8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03173 ურეცეპტო

ვიტამინი E

Vitamin E

200მგ კაფსულა #50

მოქმედი ნივთიერება
ალფატოკოფეროლი (Tocoferol acetat)
მწარმოებელი
Saneca Pharmaceuticals a.s., სლოვაკეთი
იმპორტიორი საქართველოში
Sanofi
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ალფატოკოფეროლი. ჯერ ყველაზე იაფი.

ვიტამინი E, 400მგ კაფსულა #50

ვიტამინი E

Vitamin E

400მგ კაფსულა #50

ალფატოკოფეროლი Saneca Pharmaceuticals a.s., სლოვაკეთი
დან20.00 ₾
ევინოლი, 400სე რბილი კაფსულა # 30

ევინოლი

Evinol

400სე რბილი კაფსულა # 30

ალფატოკოფეროლი Vefa Ilaҫ, თურქეთი
დან22.44 ₾

ელივე

ELIVE

200მგ ჟელატინის კაფსულა №30

ალფატოკოფეროლი Nature’s Bounty, აშშ
ურეცეპტო
ვეა ოლიო, 20 მლ

ვეა ოლიო

VEA OLIO

20 მლ

ალფატოკოფეროლი Hulka Srl, იტალია
ურეცეპტო
ვეა ორის, 20 მლ = 280 მონოდოზა

ვეა ორის

VEA ORIS

20 მლ = 280 მონოდოზა

ალფატოკოფეროლი Hulka Srl, იტალია
ურეცეპტო
ვეა სპრეი, 50 მლ

ვეა სპრეი

VEA SPRAY

50 მლ

ალფატოკოფეროლი Hulka Srl, იტალია
ურეცეპტო

ვიტამინი E

Vitamin E

100მგ კაფსულა #50

ალფატოკოფეროლი Saneca Pharmaceuticals a.s., სლოვაკეთი
ურეცეპტო
ვიტამინი E ლაიფი, კაფსულა #30

ვიტამინი E ლაიფი

Vit E-Life

კაფსულა #30

ალფატოკოფეროლი Life on Healthcare, დიდი ბრიტანეთი
ურეცეპტო
ლაიფევიტი, 400მგ კაფსულა №30 მინის ფლაკონში

ლაიფევიტი

LIFEVIT

400მგ კაფსულა №30 მინის ფლაკონში

ალფატოკოფეროლი Saneca Pharmaceuticals a.s., სლოვაკეთი
ურეცეპტო
ლაიფევიტი, 200მგ კაფსულა №30 მინის ფლაკონში

ლაიფევიტი

LIFEVIT

200მგ კაფსულა №30 მინის ფლაკონში

ალფატოკოფეროლი Saneca Pharmaceuticals a.s., სლოვაკეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

კაფსულები: ფლაკონში 30 ც.

1 კაფს.

E ვიტამინი (ტოკოფეროლ აცეტატი). . . . . . 100 მგ

1 კაფს.

E ვიტამინი (ტოკოფეროლ აცეტატი). . . . . . 200 მგ

1 კაფს.

E ვიტამინი (ტოკოფეროლ აცეტატი). . . . . . 400 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, ჟელატინი, გლიცეროლი 75%, მეთილპარაბენი, საღებავი წითელი Rubor ponceau 4R (E 124), გასუფთავებული წყალი.

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ვიტამინური საშუალება.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში, ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და მსხვრევადობას. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის და ასევე სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად. მონაწილეობს ნუკლეინის მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში. წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგვით ჟანგვას. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმული რეზისტენტობის შესანარჩუნებლად. დიდ დოზებში ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. ავლენს გამოხატულ დადებით ზემოქმედებას ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე, ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას.

