მონოგრაფია Nº 05155 ურეცეპტო
უტილინ "ეს" D6 წვეთები (ნატუროპათი)
Utilin "S" D6 (Naturopath)
წვეთები 5 მლ
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Mycobacterium phlei F.U.36* (=DSN 4817) D6 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენებები
ფილტვების ყველა ქრონიკული დაავადება. სუბფებრილური ტემპერატურით, ცხელებით, ღამის ოფლიანობით და სისუსტით მიმდინარე მდგომარეობების იმუნომოდულაციისათვის; ფილტვის და ფილტვგარე ტუბერკულოზი, როგორიცაა კისრის ლიმფური კვანძების, ხერხემლის, სახსრების, კანის, კონიუნქტივის ტუბერკულოზი, მგლურა, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, კვანძოვანი ერითემა, სკროფულოდერმა, ნაწლავის, თირკმლის, შარდის ბუშტის და გენიტალების ტუბერკულოზი, ლატენტური ტუბერკულოზის შემთხვევები.
თვისებები
იმუნოლოგიური ტესტებიდან ცნობილია, რომ Utilin `S~, ყველა სხვა მიკობაქტერიის მსგავსად, იმუნურ სისტემას თითქმის ყველა დონეზე ასტიმულირებს. გამომჟღავნდა გრანულოციტების ფაგოციტური
აქტივობის მკვეთრი ზრდა. ამას გარდა, T-ლიმფოციტების პოპულაციის სტიმულაცია იწვევს ლიმფოკინების გაძლიერებულ გადმოსროლას. სიმსივნეზე დამთრგუნველი ზემოქმედება ემყარება ინტერფერონების ინდუქციის შედეგად ბუნებრივი ქილერების აქტივობის მატებას და, უპირველესად, სიმსივნის უჯრედების
მიმართ გააქტიურებული მაკროფაგების ტოქსიურობას.
მიღების წესი და დოზირება
დასალევად: მიიღება 2-5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე
შესაზელად: 2-5 წვეთის შეზელვა კვირაში 1-3-ჯერ დაავადებულ ადგილას ან იდაყვის ფოსოში
გვერდითი მოქმედებები
Utilin `S~, ზოგადად, კარგი ამტანობით გამოირჩევა. იშვიათად აღინიშნება ანთების კერების აქტივაცია, რაც თავისთავად სწრაფად გაივლის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ არა გვერდით მოქმედებად, არამედ უფრო პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინებად.
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
გამოშვების ფორმები
წვეთები 5 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.