8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03109 ურეცეპტო

ვარიქსინალი გელი

Varixinal gel

გელი 75 მლ ტუბში

დან46.80 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
ვარიქსინალი გელი, გელი 75 მლ ტუბში
მწარმოებელი
Walmark, ჩეხეთი
იმპორტიორი საქართველოში
Walmark
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP

    ვარიქსინალი გელი 75მლ. ტუბი

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ცხენისწაბლა - Horse chestnut-(Aesculus hippocastanum), აზიური centela-Gotu kola extract-(Centella asiatica), მოცვის ექსტრაქტი-Vaccinium Myrtillus (Bilberry) extract.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცხენისწაბლა-შეიცავს გლიკოზიდებს, ფლავონოიდებსა და კატექინებს, რომლებიც შერჩევითად ამცირებენ ვენურ მოცულობას ქვედა კიდურებში, ვენულებისა და სისხლძარღვების კუნთების ტონუსის გაზრდის გზით. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სისხლძარღვთა კედლის განვლადობას-აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს. მოცვი-მდიდარია ანტოციანიდინებით, რომლებიც ანტიოქსიდანტებია, იცავს არტერიებსა და ვენებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. ასტაბილიზებს უჯრედშიდა ფოსფოლიპიდებს, ასტიმულირებს კოლაგენისა და მუკოპოლისაქარიდების სინთეზს, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლძარღვის კედლის მთლიანობას. ანტოციანიდინები ხელს უშლიან თრომბოციტების ადჰეზია-აგრეგაციას ენდოთელიუმის ზედაპირზე. აზიური ცენტელა აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს. იცავს კანს ტროფიკული წყლულის განვითარებისგან. ხელს უშლის მიკრობთა მემბრანის შესუსტებას, რაც აადვილებს მათ განადგურებას. ფარმაკოლოგიური მოქმედება: ამცირებს ვენურ მოცულობას ქვედა კიდურებში, ვენულებისა და სისხლძარღვების კუნთების ტონუსის გაზრდის გზით. აქვს ვენოტონური, ანგიოპროტექტორული მოქმედება. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ლიმფურ დრენაჟს. ამცირებს სისხლძარღვის კედლის განვლადობას. აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს. აქვს ანტიბაქტერიული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს ქავილს და ალერგიულ რეაქციებს. უზრუნველყოფს სისხლძარღვის კედლის მთლიანობას. ხელს უშლის თრომბოზის განვითარებას.ვარიქსინალი გელი ვარიქსინალი ტაბლეტთან კომბინაციაში გამოყენებისას აძლიერებს მის ეფექტს, ამცირებს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას.

03

ჩვენებები

*ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა *სიმძიმე ფეხებში, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები, ტროფიკული დარღვევები *ბუასილი ,ბუასილის პოსტოპერაციული პროფილაქტიკა ,ბუასილის რეციდივების პროფილაქტიკა ,ბუასილის პროფილაქტიკა შეკრულობის დროს (ორსულებში) *ვენური უკმარისობა ორსულებში *პოსტოპერაციული შეშუპება *შეშუპება მასტექტომიის შემდგომ *ჰორმონებით გამოწვეული ფლებოპათია

04

უკუჩვენებები

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

05

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.

06

მიღების წესი და დოზირება

: შეიზილეთ გელი დაზიანებულ არეში ქვევიდან ზევით, დღეში 1-2-ჯერ.

07

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

გელი 75 მლ ტუბში, საკვები დანამატი.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.