8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00433 ურეცეპტო

ბეტაჰისტინ-რატიოფარმი

BETAHISTIN-RATIOPHARM

16მგ ტაბლეტი №30

მწარმოებელი
MERCKLE GmbH, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰისტამინის სინთეტური ანალოგები
იმპორტიორი საქართველოში
ტევა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

ბეტასერკი, 16მგ ტაბლეტი №30

ბეტასერკი

16მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ლაბ. მაილანი, საფრანგეთი
დან5.70 ₾
ანგიობესტი, 24მგ ტაბლეტი №30

ანგიობესტი

24მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი მერკეზ ფარმა, თურქეთი
დან8.51 ₾
ბეტაჰისტინი-ნორმონი, 16მგ ტაბლეტი #30

ბეტაჰისტინი-ნორმონი

Betahistine-NORMON

16მგ ტაბლეტი #30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი Normon, ესპანეთი
დან8.51 ₾
ნეიროსერკი, 24მგ ტაბლეტი №60

ნეიროსერკი

24მგ ტაბლეტი №60

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი კანონფარმა პროდაქშენი, რუსეთის ფედერაცია
დან8.51 ₾
ვაზოსერკი BID, 24მგ ტაბლეტი #30

ვაზოსერკი BID

VASOSERC BID

24მგ ტაბლეტი #30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან9.90 ₾
ვერეზონი, 24მგ ტაბლეტი №30

ვერეზონი

24მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი რეკორდატ ილაჩ, თურქეთი
დან11.39 ₾
ბლესტარი, 24მგ ტაბლეტი №20

ბლესტარი

BLESTAR

24მგ ტაბლეტი №20

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ავერსი ფარმა, საქართველო
დან13.09 ₾
მორესერკი, 24მგ ტაბლეტი №30

მორესერკი

Moreserc

24მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი Helba Pharmaceuticals, თურქეთი
დან19.65 ₾
ნიუსერკი-RN, 24მგ ტაბლეტი №30

ნიუსერკი-RN

24მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი საიტეხ მედიქეა, ინდოეთი
დან19.65 ₾
ბეტაჰისტინი ნორმონი, 24მგ ტაბლეტი №60

ბეტაჰისტინი ნორმონი

Betahistine NORMON

24მგ ტაბლეტი №60

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი Normon, ესპანეთი
დან20.82 ₾
ემპერინი, 24 მგ ტაბლეტი №60

ემპერინი

Emperin

24 მგ ტაბლეტი №60

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან38.17 ₾

ბეტაჰისტინ-რატიოფარმი

BETAHISTIN-RATIOPHARM

24მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი MERCKLE GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ბლესტარ ფორტე, 16მგ ტაბლეტი #30

ბლესტარ ფორტე

BLESTAR FORTE

16მგ ტაბლეტი #30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
ბლესტარი, 8მგ ტაბლეტი #30

ბლესტარი

BLESTAR

8მგ ტაბლეტი #30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო
ბრიუსტინი, 16 მგ ტაბლეტი N60

ბრიუსტინი

Brustin

16 მგ ტაბლეტი N60

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი Medinfar, პორტუგალია
ურეცეპტო
ემპერინი, 16მგ ტაბლეტი №60

ემპერინი

Emperin

16მგ ტაბლეტი №60

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
ურეცეპტო
ემპერინი, 8მგ ტაბლეტი №100

ემპერინი

Emperin

8მგ ტაბლეტი №100

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
ურეცეპტო
ვაზოსერკი ფორტე, 16მგ ტაბლეტი #30

ვაზოსერკი ფორტე

VASOSERC FORTE

16მგ ტაბლეტი #30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
ურეცეპტო
სერკასტინი, 24 მგ ტაბლეტი №30

სერკასტინი

Serkastin

24 მგ ტაბლეტი №30

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი Eurofarma, ბრაზილია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