04

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღებისას შეიწოვება 20% - 40% (აუცილებელია ნაღვლის არსებობა და თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება). დოზის გაზრდისას აბსორბციის ხარისხი მცირდება. ოპტიმალური კონცენტრაცია სისხლში 10-15 მგ/ლ. ექსკრეცია ძირითადად ფეკალიებთან ერთად ხდება. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად გლუკურონიდებისა და სხვა მეტაბოლიტების სახით.

05

ჩვენებები

  • E ვიტამინის ჰიპოვიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • კომპლექსური თერაპიის სახით, მენსტრუალური ციკლის დარღვევის, სახსრებისა და ხერხემლის მყესოვანი აპარატის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებების ჰორმონული მკურნალობისას;
  • გადატანილი დაავადებების შემდეგ რეკონვალესცენციის მდგომარეობები;
  • არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;
  • მომატებული ფიზიკური დატვირთვა.
06

მიღების წესი და დოზირება

კაფსულები 100 მგ: უფროსებს 2-4 კაფსულა დღეში.

კაფსულები 200 მგ: უფროსებს 1-2 კაფსულა დღეში.

კაფსულები 400 მგ: უფროსებს 1 კაფსულა დღეში.

მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს (ჰორმონალური თერაპიის დამატების სახით) 300-400 მგ დღე გამოშვებით თანმიმდევრობით, ციკლის მე-17 დღიდან დაწყებული.

07

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, გულისრევა, გასტრალგია.

იშვიათად მიდრეკილ პაციენტებში ვითარდება კრეატინური, კრეატინკინაზას აქტივობის მომატება, სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის მომატება, თრომბოფლებიტები, ფილტვების თრომბოემბოლია, თრომბოზი.

08

უკუჩვენებები

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით – ავადმყოფებში მძიმე კარდიოსკლეროზით და გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, თრომბოემბოლიების განვითარების მომატებული საშიშროებისას; K ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჰიპოპროთრომბინემია, შეიძლება გაუარესდეს E ვიტამინის 400 სე-ზე უფრო დიდი დოზების გამოყენებისას.

09

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები

თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზის დროს, ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში, შეიძლება ამოვიდეს თეთრი თმები.

10

ჭარბი დოზირება

E ვიტამინის მაღალი დოზები (400-800 მგ დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში) იწვევს მხედველობის დარღვევას, ფაღარათს, თავბრუს, თავის ტკივილს, გულისრევას, ადვილად დაღლილობას, გულყრას, ბუშტუკოვანი ეპიდერმოლიზის დროს ალოპეციის ადგილებში თეთრი თმების გაზრდას.

ძალიან მაღალი დოზები (800 მგ-ზე მეტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში) იწვევენ სისხდენებს პაციენტებში K ვიტამინის უკმარისობით; მათ შეუძლიათ დაარღვიონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმი და მგრძნობიარე პაციენტებში გაზარდონ თრომბოფლებიტების და თრომბოემბოლიების განვითარების საშიშროება.

მკურნალობა: სიმპტომატური, პრეპარატის მოხსნა.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, საგულე გლიკოზიდების ეფექტს. ზრდის ანტიეპილეფსური საშუალებების ეფექტურობას ეპილეფსიით ავადმყოფებში (სისხლში მომატებულია ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების შემცველობა). რკინა ზრდის E ვიტამინის დღიურ მოთხოვნას. E ვიტამინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, თუ დოზა აღემატება 400 სე-ს დღეში.

არ არის რეკომენდებული ერთდროული მიღება სხვა ვიტამინური კომპლექსებისა, რომლების E ვიტამინს შეიცავენ, ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად.

E ვიტამინის დანიშვნამ მაღალ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტი. 400 სე-ზე მაღალი დოზებით E ვიტამინის ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან (კუმარინის წარმოებულები და ინდანდიონი) ზრდის ჰიპოთრომბინემიისა და სისლდენების განვითარების საშიშროებას.

კოლესტირამინი, კოლესტიპოლი, მინერალური ზეთები აქვეითებენ შეწოვას.

12

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 15-30oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.