8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02854 Rx · რეცეპტით

სტრეპტომიცინი

Streptomycin

1.0 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

დან1.25 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
სტრეპტომიცინი, 1.0 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1
მოქმედი ნივთიერება
სტრეპტომიცინი სულფატი (Streptomycin)
მწარმოებელი
ბიოპოლუსი, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სისტემური გამოყენების
იმპორტიორი საქართველოში
ბიოპოლუსი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

1გ · 1გრ

  • PSP ყველაზე იაფი

    სტრეპტომიცინი - Streptomycin 1გ ფლაკონი 1ცალი

  • PSP ყველაზე იაფი

    სტრეპტომიცინის სულფატი - Streptomycin Sulfate 1გ 1 ფლაკონი

1000მგ

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    სტრეპტომიცინის სულფატი ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ ფლაკონი #1

  • GPC ყველაზე იაფი

    სტრეპტომიცინის სულფატი ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ ფლაკონი #1

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ფლაკონი შეიცავს სტრეპტომიცინის სულფატს, 1.0 გ სტრეპტომიცინზე გადაანგარიშებით

შეფუთვა
1.0 გ საინიექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში, მოხუფული რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩითა და პლასტმასის თავსახურით.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

სტრეპტომიცინი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია. პრეპარატს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი ახასიათებს. სტრეპტომიცინის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მისი უნარით, მიკრობის უჯრედში დაუკავშირდეს რიბოსომების 30შ სუბერთეულს, რაც ბლოკავს ცილის სინთეზს და არღვევს ბაქტერიის უჯრედული მემბრანის მთლიანობას.
პრეპარატი აქტიურია Mycobacterium tuberculosis- ის მიმართ, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების _ Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Yersinia spp., Haemophilus influenzae, Klebsiella spp. (в т.ч. Klebsiella pneumoniae), Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Yersinia pestis, Francisella tularensis, Brucella spp. მიმართ.
სტრეპტომიცინის მიმართ მგრძნობიარეა Staphylococcus spp., Corynebacterium diphtheriae.
იგი ნაკლებად აქტიურია Streptococcus spp.- ს (მათ შორის, Streptococcus pneumoniae), Enterobacter spp.- ს მიმართ.
პრეპარატი არ არის აქტიური ანაერობული ბაქტერიების მიმართ: Spirochaetaceae, Rickettsia spp., Proteus spp., Pseudomonas aeruginosa

03

ფარმაკოკინეტიკა

კუნთში შეყვანისას სტრეპტომიცინი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება ინიექციის ადგილიდან. იგი ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში. პრეპარატის 0–11% უკავშირდება პლაზმის ცილებს. არ მეტაბოლიზდება. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) არის 2_4 სთ. პრეპარატი უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმლებით. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას გამოყოფა შენელებულია.

04

ჩვენებები

ფილტვებისა და სხვა ორგანოების პირველადი ტუბერკულოზი, ვენერიული გრანულემა, ტულარემია, ბრუცელოზი, შავი ჭირი, ბაქტერიული ენდოკარდიტი (სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში), ნაწლავური ინფექციები, შარდგამომყოფი გზების ინფექციები (გამომწვევის მგრძნობელობის დადგენის შემდეგ).

05

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი შეჰყავთ კუნთში.
მოზრდილებში ერთჯერადი დოზაა 0.5_1 გ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 2.0 გ. პაციენტებში 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით ან 60 წლის ასაკის ზემოთ სადღეღამისო დოზა შეადგენს 750 მგ-ს.
ბავშვებსა და მოზარდებში სადღეღამისო დოზაა 15_20 მგ/კგ სხეულის მასაზე. 13 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 500 მგ-ს, მოზარდებში _ 1 გ-ს.
ტუბერკულოზის მკურნალობისას სადღეღამისო დოზა შეჰყავთ ერთჯერადად; პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში შესაძლებელია სადღეღამისო დოზის 2 შეყვანაზე გაყოფა. მკურნალობის ხანგრძლივობაა 3 თვე და მეტი.
არატუბერკულოზური ეტიოლოგიის ინფექციების დროს პრეპარატი შეჰყავთ 3_4-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობაა 7_10 დღე.
ჰიპერტონული დაავადების და გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში პრეპარატის საწყისი სადღეღამისო დოზაა 250 მგ, კარგი ამტანობისას დოზას ზრდიან.
თირკმლის უკმარისობის დროს საჭიროა დოზის კორექცია.

06

გვერდითი მოვლენები

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა (ალბუმინურია, ჰემატურია).
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუხვევა, ძილიანობა, პერიფერიული ნევრიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, იშვიათად _ ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა (სუნთქვის შეჩერება).
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ოტოტოქსიკურობა – ყურებში შუილი ან დაგუბების შეგრძნება, სმენის დაქვეითება, სიყრუე; ვესტიბულური (მოძრაობის დისკოორდინაცია და სხვა) დარღვევები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება

07

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სტრეპტომიცინის მიმართ, მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, მიასთენია, ქალა-ტვინის VIII წყვილი ნერვების დაზიანება, გულისა და თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმები, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში სტრეპტომიცინის გამოყენება უკუნაჩვენებია.

09

განსაკუთრებული მითითებები

სტრეპტომიცინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა თირკმლის, სმენისა და ვესტიბულური აპარატების ფუნქციის კონტროლი.
ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის დარღვევისას საჭიროა სადღეღამისო დოზის შემცირება.

10

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა (სუნთქვის შეჩერება).
მკურნალობა: ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის მოსახსნელად და მისი შედეგების კორექციისათვის მიზანშეწონილია ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება; ანტიქოლინესთერაზული საშუალებებისა და კალციუმის მარილების დანიშვნა, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის, სხვა სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სტრეპტომიცინისა და ამინოგლიკოზიდების, პოლიმიქსინების, კაპრეომიცინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ოტო- და ნეფროტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი.
სტრეპტომიცინისა და საინჰალაციო სანარკოზე პრეპარატების, ოპოიდური ანალგეზიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გაძლიერება.

12

შენახვის პირობები

ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.