8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03177 ურეცეპტო

ვიტაპროსტი

VITAPROST

10მგ რექტალური სუპოზიტორია #10

დან53.41 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ვიტაპროსტი, 10მგ რექტალური სუპოზიტორია #10
მწარმოებელი
NIJPHARM OJSC, რუსეთი
იმპორტიორი საქართველოში
შტადა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ვიტაპროსტი სანთელი რექტალური 10მგ #10

    5.34 ₾ / ც. × 10

    53.41 ₾

    62.83 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ვიტაპროსტი სანთელი რექტალური 10მგ #10

    5.34 ₾ / ც. × 10

    53.41 ₾

    62.83 ₾

    ყიდვა ↗
  • ავერსი

    ვიტაპროსტი10მგ#10რ/სუპ(ნიჟფ)

    6.28 ₾ / ც. × 10

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: სამპროსტი/პროსტატის ექსტრაქტი/. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

სავაჭრო დასახელება:

ვიტაპროსტი®

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:

პროსტატის ექსტრაქტი

წამლის ფორმა:

რექტალური სუპოზიტორიები

ტორპედოს ფორმის სუპოზიტორიები თეთრი ფერის - თეთრი ფერის ყვითელი ან მონაცრისფრო-მოყავისფრო ელფერით. დასაშვებია სუპოზიტორიის ზედაპირზე თეთრი ფერის ნადების წარმოქმნა და გასაყოფზე ჰაერის ღერძები და ძაბრისებრი ღრმულები.

02

შემადგენლობა

ერთი სუპოზიტორია შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: პროსტატის ექსტრაქტი - 50 მგ, წყალში ხსნად პეპტიდებზე გადაანგარიშებით - 10 მგ;

დამხმარე საშუალებები: მყარი ცხიმი (ვიტეპსოლი, მარკა H 15, W 35, სუპოსირი, მარკა NA 15, NAS 50) – 1, 25 გ მასის სუპოზიტორიის მისაღებად.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ქრონიკული პროსტატიტის სამკურნალო საშუალება.

ათქ კოდი:

G04BX.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტაპროსტს® გააჩნია ორგანოტროპული მოქმედება წინამდებარე ჯირკვალზე. ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის ლეიკოციტარული ინფილტრაციის, შეშუპების ხარისხს, ანორმალიზებს ეპითელიური უჯრედების სეკრეტორულ ფუნქციას, ზრდის ლეციტინურ მარცვლებს აცინუსების სეკრეტში, ასტიმულირებს შარდის ბუშტის კუნთების ტონუსს. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას წინამდებარე ჯირკვალში თრომბების წარმოქმნის შემცირების, ანტიაგრეგანტული აქტივობის შედეგად, აფერხებს ვენულების თრომბოზის განვითარებას წინამდებარე ჯირკვალში.

ვიტაპროსტი® ანორმალიზებს წინამდებარე ჯირკვლისა და ეაკულატის პარამეტრებს. ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს, აღმოფხვრის დიზურიულ მოვლენებს, აუმჯობესებს კოპულაციურ ფუნქციას.

05

ჩვენებები

ქრონიკული პროსტატიტი.

მდგომარეობა წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციული ჩარევების წინ და შემდეგ.

06

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

07

მიღების წესი და დოზირება

რექტალურად, 1 სუპოზიტორია ნაწლავების ნებაყოფლობითი დაცლის ან ოყნის შემდეგ, დღეში 1-ჯერ. სუპოზიტორიის შეყვანის შემდეგ სასურველია პაციენტის საწოლში ყოფნა 30-40 წუთის განმავლობაში. პრეპარატ ვიტაპროსტით® მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - არანაკლებ 10 დღე.

აუცილებლობისას შეიძლება განმეორებითი კურსების ჩატარება.

თუ მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან სიმპტომები გამწვავდა ან განვითარდა ახალი სიმპტომები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

08

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები.

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ სხვა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

09

ჭარბი დოზირება

პრეპარატ ვიტაპროსტის® ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ ცნობილი არ არის.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პრეპარატის გამოყენება შეიძლება კომპლექსურ თერაპიაში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების და შეუთავსებლობის შემთხვევები აღწერილი არ არის.

11

განსაკუთრებული მითითებები

გამოიყენება მხოლოდ მოზრდილი მამაკაცების სამკურნალოდ; არ გამოიყენება ქალებსა და ბავშვებში.

ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური, რაც გულისხმობს ვიტაპროსტთან® ერთად სხვა ჯგუფის რიგი სამკურნალო საშუალებების დანიშვნას და არამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდებს.

ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობის დაწყებამდე, და აუცილებლობისას, მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის ანალიზის ჩატარება.

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების პერიოდში აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტი მოცემული დაავადების სტანდარტული კონტროლისათვის. მკურნალობის კურსის დაწყებამდე აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ პათოლოგია არის კეთილთვისებიანი.

პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებაზე, რაც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

12

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რექტალური სუპოზიტორიები 10მგ.

5 სუპოზიტორია პოლიეთილენით ლამინირებული პოლივინილქლორიდის ფირიან კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში.

ერთი ან ორი კონტურულ დანაყოფებიანი შეფუთვა სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

13

შენახვის პირობები

ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

14

ვარგისობის ვადა

2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

15

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.