მგ ტაბლეტი №60

ბეტაჰისტინი ნორმონი

Betahistine NORMON

24მგ ტაბლეტი №60

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი Normon, ესპანეთი
დან20.82 ₾
ემპერინი, 24 მგ ტაბლეტი №60

ემპერინი

Emperin

24 მგ ტაბლეტი №60

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან38.17 ₾

ბეტაჰისტინ-რატიოფარმი

BETAHISTIN-RATIOPHARM

24მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი MERCKLE GmbH, გერმანია
ურეცეპტო

ბეტაჰისტინ-რატიოფარმი

BETAHISTIN-RATIOPHARM

16მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი MERCKLE GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ბლესტარ ფორტე, 16მგ ტაბლეტი #30

ბლესტარ ფორტე

BLESTAR FORTE

16მგ ტაბლეტი #30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
ბლესტარი, 8მგ ტაბლეტი #30

ბლესტარი

BLESTAR

8მგ ტაბლეტი #30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
ბრიუსტინი, 16 მგ ტაბლეტი N60

ბრიუსტინი

Brustin

16 მგ ტაბლეტი N60

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი Medinfar, პორტუგალია
ურეცეპტო
ემპერინი, 16მგ ტაბლეტი №60

ემპერინი

Emperin

16მგ ტაბლეტი №60

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
ურეცეპტო
ემპერინი, 8მგ ტაბლეტი №100

ემპერინი

Emperin

8მგ ტაბლეტი №100

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
ურეცეპტო
ვაზოსერკი ფორტე, 16მგ ტაბლეტი #30

ვაზოსერკი ფორტე

VASOSERC FORTE

16მგ ტაბლეტი #30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
ურეცეპტო
სერკასტინი, 24 მგ ტაბლეტი №30

სერკასტინი

Serkastin

24 მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი Eurofarma, ბრაზილია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:

ბლესტარი

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს – 8 მგ;

ბლესტარ ფორტე

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს – 16 მგ;

ბლესტარი 24

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს – 24 მგ;

დამხმარე ნივთიერებები (ბლესტარი და ბლესტარ ფორტე): ბეტა-ციკლოდექსტრინი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი;

დამხმარე ნივთიერებები (ბლესტარი 24): მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი.

02

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

შემოუგარსავი ტაბლეტები, 8 მგ, 16 მგ ან 24 მგ.

ბლესტარი და ბლესტარ ფორტე: 10 ტაბლეტი ალუმინის სტრიპში, 3 სტრიპი მუყაოს კოლოფში;

ბლესტარი 24: 10 ტაბლეტი ალუმინის სტრიპში, 2 სტრიპი მუყაოს კოლოფში.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატი. ათქ-კოდი: N07CA01.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი წარმოადგენს ჰისტამინის სინთეზურ ანალოგს, იგი მოქმედებს ძირითადად შიგნითა ყურის და ცნს-ის ვესტიბულური ბირთვების ჰისტამინურ H1- და H3- რეცეპტორებზე. შიგნითა ყურის სისხლძარღვების ჰისტამინურ H1-რეცეპტორებზე პირდაპირი აგონისტური ზემოქმედების გზით, ასევე არაპირდაპირი გზით ჰისტამინურ H3-რეცეპტორებზე ზემოქმედებით აუმჯობესებს შიგნითა ყურის მიკროცირკულაციას და კაპილარების განვლადობას, ახდენს ენდოლიმფის წნევის ნორმალიზებას ლაბირინთსა და ლოკოკინაში. ამასთან ერთად, ბეტაჰისტინი ზრდის სისხლის ნაკადს ბაზილარულ არტერიაში. აინჰიბირებს აგზნებადობის პიკების წარმოქმნას ლატერალური და მედიალური ვესტიბულური ბირთვების ნეირონებში.

პრეპარატი ამცირებს თავბრუსხვევების სიხშირესა და ინტენსივობას, ყურებში შუილს, აუმჯობესებს სმენას მისი დაქვეითების შემთხვევაში.

05

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა და განაწილება: პერორალურად მიღების შემდეგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3-5 სთ-ში. პლაზმის ცილებთან კავშირი დაბალია.

მეტაბოლიზმი: განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში ორი მეტაბოლიტის წარმოქმნით.

გამოყოფა: ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 3.5 სთ-ს. პრაქტიკულად მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმლების საშუალებით მეტაბოლიტის (2-პირიდილძმრის მჟავის) სახით 24 სთ-ის განმავლობაში.

06

ჩვენებები

 მენიერის დაავადება/სინდრომი;

 სხვადასხვა გენეზის ვესტიბულური თავბრუსხვევა;

 სინდრომები, რომლებიც მიმდინარეობენ თავის ტკივილითა და თავბრუსხვევით, ყურებში შუილით, სმენის პროგრესული დარღვევით, გულისრევითა და ღებინებით.

07

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და ხანდაზმულები: პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 8-16 მგ-ს სამჯერ დღეში ჭამის დროს. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 24-48 მგ-ს დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობისა და პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება უკვე თერაპიის დასაწყისში. სტაბილური თერაპიული ეფექტი მიიღწევა პრეპარატის მიღების 2 კვირის განმავლობაში და შესაძლებელია გაიზარდოს მისი მიღებისას რამოდენიმე თვის განმავლობაში. მკურნალობა ხანგრძლივია.

08

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით, მაგრამ იშვიათად აღინიშნება:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, დისკომფორტი და ტკივილი კუჭის არეში, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების მოშლა, კუჭისა ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გაძლიერებული პულსაცია და ტაქიკარდია, პერიფერიული ვაზოდილატაცია;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ტრემორი;

სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქული ასთმის გამწვავება;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება;

სხვა: ცხელების შეგრძნება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

09

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ფეოქრომოციტომა.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედების გამო პრეპარატი არ ინიშნება ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან კომბინაციაში.

11

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, აბდომინალური ტკივილი, სომნოლენცია, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, თავბრუ, სახის კანის ჰიპერემია, არტერიული ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი.

მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომურია, რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

12

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს შესაბამისი კლინიკური მონაცემები.

13

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმის, ღვიძლის პათოლოგიების მქონე პაციენტებში, ასევე ანამნეზში კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების არსებობის დროს.

პედიატრიაში გამოყენება: მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებაზე ამ ჯგუფის პაციენტებში არ არსებობს. პრეპარატი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისათვის.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე, სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

14

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºc ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

15

ვარგისობის ვადა

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.