მონოგრაფია Nº 02797 ურეცეპტო
იოდის 5% სპირტიანი ხსნარი
Solutio Iodi spirituosa 5%
5% 10მლ ხსნარი ფლაკონი #1
- მოქმედი ნივთიერება
- იოდი (Iodine)
- მწარმოებელი
- ნეოფარმი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტისეპტიკური საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- ნეოფარმი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: იოდი. ჯერ ყველაზე იაფი.
იოდის სპირტხსნარი 5%
Sol. IODI spirituosa 5%
5% სპირტხსნარი 10მლ ფლაკონი #1
იოსეპტი
5% ხსნარი 1 ფლაკონი №1 10 მლ
იოდის სპირტ
5% ხსნარი ფლაკონი მინის №1 10მლ
ლუგოლის RFF
10მგ/1გრ ხსნარი ორალური ფლაკონი №1 25გრ
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება იოდი - 5გ.
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის იოდიდი 2გ, ეთილის სპირტი 95% და გამოხდილი წყალი თანაბარი რაოდენობით -100მლ ხსნარის მიღებამდე.
აღწერა: გამჭვირვალე, მურა-წითელი ფერის სითხე, დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
იოდი გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული საშუალება ქსოვილებისა და ლორწოვანი გარსების ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. აღნიშნული ფარმაკოლოგიური მოქმედება ემყარება ცილების კოაგულაცის შედეგად იოდამინების წარმოქმნის უნარს. როგორც ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალება, იოდი გამოიყენება მიოზიტებისა და ნევრალგიების სამკურნალოდ. შიგნით მიღებისას იოდი აქტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. განსაკუთრებით გამოხატულია მისი ზემოქმედება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.Oიოდი მოქმედებს ცილოვან და ლიპიდურ ცვლაზეც, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
ფარმაკოკინეტიკა
იოდი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით (ძირითადად), ნაწლავებით, სარძევე და საოფლე ჯირკვლებით
ჩვენებები
გარეგანად:
- ჭრილობების, მიკროტრავმების, დაჟეჟილობებისას;
- საოპერაციო არის დასამუშავებლად;
- მიოზიტებისა და ნევრალგიებისას;
- ანთებითი ინფილტრატებისას;
- ოზენას დროს.
შიგნით მისაღებად:
- ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის;
- სიფილისის დროს (მესამეული);
- ჰიპერთირეოზის, ენდემური ჩიყვისას;
- ვერცხლიწყლითა და ტყვიით მოწამვლის დროს.
მიღების წესი და დოზირება
გარეგანად.
გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური და ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალება კანის დაზიანებულ ან მტკივნეულ უბნებზე წასასმელად.
პერორალურად.
იოდის სპირტიან ხსნარს ღებულობენ ჭამის შემდეგ რძესთან ერთად!
ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 1-10 წვეთი 1-2-ჯერ დღეში 30 დღის განმავლობაში (კურსის გამეორება საჭიროა წელიწადში 2-3-ჯერ).
ათეროსკლეროზის მკურნალობის მიზნით _ 10-12 წვეთი 3-ჯერ დღეში, სიფილისის დროს - 5-50 წვეთი 2-3ჯერ დღეში.
შიგნით მიღებისას მოზრდილთათვის უმაღლესი ერთჯერადი დოზა - 20 წვეთი, უმაღლესი სადღეღამისო დოზა – 60 წვეთი.
ბავშვებისთვის - 3-5-წვეთი 2-3-ჯერ დღეში. 5 წლამდე ბავშვებს არ ენიშნებათ.E
გვერდითი მოვლენები
იოდიზმი (სურდო, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, სალივაცია, ცრემლდენა და სხვ.).
უკუჩვენებები
ინდივიდუალური აუტანლობა იოდის მიმართ.
შიგნით მიღებისას - ფილტვის ტუბერკულოზი, ნეფრიტი, ფურუნკულოზი, აკნე, ჭინჭრის ციება, ქრონიკული პიოდერმია, ჰემორაგიული დიათეზი, ორსულობა, ბავშვთა ასაკი 5 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის პერორალური მიღება უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
იოდის ორთქლის შესუნთქვისას აღინიშნება ზედა სასუნთქი სისტემის დაზიანება (წვა, ლარინგობრონქოსპაზმი), იოდის კონცენტრული ხსნარის შიგნით მოხვედრისას ვითარდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მძიმე დამწვრობა, ჰემოლიზი, ლეტალური დოზა შეადგენს 3.0გ.
მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა 0,5% ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარით, პარენტერალურად შეყავთ 30% ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარი 300მლ-მდე.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: იოდი ფარმაცევტულად შეუთავსებელია ეთერზეთებთან, ამიაკის ხსნართან, თეთრ დანალექ ვერცხლისწყალთან (წარმოიქმნება ფეთქებადი ნარევი).
იოდი ამცირებს ლითიუმის პრეპარატების ჰიპოთირეოიდულ და სტრუმოგენულ მოქმედებას.
შენახვის პირობები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი – აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.