წამლები
მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

კლინიკა

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

თბილისი, ლუბლიანას ქ. 13/6

აღწერა

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი.

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 35 წელზე მეტია ფუნქციონირებს. დღეისათვის ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად 250 პაციენტს გაუწიოთ სამედიცინო მომსახურება. საავადმყოფოს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც ორი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ეს არის ემერჯენსის (გადაუდებელი დახმარების) განყოფილება, რომელიც 18 საწოლზეა გაშლილი და პირველად საქართველოში პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის" პრინციპით სთავაზობს; მეორე დონე - კლინიკის სტაციონარული განყოფილებაა, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს.

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში რამდენიმე უნიკალური დეპარტამენტია რომელთა ანალოგი საქართველოში არ არის: ონკოჰემატოლოგია, ნეიროქირურგია, ტოქსიკოლოგია, თორაკალური ქირურგია; ადრეული ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარებისა და მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტები.

კლინიკას დღეისათვის 200-ზე მეტი მაღალკვალიფიციური ექიმი და 300-ზე მეტი ექთანი ემსახურება. მუდმივად ხდება სამედიცინო პერსონალის გადამზადება ევროპისა და ამერიკის პარტნიორ კლინიკებში, ტარდება ერთობლივი კონფერენციები და კონსილიუმები. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ექიმები მრავალკვირიან სტაჟირებას გადიან ავსტრიის, გერმანიის და იტალიის კლინიკებში. აღსანიშნავია ისიც, რომ მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ბაზას წარმოადგენს, რაც კლინიკის კონცეფციის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს - ახალგაზრდა სამედიცინო კადრების მომზადების განხორციელებას უზრუნველყოფს.

უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში კლინიკაში თანმიმდევრულად მიმდინარეობს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამ ეტაპისათვის დასრულებულია და სახეზე გვაქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნევროლოგიური, ონკოჰემატოლოგიური, ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის, ემერჯენსის მიმართულებები. სარემონტო სამუშაოებთან ერთად წარმოებს კლინიკის სამედიცინო აპარატურის სრული განახლება და ექიმების და პაციენტების განკარგულებაშია უახლესი კომპიუტერული და ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და კიუვეზები, ბიოქიმიური და კლინიკური ავტომატური ანალიზატორები, ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის აპარატურა. გარდა ამისა, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო საქართველოში პირველი კლინიკაა, სადაც ყველა სახის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სრულყოფილადაა გამოყენებული თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებები, რაც კიდევ უფრო ამაღლებს და საიმედოს ხდის სამედიცინო დახმარების ხარისხს.

ასე, რომ მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს დღეისთვის შეუძლია უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრული სამედიცინო მომსახურება, ყველა დიაგნოზის მქონე როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული პაციენტისათვის.

ექიმები

77 ექიმი

ნინო დიხამინჯია

ბავშვთა ნევროლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ნინო თარხნიშვილი

ბავშვთა ნევროლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ნინო სოლომონია

ნეონატოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ნინო ტოტოღაშვილი

ონკოლოგია, ბავშვთა ჰემატოლოგია–ტრანსფუზიოლოგია

ლაიფმედი - ზურაბ შაქარაშვილის ონკოჰემატოლოგიური კლინიკა, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ნინო წერეთელი

ნინო წერეთელი

რადიოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ნინო ხელაძე

ბავშვთა ენდოკრინოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ოთარ რუსაძე

პედიატრია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

პაატა გიორგაძე

პაატა გიორგაძე

უროლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სოფიკო მინდიაშვილი

სოფიკო მინდიაშვილი

გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სოფიო ნიკოლაძე

პედიატრია

ინოვა, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სოფო ცერცვაძე

სოფო ცერცვაძე

პედიატრია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ქეთევან მათიაშვილი

კარდიოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ქეტი ოქრუაშვილი

ქეტი ოქრუაშვილი

ოფთალმოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

შორენა ქართველიშვილი

პედიატრია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ციალა ოსეფაშვილი

ციალა ოსეფაშვილი

პედიატრია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ხათუნა სურმანიძე

რადიოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ჯამბულ თორია

უროლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო