მონოგრაფია Nº 02872 Rx · რეცეპტით
სუპრასტინი®
SUPRASTIN®
2% 1მლ ამპულა #5
დან12.31 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ქლოროპირამინი (Chloropyramine hydrochloride)
- მწარმოებელი
- სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პირველი თაობის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
2% · 1მლ · №5
-
ავერსი
სუპრასტინი 2% 1მლ #5ა
2.77 ₾ / ც. × 5
ყიდვა ↗13.86 ₾
20მგ/1მლ · 1მლ · №5
-
GPC ყველაზე იაფი
სუპრასტინი ხსნარი საინექციო 20მგ/1მლ ამპულა #5
2.46 ₾ / ც. × 5
ყიდვა ↗12.31 ₾
14.48 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
სუპრასტინი ხსნარი საინექციო 20მგ/1მლ ამპულა #5
2.46 ₾ / ც. × 5
ყიდვა ↗12.31 ₾
14.48 ₾
20მგ/მლ · 1მლ · №5
-
PSP
სუპრასტინი - Suprastin 20მგ/1მლ. 5 ამპულა
2.79 ₾ / ც. × 5
ყიდვა ↗13.94 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ქლოროპირამინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ალერგოსანი ტაბლეტები
ALLERGOSAN tablets
25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20
სუპრასტინი® ტაბლეტები
SUPRASTIN®
25მგ ტაბლეტი #20
ალერგოსანი
1% კრემი №1 18გრ
ალერგოსანი 1% კრემი
ALLERGOSAN 1% cream
1% 18გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში
ალერგოსანი 1% მალამო
ALLERGOSAN 1% ointment
1% 18გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბში
სუპრაბათი
Suprabat
2% 1 მლ ამპულა №5
სუპრაბათი
Suprabat
ტაბლეტი 25 მგ №20
ინსტრუქცია
შემადგენლობა
სუპრასტინი® საინექციო ხსნარი
შემადგენლობა: ყოველი 1 მლ ამპულა შეიცავს ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის 20 მგ-ს. ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის გარდა საინექციო ხსნარი შეიცავს საინექციო წყალს.
ხსნარი კუნთებში ინექციისათვის. მწვავე, მძიმე შემთხვევებში შეიძლება ვენაში შეყვანა.
ჩვენებები
- ალერგიული დაავადებები, მაგალითად: სეზონური ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი, ჭინჭრის ციება, დერმოგრაფიზმი, კონტაქტური დერმატიტი, საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგია, ალერგია მწერის ნაკბენზე, კანის ქავილი.
- სისტემური ანაფილაქსიური რეაქციისა და ანგიონევროზული შეშუპების ადიუვანტური თერაპია.
- პრეპარატის დანიშვნის დროს საჭიროა მისი სედატიური გვერდითი ეფექტის გათვალისწინება.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში:
რეკომენდირებული დღიური დოზაა 1-2 ამპულა კუნთებში.
ბავშვებში:
რეკომენდირებული საწყისი დოზა: 1-12 თვის ასაკში: ¼ ამპულა კუნთში; 1-6 წლის ასაკში: ½ -1 ამპულა კუნთებში.
დოზის მომატება შეიძლება სიფრთხილით პაციენტის რეაქციისა და გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით, თუმცა, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ/კგ სხეულის წონაზე. ანაფილაქსიური შოკის ან მწვავე, მძიმე ალერგიული რეაქციის დროს რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება ფრთხილი, ნელი ინექციით ვენაში, შემდეგ კი _ ინექციების გაგრძელება კუნთებში ან პრეპარატის პერორალური მიღება.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:
ხანდაზმული და დასუსტებული ავადმყოფები:
სუპრასტინის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგან ამ პაციენტებში ანტიჰისტამინური პრეპარატები ხშირად იწვევს გვერდით ეფექტებს (თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება პრეპარატის აქტიური კომპონენტის მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო ღვიძლის დაავადებების დროს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების რეჟიმის შეცვლა და დოზის შემცირება იმის გამო, რომ აქტიური კომპონენტი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.
გვერდითი მოვლენები
სუპრასტინის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ცენტრალური ნერვული სისტემა: სედატიური ეფექტი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ატაქსია, ნერვული აგზნება, ტრემორი, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ეიფორია, ენცეფალოპათია, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ეპიგასტრიუმში არასასიამოვნო შეგრძნებები, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ფაღარათი, მადის დაკარგვა ან მომატება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
კანი და შემაერთებელი ქსოვილი: სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სისხლმბადი სისტემა: იშვიათად ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, სისხლის სისტემის სხვა დარღვევები.
სხვა: დიზურია, შარდის შეკავება, მიოპათია, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომის შეტევა, ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ;
ასთმის მწვავე შეტევა;
არ გამოიყენება დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში;
ორსულებსა და მეძუძურ დედებში.
