მონოგრაფია Nº 03205 ურეცეპტო
თეთრი ნახშირი
White Charcoal
ტაბლეტი #10
- მოქმედი ნივთიერება
- Aerosil
- მწარმოებელი
- ომნიფარმა კიევი, კიევი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები და ადსორბენტები
- იმპორტიორი საქართველოში
- ომნიფარმა კიევი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
სილიციუმის დიოქსიდი (210 მგ) მიკროკრისტალური ცელულოზა (208.67 მგ); შაქრის პუდრი, კარტოფილის სახამებელი. შენიშვნა დიაბეტით დაავადებულთათვის: 1 აბი შეიცავს 0.26 გრ. საქაროზას (ექვივალენტი 0.026 პურის ერთეულისა)
ჩვენებები
გამოყენების სფერო:
რეკომენდებულია საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით როგორც საკვები ბოჭკოების - ენტეროსორბენტების - დამატებითი წყარო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
- საკვებისმიერი მოწამვლა (მათ შორის სოკოთი და ალკოჰოლით)
- მწვავე ნაწლავური ინფექციები
- კუჭის აშლილობა
- ჰეპატიტები (ვირუსული A და B -ს ჩათვლით)
- ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა
- ალერგიული დაავადებები
- ენდოგენური ინტოქსიკაციები
- დერმატიტები
- დისბაქტერიოზი
მიეკუთვნება ენტეროსორბენტების ბოლო IV თაობას - აქტიური ფართობის მიხედვით ობსორბცია 400მ2 - 1 გრამზე
მიღების წესი და დოზირება
3-4 წლის ბავშვებისთვის - 2 აბი დღეში 3-ჯერ, კვებათა შორის შუალედში, ჭამამდე 1 საათით ადრე, წყალთან ერთად; 5-6 წლის ბავშვებისთვის - 3 აბი დღეში 3-ჯერ წყალთან ერთად, კვებათა შორის შუალედში, ჭამამდე 1 საათით ადრე; 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისათვის - 3-4 აბი დღეში 3-4 - ჯერ წყალთან ერთად, კვებათა შორის შუალედში, ჭამამდე 1 საათით ადრე ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
უკუჩვენებები
კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ასაკი 3 წლამდე, ორსულობა და ლაქტაცია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულები და ეროზიები, კუჭისა და ნაწლავური სისხლდენები, ნაწლავური გაუვალობა.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 0-დან 25oC ტემპერატურამდე.
შენახვის ვადა: 3 წელი
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.