8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02760 ურეცეპტო

სკინ-კაპი

SKIN-CAP

შამპუნი 150 მლ

სკინ-კაპი, შამპუნი 150 მლ
მოქმედი ნივთიერება
Zinc pyrithionate
მწარმოებელი
Cheminova Internacional, ესპანეთი
იმპორტიორი საქართველოში
პანაცეა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Zinc pyrithionate. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

თუთიის პირიტიონატი…..1%

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

შამპუნის აქტიური ნივთიერება - აქტივირებული თუთიის პირიტიონატი, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა. მაღალი აქტივობა გააჩნია პრეპარატს Pytyrosporum ovale და PPytyrosporum orbiculare- ეს მიმართ, რომლებიც იწვევენ ანთებას და აქერცვლას ფსორიაზის და სებორეის დროს. შამპუნის სპეციალური შემადგენლობა, რომელიც შეიცავს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, აძლიერებს თუთიის პირიტიონატის ანტიმიკრობულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას; ქმნის მძლავრ გარემოს,თავის კანის ქერქოვან შრეში, ჩვეულებრივი საპროფიტული ფლორის წინააღმდეგ: ეხმარება წვის და ქავილის მოხსნაში. შამპუნში შემავალი აქტივირებული თუთიის პირიტიონატი თრგუნავს კანის ზედა შრეების პათოლოგიურ ზრდას, ამის გამო ამცირებს ზედმეტ აქერცვლას ფსორიაზის, სებორეის და ქერტლის დროს.

03

ჩვენებები

თავის თმიანი საფარის ნაწილის ფსორიაზი და დერმატიტი. მშრალი და ცხიმოვანი სებორეა, სეროზული ეკზემა,ქავილი,ქერტლი. შამპუნი ზრდის კანის ჰიდრატაციას, ამცირებს მის ცხიმიანობას, იწვევს გამწმენდ მოქმედებას და თმის ფოლიკულების ფუნქციის ნორმალიზაციას.

04

მიღების წესი და დოზირება

გამოყენების წინ ფლაკონი ინტენსიურად უნდა შევანჯღრიეთ. დაასველეთ თმები. შამპუნის მცირე რაოდენობა წაისვით თმაზე და კარგად შეიზილეთ.
ჩამოიბანეთ და წაისვით ისევ. გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. კარგად ჩამოიბანეთ წყლით. გამოიყენეთ 2-3 ჯერ კვირაში 2 კვირის მანძილზე. საჭიროების დროს გაიმეორეთ იგივე დოზებით.
შამპუნის დამარბილებელი მოქმედება გვაძლევს საშუალებას ხშირად დავიბანოთ თავი მგრზნობიარე კანით. არ მოქმედებს თმის ბუნებრივ ფერზე.

05

გვერდითი მოვლენები

შამპუნი კარგად გადაიტანება. იშვითად აღინიშნება ალერგიული რეაქციები, ამ დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.<

06

უკუჩვენებები

შამპუნის ზოგიერთი კომპონენტებისადმი ზედმეტი მგრძნობელობა

07

განსაკუთრებული მითითებები

ავიცილოთ პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსზე

08

შენახვის პირობები

ინახება 4-3oC ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა:5 წელი.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.