მონოგრაფია Nº 04990 ურეცეპტო
სტიმოლი
Stimol
10მლ სუსპენზია პაკეტი #18
- მოქმედი ნივთიერება
- Citrulline malate
- მწარმოებელი
- ბიოკოდექსი, საფრანგეთი
- იმპორტიორი საქართველოში
- ბიოკოდექსი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Citrulline malate. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ერთი პაკეტი შეიცავს ციტრულინის მალატის 1.0გ.
დამხმარე ნივთიერება: ფორთოხლის სანგრიის ნატურალური ხსნარი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის კონცენტრირებული ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა: ხსნარი პერორალური მიღებისათვის.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები.
ამინომჟავები და მათი წარმოებულები. ციტრულინი.
ფარმაკოლოგიური თვისება: სტიმოლი ახდენს ლაქტატისა და ამიაკის უტილიზაციას. უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით, გადაჰყავს რა უჯრედი უფრო მაღალ ენერგეტიკულ საფეხურზე.
ჩვენებები
ფუნქციონალური ასთენიის სიმპტომური მკურნალობა:
- ფიზიკური ასთენია;
- ფსიქიკური ასთენია;
- პოსტინფექციური ასთენია;
- პოსტოპერაციული ასთენია;
- ასთენია ხანდაზმულ ასაკში;
- ასთენია ენდოკრინული დაავადებებისას (შაქრიანი დიაბეტის დროს);
- ასთენია სპორტსმენებში (ხსნის ინტენსიური ვარჯიშით გამოწვეულ კუნთის დაღლილობას);
- ასთენოვეგეტატიური სინდრომი ვეგეტოსისხლძარღვოვანი ასთენიის ჰიპოტონური ტიპის დროს;
- ალკოჰოლურ-აბსტინენციური სინდრომი;
- სექსუალური ასთენია.
გამოიყენება ასთენიის შემდეგი სიმპტომების დროს: საერთო სისუსტე, ემოციური ლაბილობა, ქრონიკული დაღლილობა, დაბალი შრომისუნარიანობა, ძილიანობა. რეკომენდებულია კუნთების ტკივილის და კრუნჩხვის დროს, რომელიც გამოწვეულია ლაქტატის დაგროვებით ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. პრეპარატი რეკომენდებულია აგრეთვე რეკონვალესცენციის პერიოდში, როცა ვითარდება ასთენოვეგეტატიური სინდრომი.
უკუჩვენებები
პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობა. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. 6 წლამდე ასაკი. პრეპარატის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში.
უსაფრთხოების ზომები:
ერთი პაკეტი შეიცავს დაახლოებით 30გ (1,3 მმოლ) ნატრიუმს ხსნარის პH-ის 3,3-მდე შესანარჩუნებლად. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას უმარილო დიეტაზე მყოფი პაციენტებისათვის. ეჭვის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
არ არის გამოვლენილი.
მიღების წესი და დოზირება
ბავშვები 6 წლიდან: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
მოზრდილები: 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში.
რეკომენდებულია მიღება 4 კვირის განმავლობაში.
მიიღება საკვებთან ერთად. პაკეტის შიგთავსი იხსნება 100 მლ წყალსა ან წვენში.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, რომელიც არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას. არასასურველი რეაქციის გამოვლენის დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ვარგისობის ვადა
3 წელი
კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (+15-25°ჩ) ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.