ორსულობა და ლაქტაცია
ა) პრეკლინიკური გამოკვლევები
პრეკლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს.
ბ) გამოკვლევები ადამიანებში
არ არის ჩატარებული ორსულ ქალებში ადექვატური, სათანადოდ კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის გამოყენების შესახებ. თუმცა, აღწერილია შემაერთებელი ქსოვილის განვითარება იმ ახალშობილების თვალის ბროლის უკან, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს ორსულობის ბოლო ორი კვირის მანძილზე. შესაბამისად, სუპრასტინის მიღება ორსულობის დროს, განსაკუთრებით, პირველი ტრიმესტრისა და ბოლო თვის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ რისკისა და სასარგებლო ეფექტის საგულდაგულო ანალიზის შემდეგ.
ძუძუთი კვების დროს სუპრასტინის გამოყენების ადექვატური, კარგად კონტროლირებადი კვლევების მონაცემთა უქონლობის გამო, მისი დანიშვნა არ შეიძლება მეძუძური დედებისათვის.
განსაკუთრებული მითითებები
სუპრასტინის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
ანტიქოლინერგული და სედატიური ეფექტების არსებობის გამო სუპრასტინის დანიშვნა ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევეის, გულ-სისხლძრაღვოვანი პათოლოგიების, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს საჭიროებს სიფრთხილეს.
სუპრასტინს, ოტოტოქსიურ პრეპარატებთან კომბინაციაში, შეუძლია შენიღბოს ოტოტოქსიურობის ადრეული ნიშნები.
ანტიჰისატამინური პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სისხლწარმოქმნის დარღვევა (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია). პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას დაუდგენელი წარმოშობის ცხელების, ლარინგიტის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულების, სიყვითლის, სიფერმკრთალის, სისხლჩაქცევის, უჩვეულო ან ძნელად შესაჩერებელი სისხლდენების განვითარებისას, საჭიროა სისხლის ფორმიანი ელემენტების განსაზღვრა და სისხლწარმოქმნის დარღვევის გამოვლენისას პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სუპრასტინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში.
ალკოჰოლს შეუძლია გააძლიეროს ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისიტემაზე, რის გამოც სუპრასტინით მკურნალობის კურსის განმავლობაში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავის შეკავება.
ტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვა
პრეპარატს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა, ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა. ამიტომ საწყის პერიოდში, რომლის ხანგრძლიობა ისაზღვრება ინდივიდუალურად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან. ამის შემდეგ შეზღუდვის დონე ან ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის აკრძალვა ექიმმა უნდა განსაზღვროს ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად.
ჭარბი დოზირება
ანტიჰისტამინური პრეპარატების წინასწარგანზრახულმა ან შემთხვევითმა გადაჭარბებულმა დოზირებამ, განსაკუთრებით ახალშობილებსა ან ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი. სუპრასტინის გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში ვითარდება ატროპინით მოწამვლის მსგავსი სიმპტომები და ნიშნები: ჰალუცინაციები, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ათეტოზი, კრუნჩხვები. მცირე ასაკის ბავშვებში ჭარბობს აგზნება. ზოგჯერ ვლინდება პირის სიმშრალე, ფიქსირებული გადიდებული გუგები, სახის სიწითლე, სინუსური ტაქიკარდია, შარდის შეკავება, ცხელება. მოზრდილებს ცხელება და სახის სიწითლე აღენიშნებათ არამუდმივად, ხოლო აგზნების პერიოდს მოსდევს კრუნჩხვები და კრუნჩხვის შემდგომი დეპრესია. საბოლოოდ, ვითარდება კომა და კარდიორესპირატორული უკმარისობა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს პაციენტის სიკვდილამდე 2-18 საათის განმავლობაში. რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვითი მაჩვენებლების მონიტორება, ასევე, სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებენ და ახანგრძლივებენ სუპრასტინის ანტიქოლინერგულ ეფექტებს.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა სუპრასტინის სხვა სედატიურ საშუალებებთან, ტრანკვილიზატორებთან, სედატიურ ანალგეტიკებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ატროპინთან, მუსკარინერგულ პარასიმპათოლიზურ პრეპარატებთან ერთდროული მიღების დროს. სუპრასტინს და ნებისმიერს ამ პრეპარატთაგანს შეუძლიათ ერთმანეთის ეფექტის გაძლიერება.
ალკოჰოლი აძლიერებს სუპრასტინის დამთრგუნველ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რის გამოც ამ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა ალკოჰოლური სასმელებისგან თავის შეკავება.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°-25oC., ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა 5 წელი; ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (რეცეპტით)
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.