წამლები
მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

კლინიკა

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

თბილისი, ლუბლიანას ქ. 13/6

აღწერა

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი.

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 35 წელზე მეტია ფუნქციონირებს. დღეისათვის ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად 250 პაციენტს გაუწიოთ სამედიცინო მომსახურება. საავადმყოფოს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც ორი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ეს არის ემერჯენსის (გადაუდებელი დახმარების) განყოფილება, რომელიც 18 საწოლზეა გაშლილი და პირველად საქართველოში პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის" პრინციპით სთავაზობს; მეორე დონე - კლინიკის სტაციონარული განყოფილებაა, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს.

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში რამდენიმე უნიკალური დეპარტამენტია რომელთა ანალოგი საქართველოში არ არის: ონკოჰემატოლოგია, ნეიროქირურგია, ტოქსიკოლოგია, თორაკალური ქირურგია; ადრეული ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარებისა და მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტები.

კლინიკას დღეისათვის 200-ზე მეტი მაღალკვალიფიციური ექიმი და 300-ზე მეტი ექთანი ემსახურება. მუდმივად ხდება სამედიცინო პერსონალის გადამზადება ევროპისა და ამერიკის პარტნიორ კლინიკებში, ტარდება ერთობლივი კონფერენციები და კონსილიუმები. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ექიმები მრავალკვირიან სტაჟირებას გადიან ავსტრიის, გერმანიის და იტალიის კლინიკებში. აღსანიშნავია ისიც, რომ მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ბაზას წარმოადგენს, რაც კლინიკის კონცეფციის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს - ახალგაზრდა სამედიცინო კადრების მომზადების განხორციელებას უზრუნველყოფს.

უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში კლინიკაში თანმიმდევრულად მიმდინარეობს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამ ეტაპისათვის დასრულებულია და სახეზე გვაქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნევროლოგიური, ონკოჰემატოლოგიური, ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის, ემერჯენსის მიმართულებები. სარემონტო სამუშაოებთან ერთად წარმოებს კლინიკის სამედიცინო აპარატურის სრული განახლება და ექიმების და პაციენტების განკარგულებაშია უახლესი კომპიუტერული და ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და კიუვეზები, ბიოქიმიური და კლინიკური ავტომატური ანალიზატორები, ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის აპარატურა. გარდა ამისა, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო საქართველოში პირველი კლინიკაა, სადაც ყველა სახის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სრულყოფილადაა გამოყენებული თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებები, რაც კიდევ უფრო ამაღლებს და საიმედოს ხდის სამედიცინო დახმარების ხარისხს.

ასე, რომ მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს დღეისთვის შეუძლია უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრული სამედიცინო მომსახურება, ყველა დიაგნოზის მქონე როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული პაციენტისათვის.

ექიმები

77 ექიმი

ირაკლი ვარძუკაშვილი

ირაკლი ვარძუკაშვილი

ტრავმატოლოგია–ორთოპედია

კლინიკა ანატომია, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ირინე გორგიშელი

ირინე გორგიშელი

პედიატრია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ლადო წიქარიშვილი

ლადო წიქარიშვილი

ნეიროქირურგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, კავკასიის მედიცინის ცენტრი

ლალი საგინაძე

ლალი საგინაძე

ალერგოლოგია-იმუნოლოგია ბავშვთა, პედიატრია

კლინიკა მცხეთის ქუჩაზე, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, მზიური მედი

ლალი ქაშიაშვილი

პედიატრია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ლანა დათუაშვილი

ოფთალმოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ლაშა ძიძიგური

ლაშა ძიძიგური

ტრავმატოლოგია–ორთოპედია

მედიქლაბჯორჯია, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, მზიური მედი, “მედიქალ ჰაუსი” - საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა

ლევან ფერაძე

ბავშვთა ქირურგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, “მედიქალ ჰაუსი” - საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა

ლევან ხარაშვილი

ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, “მედიქალ ჰაუსი” - საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა

ლელა წაქაძე

ლელა წაქაძე

ფთიზიატრია-პულმონოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ლია გაჩეჩილაძე

პედიატრია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ლია ფალავანდიშვილი

პედიატრია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ლიკა ხორბალაძე

ნეიროქირურგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მაია სურვილაძე

მაია სურვილაძე

პედიატრია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მაკა თევზაძე

ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მანანა ფანქველაშვილი

მანანა ფანქველაშვილი

ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მარიამ ლორთქიფანიძე

ინფექციური დაავადებები, ბავშვთა უროლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მარიამ ონიანი

ბავშვთა ენდოკრინოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მარინა ასათიანი

ბავშვთა ნევროლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მარინა რუხაძე

მარინა რუხაძე

პედიატრია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მაცაცო ანთაძე

ტრავმატოლოგია–ორთოპედია, ბავშვთა ქირურგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მერაბ ვარძუკაშვილი

ტრავმატოლოგია–ორთოპედია

ი.ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მიხეილ მჭედლიშვილი

რადიოლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ნათია ქესანაშვილი

ნათია ქესანაშვილი

ოფთალმოლოგია

ინოვა, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ნათია ცერცვაძე

ყბა–სახის ქირურგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ნანა რურუა

ნანა რურუა

პედიატრია

ბეიბიმედი, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ნანა ტატიშვილი

ნანა ტატიშვილი

ბავშვთა ნევროლოგია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ნანა ჩართოლანი

ნანა ჩართოლანი

ალერგოლოგია-იმუნოლოგია ბავშვთა, პედიატრია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ნანუკა ყავლაშვილი

პედიატრია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ნინო ბერიძე

ნინო ბერიძე

პედიატრია

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო