8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03009 ურეცეპტო

ტრენტალი 400

TRENTAL 400

400მგ ტაბლეტი #20

მოქმედი ნივთიერება
Pentoxifylline
მწარმოებელი
Sanofi India Limited, ინდოეთი
იმპორტიორი საქართველოში
Sanofi
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Pentoxifylline. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

ათქ კლასიფიკაციის კოდი
C04AD03

02

შემადგენლობა

გახანგრძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
პენტოქსიფილინი...................................................400 მგ

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

სისხლძარღვთა გამაფართოვებელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტრენტალი წარმოადგენს მეთილქსანტინის წარმოებულს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირებასთან და ცამფ-ის დაგროვებასთან სისხლძარღვთა გლუვი კუნთების, სისხლის ფორმიანი ელემენტების და ორგანიზმის სხვა ქსოვილების უჯრედებში.
ტრენტალი თრგუნავს თრომბოციტებისა და ერითროციტების აგრეგაციას, აუმჯობესებს მათ ელასტიურ თვისებებს, აქვეითებს პლაზმაში ფიბრინოგენის მომატებულ კონცენტრაციას და აძლიერებს ფიბრინოლიზს, რაც იწვევს სისხლის სიბლანტის შემცირებას და მისი რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას. ამასთან ერთად, პრეპარატს გააჩნია სუსტი მიოტროპული სისხლძარღვთა გამაფართოვებელი მოქმედება, რითაც ამცირებს მათ პერიფერიულ წინააღმდეგობას და გააჩნია დადებითი ინოტროპული ეფექტი. მისი გამოყენებისას უმჯობესდება მიკროცირკულაცია და ქსოვილთა მომარაგება ჟანგბადით, უპირატესად – ცნს-სა და ქვემო კიდურებში, ნაკლებად – თირკმელებში. პრეპარატი უმნიშვნელოდ აფართოვებს კორონარულ სისხლძარღვებს.

05

ფარმაკოკინეტიკა

ტრენტალი მთლიანად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელიტრაქტიდან. მისი გამონთავისუფლება ხორციელდება ნელა, 10-12 საათის განმავლობაში. პრეპარატის სტაბილური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 12 საათის შემდეგ.
ტრენტალის პირველადი მეტაბოლიზმი (“პირველი გავლის” ეფექტი) წარმოებს ღვიძლში. უცვლელი ნივთიერების ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 19%-ს. ძირითადი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი 1-(5-ჰიდროქსილჰექსილ)-3.7-დიმეთილქსანტინი (მეტაბოლიტი 1) პლაზმაში იდენტიფიცირდება უცვლელი ნივთიერების კონცენტრაციაზე 2-ჯერ მეტი რაოდენობით და მასთან იმყოფება შექცევადი ბიოქიმიური წონასწორობის მდგომარეობაში. ამის გამო პენტოქსიფილინი და მისი მეტაბოლიტი განიხილება როგორც ერთი მთლიანი, რის გამოც შეიძლება ჩაითვალოს, რომ აქტიური ნივთიერების ბიოშეღწევადობა არსებითად უფრო მაღალია.
ტრენტალის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.6 სთ-ს.
ტრენტალი მთლიანად მეტაბოლიზდება და 90%-ზე მეტი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით არაკონიუგირებულ, წყალში ხსნადი პოლარული მეტაბოლიტების სახით. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით მეტაბოლიტების ექსკრეცია დაქვეითებულია. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება და მატულობს მისი ბიოშეღწევადობა.

06

ჩვენებები

  • ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია;
  • იშემიური ცერებრალური ინსულტი;
  • დისცირკულატორული ენცეფალოპათია;
  • ათეროსკლეროზით, შაქრიანი დიაბეტით, ანთებით გამოწვეული პერიფერიული სისხლმიმოქცევის მხრივ დარღვევები;
  • არტერიების, ვენების დაზიანებით გამოწვეული ქსოვილთა ტროფიკული მოშლილობები; მაობლიტირებელი ენდარტერიტი;
  • ანგიონეიროპათიები (რეინოს დაავადება);
  • თვალის სისხლმიმოქცევის დარღვევა;
  • შიგნითა ყურის სისხლმიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული სიყრუე.
07

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ინიშნება 400 მგ 2-3-ჯერ დღეში.

08

გვერდითი მოვლენები

  • გულისრევა, ღებინება, დიარეა.
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კანზე ალერგიული გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება. იშვიათად _ სისხლდენა კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან.
09

უკუჩვენებები

  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
  • მასიური სისხლდენა;
  • სისხლჩაქცევა თავის ტვინში;
  • თვალის ბადურაში მასიური სისხლჩაქცევა;
  • პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • ორსულობის პერიოდი.
10

ორსულობა და ლაქტაცია

წინააღმდეგნაჩვენებია.

11

განსაკუთრებული მითითებები

ტრენტალი სიფრთხილით ინიშნება ცერებრალური და კორონარული სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში არტერიული ჰიპერტონიითა და გულის რითმის დარღვევით, ვინაიდან პრეპარატმა ამ დროს შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტონია, სტენოკარდიის და არითმიის შეტევები.
სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას წყლულოვანი ანამნეზის მქონე პაციენტებში და ოპერაციის შემდგომი სისხლდენის მოსალოდნელი საშიშროების გამო.
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დანიშვნამდე საჭიროა სისხლმიმოქცევის კომპენსირება.
ლაბილური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში დოზას თანდათანობით ზრდიან.

12

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: გულისრევა, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, წნევის დაქვეითება, შემდგომში – ტემპერატურის მომატება, აგზნება, ცნობიერების დარღვევა, არეფლექსია, კლონურ-ტონური კრუნჩხვები და ღებინება ყავის ნალექის მაგვარი მასით.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, სიმპტომური თერაპია.

13

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ტრენტალი იწვევს ჰეპარინის, ფიბრინოლიზური პრეპარატების, ანტიჰიპერტენზული, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების პოტენცირებას (ინსულინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების).

14

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

15

ვარგისობის ვადა

5 წელი.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.