8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02832 ურეცეპტო

ქაფურის სპირტი

Spiritus Camphoratus

10% 40 მლ გარეგანი გამოყენების სპირტხსნარი მინის ფლაკონიN1

დან1.40 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ქაფურის სპირტი, 10% 40 მლ გარეგანი გამოყენების სპირტხსნარი მინის ფლაკონიN1
მოქმედი ნივთიერება
ქაფური (Camphorae)
მწარმოებელი
Moscow pharmaceutical factory, რუსეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტისეპტიკური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
ჯი აი იმპექსი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

2% · 40მლ

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ქაფურის სპირტ ხსნარი 2% 40მლ ფლაკონი #1

  • GPC ყველაზე იაფი

    ქაფურის სპირტ ხსნარი 2% 40მლ ფლაკონი #1

10% · 40მლ

  • GPC ყველაზე იაფი

    ქაფურის სპირტ ხსნარი 10% 40მლ ფლაკონი #1

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ქაფურის სპირტ ხსნარი 10% 40მლ ფლაკონი #1

  • PSP ყველაზე იაფი

    ქაფურის სპირტი 10% 40 მლ

  • PSP

    ქაფურის სპირტი 10% 40მლ

  • PSP

    ქაფურის სპირტი - Spiritus Camphoratus 10% 40მლ

10% · 50მლ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ქაფური. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა 100 მლ:

მოქმედი ნივთიერება: ქაფური 2 გ. ან 10 გ.

დამხმარე ნივთიერება: ეთანოლი (ეთილის სპირტი) 70% 100 მლ-მდე

02

ზოგადი დახასიათება

გამჭირვალე, უფერო სითხე კამფორის დამახასიათებელი სუნით.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბუნებრივი წარმოშობის სამკურნალო საშუალება, ახდენს ადგილობრივ საანესთეზიო, ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეტიკურ მოქმედებას. ახდენს მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოვებების აგზნებას, რეფლექტორულად აუმჯობესებს ქსოვილების და ორგანოების ტროფიკას.

04

ფარმაკოკინეტიკა

კანის ზედაპირზე წასმისას ნაწილობრივ შეიწოვება, განიცდის დაჟანგვას. დაჟანგვის პროდუქტები უერთდება გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა თირკმელებით. კამფორის ნაწილი შეუცვლელი სახით გამოიყოფა ფილტვებით და ნაღველით.

05

ჩვენებები

მიალგია, მიოზიტი, ართრალგია, იშიაზი, ნაწოლების განვითარების პროფილაქტიკა.

06

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისადმი, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, ან დასატან ადგილებზე კანის ანთებითი დაავადებები (მათ შორის დერმატიტი, ეგზემა), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (მონაცემების არარსებობის გამო).

07

მიღების წესი და დოზირება

გარეგანი გამოყენებისათვის. მიალგია, მიოზიტი, ართრალგია, იშიაზი: დაიტანება კანზე, დაზიანებულ ადგილზე 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს.

ნაწოლების განვითარების პროფილაქტიკა: კანის საფარის დამუშავება დღეში 2-3 ჯერ.

08

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება), კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა.

09

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: აგზნებულობა, ტაქიკარდია, კრუნჩხვები.

მკურნალობა: სიმპტომური.

10

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას 15 – 25 c ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის დავა:

3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

11

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:

დსს “მოსკოვის ფარმაცევტული ფაბრიკა”

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.