1 ტაბ.
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი . . . . . . .8 მგ
1 ტაბ.
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი . . . . . . . 16 მგ
1 ტაბ.
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი . . . . . . . 24 მგ
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონ k 90, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, კროსპოვიდონი, სტეარინის მჟავა.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი არის ჰისტამინის სინთეზური ანალოგი პერორალური გამოყენებისათვის. მოქმედების ზუსტი მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ცხოველებზე ფარმაკოლოგიური გამოკვლევებისას ნაჩვენები იქნა, რომ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი სტიმულირებას უკეთებს H1-რეცეპტორებს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და მიკროცირკულაციას შიდა ყურში. დადგენილია, რომ ბეტაჰისტინი სუსტ ანტაგონისტურ მოქმედებას ახდენს H1-რეცეპტორებზე და მნიშვნელოვან ანტაგონისტურ მოქმედებას–ჰისტამინის H3-რეცეპტორებზე ცენტრალურ და ვეგეტატიურ ნერვული სისტემაში.
უფრო მეტიც, გამოვლინდა, რომ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი დოზაზე დამოკიდებულ ინჰიბიტორულ ეფექტს ახდენს მედიალურ და ლატერალურ ვესტიბულურ ბირთვებზე. თერაპიული ეფექტის დასაწყისი მერყეობს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე.

03

ფარმაკოკინეტიკა

დღეისათვის ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ადამიანის სისხლიდან სუფთა სახით არ გამოიყოფა, რადგან მისი კონცენტრაციები განსაზღვრის დონის ქვემოთ მდებარეობს. ამგვარად, კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და ნახევარად გამოყოფის პერიოდი განისაზღვრება ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის საშუალებით, რომელიც აღნიშნულია რადიოაქტიური იზოტოპით და აგრეთვე არააქტიური ძირითადი მეტაბოლიტის - პირიდილის-ძმარმჟავას კონცენტრაციით შარდში.
აბსორბცია: პერორალურად მიღების შემდეგ, ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. C14–ით აღნიშნული ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის კონცენტრაციის პიკი სისხლში აღწევს, უზმოზე პრეპარატის პერორალური მიღებიდან დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ცნობილი არ არის.
განაწილება: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის გავრცელების მოცულობა ცნობილი არ არის. სისხლის პლაზმის ცილებთან შეერთება შეადგენს 5%–ზე ნაკლებს.
მეტაბოლიზმი: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი ღვიძლში სწრაფად გადაიქცევა არააქტიურ ძირითად მეტაბოლიტ- პირიდილ-ძმარმჟავად და დემეთილ–ბეტაჰისტინად.
გამოყოფა: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის 90% გამოიყოფა თირკმელების მიერ არააქტიური მეტაბოლიტის-2 პირიდილ-ძმარმჟავას სახით. შარდში ხდება მხოლოდ დემეთილ–ბეტაჰისტისნის კონცენტრაციის კვალის აღმოჩენა. ნაღველთან გამოყოფა არ არის ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფის მნიშვნელოვანი გზა.

04

ჩვენებები

  • მენერის დაავადება;
  • ვესტიბულური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა;
  • თავბრუსხვევა, რომელსაც თან სდევს გულისრევა და ღებინება;
  • ხმაური ყურებში;
  • სმენის სიმკვეთრის დაკარგვა.
05

მიღების წესი და დოზირება

მიიღება შიგნით. მიღება ხდება ჭამის დროს ან მის შემდეგ, სითხის მიყოლებით. რეკომენდებული საწყისი სადღეღამისო დოზაა 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი. სადღეღამისო დოზა იყოფა 2-3 მიღებად. იმ შემთხვევაში, თუ სადღეღამისო დოზა არ არის საკმარისი, იგი შეიძლება გაიზარდოს ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის 48 მგ-მდე.
დოზა შერჩეულ უნდა იქნას ინდივიდუალურად, ეფექტურობის მიხედვით. დაავადების სიმპტომების გამოხატულების შემცირება ზოგჯერ მკურნალობის მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ შეიმჩნევა. ოპტიმალური შედეგები მიიღწევა პრეპარატის მიღებისას რამდენიმე თვის განმავლობაში.
მოზრდილები და ასაკოვანი პაციენტები
ბეტაჰისტინ–რატიოფარმი 8 მგ: 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (დილით, სადილზე და საღამოს).
ბეტაჰისტინ–რატიოფარმი 16 მგ: 1 ან 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღე–ღამეში (დილით, სადილზე და საღამოს), ან 11/2 ტაბლეტი.
2-ჯერ დღე–ღამეში (დილით და საღამოს).
ბეტაჰისტინ–რატიოფარმი 24 მგ: 1/2 - 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე–ღამეში (დილით და საღამოს).
ბავშვები
პრეპარატის მიღების ეფექტურობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვლევები ზემოთ აღნიშნულ პაციენტთა ჯგუფში არ ჩატარებულა, ამის გამო ბეტაჰისტინ–რატიოფარმი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისათვის.

