8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03046 Rx · რეცეპტით

ულცეპრაზოლი

ULCEPRAZOL

20მგ ტაბლეტი №20

ულცეპრაზოლი, 20მგ ტაბლეტი №20
მოქმედი ნივთიერება
რაბეპრაზოლი (Rabeprazole)
მწარმოებელი
გამა, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
იმპორტიორი საქართველოში
გამა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: რაბეპრაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

რაბელოკი, 20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი #10

რაბელოკი

Rabeloc

20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი #10

რაბეპრაზოლი cadila pharma, ინდოეთი
დან8.47 ₾
ვერაბეზი, 20მგ ტაბლეტი №14

ვერაბეზი

20მგ ტაბლეტი №14

რაბეპრაზოლი ლაბ. ლიცონზა, ესპანეთი
დან11.21 ₾
რაბეზოლი, 20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

რაბეზოლი

Rabezol

20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

რაბეპრაზოლი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან13.59 ₾
პეპტირა, 20მგ ტაბლეტი №28

პეპტირა

20მგ ტაბლეტი №28

რაბეპრაზოლი ბერკო ილაჩ ვე კიმია სანაი, თურქეთი
დან21.50 ₾
პარიჟონი, 20მგ ტაბლეტი 56 ტაბლეტი №56

პარიჟონი

20მგ ტაბლეტი 56 ტაბლეტი №56

რაბეპრაზოლი
დან73.87 ₾
ბაუზოლი, 20მგ ტაბლეტი #10

ბაუზოლი

BAUZOLE

20მგ ტაბლეტი #10

რაბეპრაზოლი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით

ნოფლუქსი

Noflux

10 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

რაბეპრაზოლი Liconsa Laboratorios S.A, ესპანეთი
Rx · რეცეპტით

ნოფლუქსი

Noflux

20 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

რაბეპრაზოლი Liconsa Laboratorios S.A, ესპანეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

ერთი ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს 20მგ ნატრიუმის რაბეპრაზოლს რაც შეესაბამება 18.84მგ რაბეპრაზოლს
და დამხმარე ნივთიერებებს:
ლაქტოზა 0.03685გ
სახამებელი 0.03249გ
მაგნიუმის სტეარატი 0.00095გ
პოლივინილპიროლიდონი 0.00366გ
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 0.00523გ
ტალკი 0.0006გ
ტიტანის დიოქსიდი 0.0002გ
FD&C Blue No.1 saRebavi 0.00002გ

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბენზიმიდაზოლის წარმოებული ანტისეკრეტორული პრეპარატი. თრგუნავს ფერმენტ H+/K+-ATP-აზას აქტივობას, რითაც ახდენს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიის ბლოკირებას. გამღიზიანებლის წარმოშობის მიუხედავად პრეპარატი აქვეითებს მარილმჟავას როგორც ბაზალურ ასევე სტიმულირებულ სეკრეციას. რაბეპრაზოლ ნატრიუმი წარმოადგენს სუსტ ფუძეს და ამიტომ სწრაფად ადსორბირდება და ხვდება პარიეტალური უჯრედების მჟავა გარემოში. პრეპარატის პირველივე დოზის მიღებიდანვე მნიშვნელოვნად მცირდება, როგორც ბაზალური ასევე საკვებით სტიმულირებული მარილმჟავას სეკრეცია. ეს ეფექტი გრძელდება 48 საათის განმავლობაში. ანტისეკრეტორული მოქმედება უფრო ძლიერდება პრეპარატის თითო ტაბლეტის ყოველდღიური მიღებისას. სტაბილური მჟავა-დამთრგუნველი ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ. მკურნალობის დამთავრებისას სეკრეტორული აქტივობა აღდგება 2-3 დღის განმავლობაში. დადგენილია ულცეპრაზოლის მაღალი ბაქტერიოციდული ეფექტი H. Pylori-ს მიმართ.

03

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 3.5 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა შეადგენს 52%. სისხლის ცილებთან შეკვრადობა შეადგენს 97%. ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 1 საათს. პრეპარატის 90% გამოიყოფა შარდის საშუალებით, დანარჩენი განავალით.

04

ჩვენებები

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რეფლუქს ეზოფაგიტი ( მ.შ. პროფილაქტიკა), ქრონიკული გასტრიტი, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

05

მიღების წესი და დოზირება

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება თითო ტაბლეტი (20 მგ) დღეში ერთჯერ. პაციენტების უმრავლესობაში (90% -ზე მეტი) წყლულის შეხორცება ხდება 1 თვის განმავლობაში, მაგრამ რიგ შემთხვევებში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 4-6 კვირის განმავლობაში. დაავადების სიმძიმის მიხედვით და H. Pყლორი-თ ინფიცირების შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დღეში 2-ჯერ პირველი 7-10 დღის განმავლობაში, სხვა ბაქტერიოციდულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

06

გვერდითი მოვლენები

ულცეპრაზოლით მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად. შესაძლებელია თავის ტკივილი, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, იშვიათად მულტიფორმული ერითემა და ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, პარესთეზიები, ანგიოედემა, მხედველობის გაუარესება, ფოტოსენსიბილიზაცია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ტემპერატურული რეაქცია, ღვიძლის დისფუნქცია, ბრონქოსპაზმი, ნეფრიტი, მენტალური დარღვევები, მძიმე შემთხვევებში დეპრესია ან ჰალუცინაცია.

07

უკუჩვენებები

ავთვისებიანი სიმსივნეები და ღვიძლის დაზიანება.

08

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდირებული.
სიფრთხილე: პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას უნდა გამოირიცხოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეები, რადგანაც მკურნალობამ შეიძლება დაფაროს დაავადების სიმპტომები.

პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანა დანადგარებზე მომუშავე პერსონალიზე.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ანტაციდები ამცირებენ პრეპარატის ეფექტს. ულცეპრაზოლი აძლიერებს ვარფარინის მოქმედებას. ულცეპრაზოლის მოქმედებით ქვეითდება კეტოკონაზოლის და ინტრაკონაზოლის აბსორბცია. პრეპარატმა შესაძლებელია გაზარდოს საგულე გლიკოზიდების პლაზმური კონცენტრაცია, ძლიერდება ტრანკვილიზატორების ეფექტი, ესტროგენების და პროგესტაგენების მეტაბოლიზმი.
სუკრალფატი ამცირებს ულცეპრაზოლის აბსორბციას. ულცეპრაზოლი ზრდის ტაკროლიმუსის პლაზმურ კონცენტრაციას.

10

შენახვის პირობები

მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება ტაბლეტის დაიღეჭვა ან გაიყოფა.
არ მიიღოთ მედიკამენტი, ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას, და ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით
პრეპარატის შენახვის ვადაა წარმოებიდან 3 წელი.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.