8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03043 ურეცეპტო

თიროსურ გელი

Tyrosur Gel

5გ გელი ტუბში

დან12.48 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
თიროსურ გელი, 5გ გელი ტუბში
მოქმედი ნივთიერება
ტიროთრიცინი (Tyrothricin)
მწარმოებელი
Engelhard Arzneimittel, გერმანია
იმპორტიორი საქართველოში
Alpen Pharma
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

5გ · 5გრ

  • ავერსი ყველაზე იაფი

    თიროსური 5გ გელი

  • PSP

    თიროსური გელი 5გ

5გრ

  • GPC ყველაზე იაფი

    თიროსური გელი 5გრ ტუბი #1

    12.48 ₾

    14.68 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    თიროსური გელი 5გრ ტუბი #1

    12.48 ₾

    14.68 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 გ გელი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: 1 მგ ტიროთრიცინს;

დამხმარე ნივთიერებები: ცეტილპირიდინის ქლორიდი, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, კარბომერი, ტრომეტამოლი, გაწმენდილი წყალი.

02

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ადგილობრივი გამოყენების გელი.

5 გ, 25 გ გელი ტუბში; 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკები

04

ჩვენებები

ზედაპირული ჭრილობები უმნიშვნელო რაოდენობის ექსუდატის გამოყოფით და ტიროთრიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექციის არსებობით.

05

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

06

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

დღეისათვის ცნობილი არ არის.

თუ თქვენ ღებულობთ ან უახლოეს პერიოდში ღებულობდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

საჭიროა სიფრთხილე თვალების ირგვლივ გამოყენების შემთხვევაში, ვინაიდან ამან შესაძლოა წვის შეგრძნება გამოიწვიოს. გელი ტიროზური შეიცავს პოლიეთილენგლიკოლს, რომელიც შეიძლება კანის გაღიზიანების მიზეზი გახდეს.

განკუთვნილი არ არის ინტრანაზალური გამოყენებისთვის; არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოს ყნოსვის დარღვევა.

ისევე როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატი, გელი თიროზური ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უნდა გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტისა და შესაძლო რისკის შეფარდების ობიექტური შეფასების შემდეგ.

საჭიროების შემთხვევაში გელის ტიროზური გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვებში.

07

მიღების წესი და დოზირება

წაისვით გელი კანის დაზიანებულ უბნებზე 2-3-ჯერ დღეში. პატარა ჭრილობების და სხეულის ღია უბნების კანის ანთების დროს ჩვეულებრივ, მათი დაფარვა საჭირო არ არის. სერიოზული დაზიანებების და სველი ჭრილობების დროს რეკომენდებულია დამცავი ბანდაჟი, რომელიც უნდა გამოიცვალოს 1-2 დღის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. თუ ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

08

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაციები (წვის შეგრძნება).

09

ვარგისობის ვადა

3 წელი.

ვარგისიანობის ვადა ტუბის პირველი გახსნის შემდეგ - 3 თვე.

არ გამოიყენოთ სოლიდაგორენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვა.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.