8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04956 ურეცეპტო

სლეზოლ ფორტე

Slezol Forte

(1მგ+3მგ)/1მლ 15მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი №1

დან24.04 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
სლეზოლ ფორტე, (1მგ+3მგ)/1მლ 15მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი №1
მოქმედი ნივთიერება
Dextran Hypromellose
მწარმოებელი
World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოფთალმოლოგია
იმპორტიორი საქართველოში
WM-Ophthalmics
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

15მლ

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    სლეზოლ ფორტე წვეთები თვალის 15მლ ფლაკონი #1

    24.04 ₾

    28.28 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC ყველაზე იაფი

    სლეზოლ ფორტე წვეთები თვალის 15მლ ფლაკონი #1

    24.04 ₾

    28.28 ₾

    ყიდვა ↗

15მლ · 15მლ

  • PSP ყველაზე იაფი

    სლეზოლ ფორტე თვალის წვეთი 15მლ. ფლაკონი

  • ავერსი

    სლეზოლ ფორტე 15მლ.თვ.წვეთები

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Dextran + Hypromellose. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: დექსტრანი 70 - 1მგ, ჰიპრომელოზა - 3მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01XA20

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

სლეზოლ ფორტე - ოფთალმოლოგიური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. ჰიპრომელოზა წარმოადგენს რქოვანას ეპითელიუმის პროტექტორს, ახდენს დამატენიანებელ და დამამშვიდებელ მოქმედებას, გააჩნია მაღალი წებოვნება, რაც ზრდის ხსნარის კონტაქტის ხანგრძლივობას რქოვანასთან. ხსნარის გარდატეხის მაჩვენებელი ბუნებრივი ცრემლის ანალოგიურია. ხელს უწყობს ცრემლის აპკის ოპტიკური მახასიათებლების აღდგენას, სტაბილურობას და წარმოქმნას. სლეზოლ ფორტე შეიცავს დექსტრანს, რომელიც ბუნებრივ ცრემლთან ერთად ზრდის ცრემლის აპკის სტაბილურობას. პრეპარატი ავსებს ცრემლის დეფიციტს და აუმჯობესებს რქოვანას დატენიანებას.

04

ჩვენებები

  • `მშრალი თვალის” სინდრომი;
  • რქოვანის სინდრომის შემსუბუქება (მათ შორის დისკომფორტი, წვა, უცხო სხეულის შეგრძნება).
05

მიღების წესი და დოზირება

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.

პრეპარატს აწვეთებენ 1-2 წვეთს დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში საჭიროების მიხედვით. მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

საწვეთურის წვერით თვალთან და ქუთუთოსთან შეხება არ შეიძლება.

06

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
07

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად ( ≥ 1/100 - < 1/10), იშვიათად ( ≥ 1/1000 - < 1/100), სიხშირე უცნობია. თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები მოცემულია მათი სიმწვავის ხარისხის კლების მიხედვით.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - არამკვეთრი მხედველობა; ხშირად - თვალების სიმშრალე, ქუთუთოს მხრივ დარღვევა, თვალის ანომალიური მგრძნობელობა, უცხო სხეულისა და დისკომფორტის შეგრძნება თვალებში; იშვიათად - სინათლის შიში, თვალების ჰიპესთეზია და ქავილი, თვალების გაღიზიანება და ჰიპერემია; სიხშირე უცნობია - ქუთუთოების სიწითლე, თვალების შეშუპება, თვალის ტკივილი, გამონადენი თვალიდან, ქუთუთოს ნაპირებზე ფუფხების წარმოქმნა, მომატებული ცრემლდენა.

ზოგადი და შეყვანის ადგილას დარღვევები: იშვიათად - დისკომფორტის შეგრძნება.

08

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. პაციენტები, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის ჩაწვეთებამდე საჭიროა მოიხსნან ლინზები და ხელახლა ჩაისვან პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.

ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი ნიშნების გამოვლენისას, საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

ინსტილაციისთანავე შესაძლებელია არამკვეთრი მხედველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის მართვის, ან მექანიზმებთან მუშაობის გაძნელება. რეკომენდებულია მუშაობის დაწყება ინსტილაციიდან 15 წუთის შემდეგ.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მონაცემები არ არის.

09

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებში და მეძუძურ დედებში ადექვატური და კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 10-15 წუთი.

11

ჭარბი დოზირება

პრეპარატ სლეზოლ ფორტეს დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

12

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

თვალის წვეთები გამოდის 15 მლ პლასტიკურ ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით.

ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

13

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

14

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

15

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტების ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.