06

გვერდითი მოვლენები

იშვიათად (სიხშირით ≤ 1/1000, მაგრამ ≥ 1/10 000) პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევები: გულის შეკუმშვის სიხშირის დაჩქარება.
ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, ძილიანობა.
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ბრონქული ასთმის გამწვავება (ანამნეზში მისი არსებობის შემთხვევაში).
კუჭ–ნაწლავური დარღვევები: დისკომფორტი და ტკივილი კუჭის არეში, გულძმარვა, ღებინება, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის ადრე არსებული წყლულოვანი დაავადების გამწვავება.
ზოგადი დარღვევები: სიცხის შეგრძნება.

07

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდისადმი და / ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერებისადმი;
  • ფეოქრომოციტომა: რამდენადაც ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი არის ჰისტამინის სინთეზური ანალოგი, მან შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს ნეოპლაზმიდან კატეხოლამინების გამოთავისუფლებას, რომელმაც შეიძლება ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა გამოიწვიოს;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
08

ორსულობა და ლაქტაცია

ბეტაჰისტინ–რატიოფარმი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, რამდენადაც შესაბამისი კვლევები ცხოველებზე არ ჩატარებულა და გამოცდილება ადამიანებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების შესახებ არ არსებობს.

09

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შემდეგი დაავადებები:

  • პეპტიკური წყლული (მათ შორის ანამნეზში), რამდენადაც ბეტაჰისტინ–რატიოფარმით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს დისპეფსია;
  • ბრონქული ასთმა, რადგან შესაძლებელია დაავადების სიმპტომების გამწვავება;
  • ჭინჭრის ციება, ეგზანთემა ან ალერგიული რინიტი, რადგან შესაძლებელია დაავადების სიმპტომების გამწვავება; - არტერიალური ჰიპოტენზია.

სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიჰისტამინებს.
ბეტაჰისტინ–რატიოფარმის აბები შეიცავენ ლაქტოზას. მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებიც დაავადებულნი არიან იშვიათი მემკვიდრული მეტაბოლური დაავადებებით–გლუკოზის აუტანლობა, ლაპის ლაქტაზის უკმარისობა, გლუკოზა–გალაქტოზის მალაბსორბაციის სინდრომი.
ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სისწრაფეზე გავლენის მოხდენის უნარი: პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დაგვიანებული რეაქციები, რომელიც აუარესებს ავტომობილის მართვისა და ზუსტ მექანიზმებთან მუშაობის უნარს

10

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ატაქსია. ძალიან მაღალი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კონვულსიები (კრუნჩხვები). ასევე შესალებელია ჰისტამინის სიჭარბის გამოვლენისთვის დამახსიათებელი სიმპტომები: სახის შეწითლება, თავბრუსხვევა, გულის შეკუმშვის სიხშირის გაზრდა, არტერიალური ჰიპოტენზია, ბრონქიალური სპაზმები და შეშუპება.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ტოქსინების გამოყოფის ზოგადი ზომების გარდა (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება), რეკომენდირებულია, აგრეთვე, სიმპტომატური მკურნალობა.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი არის ჰისტამინის ანალოგი, ჰისტამინის H1-რეცეპტორების ანტაგონისტების თანმხლებმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ნივთიერებების მოქმედების ურთიერთშესუსტება.

12

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 8 მგ და 16 მგ ტაბლეტები - 3 წელი. 24 მგ ტაბლეტები - 2 წელი.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.