8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02746 ურეცეპტო

სინუფორტე ®

SINUFORTE ®

ლიოფილური ექსტრაქტი 8 მლ-ან მინის ფლაკონში; გამხსნელი (საინექციო წყალი 5 მლ); გამფრქვევი-დოზატორი.

სინუფორტე ®, ლიოფილური ექსტრაქტი 8 მლ-ან მინის ფლაკონში; გამხსნელი (საინექციო წყალი 5 მლ); გამფრქვევი-დოზატორი.
მოქმედი ნივთიერება
Extract Cyclamen
მწარმოებელი
ივერიაფარმა, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ყოჩივარდას ლიოფილური ექსტრაქტი; გამხსნელი-საინექციო წყალი.

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ცხვირის დანამატი ღრუების დაავადებათა სამკურნალო საშუალებები.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი მოქმედებს ადგილობრივად ცხვირის ლორწოვან გარსზე და რეფლექსურად აძლიერებს სეკრეციას ცხვირისა და პარანაზალური სინუსების ამომფენი ლორწოვანი გარსებიდან. ცილოვან-ლორწოვანი სითხის ძლიერი რეფლექსური სეკრეცია იწყება პრეპარატის შეყვანიდან რამოდენიმე წუთში, რაც შეიძლება ორი საათის განმავლობაში გაგრძელდეს. ამგვარი გაძლიერებული სეკრეციის შედეგია პარანაზალური სინუსების ინტენსიური ბუნებრივი დრენაჟი (გამორეცხვა), რითაც პრეპარატის მაღალი სამკურნალო ეფექტურობაა განპირობებული. პრეპარატი არ იწვევს გაღიზიანების მნიშვნელოვან ნარჩენ მოვლენებს ცხვირის ლორწოვანში, ადვილად გამოიდევნება ცხვირის ღრუდან, არ შეიწოვება და ზოგადი სისტემური მოქმედება არ ახასიათებს.

04

ჩვენებები

ა) პარანაზალური სინუსების მწვავე ან რეციდივული ანთება - კატარალური ან ჩირქოვანი ჰაიმორიტები, ფრონტიტები, ეთმოიდიტები, სფენოიდიტები ან კომბინირებული სინუსიტები; მწვავე ჩირქოვანი სინუსიტები გენერალიზებული ინფექციის ან ორბიტალურ გართულებათა გამოვლინებებით ( უკანასკნელ შემთხვევაში სინუფორტეს® იყენებენ ანტიბიოტიკოთერა-პიასთან კომბინაციაში);
ბ) შუაყურის მწვავე ექსუდატიური ანთება (ოტიტი) და ქრონიკული ექსუდატიური ოტიტები ( უკანასკნელ შემთხვევაში სინუფორტეთი® მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს მირინგოტომიის შემდეგაც);
გ) მწვავე ან გამწვავებული რინიტები და ალერგიული რინიტები, მათ შორის პოლინოზები. ალერგიული რინიტების შემთხვევაში, სისტემური ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება დასაშვებია სინუფორტეს® ინტრანაზალური შეყვანიდან, არანაკლებ ორი საათის შემდეგ. ამავე დროს, სინუფორტეს® შეყვანამდე 8 -10 საათით ადრე, ავადმყოფმა არ უნდა მიიღოს ანტიალერგიული საშუალებები;
დ) პოსტოპერაციული რეაბილიტაცია ენდოსკოპური ქირურგიული ჩარევების შემდეგ, როგორიცაა ეთმოიდოტომია, ჰაიმოროეთმოიდოტომია, ფრონტოეთმოიდოჰაიმოროტომია. აღნიშნულ შემთხვევებში, სინუფორტეს® ინტრანაზალურ შეყვანას იწყებენ ოპერაციიდან მეორე დღეს, საჰაერო გზების დრენაჟისა და ლორწოვანი გარსების შეშუპების შესამცირებლად. სინუფორტეს® გამოყენების შემთხვევაში, საჭირო აღარ არის ტრადიციული პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ზომები, როგორიცაა: ანემიზაცია, წიაღების გამორეცხვა და ცხვირის ღრუს ტუალეტი.

შენიშვნა: ყველა ზემოხსენებულ შემთხვევებში სინუფორტეს® მიღების წესი და ხანგრძლივობა ერთი და იგივეა.

05

მიღების წესი და დოზირება

1. სინუფორტეს® ფლაკონს მოახრახნეთ სახურავი და ამოაძვრეთ საცობი.
2. საინექციო წყლის ფლაკონს გადაღუნვით მოატეხეთ ზედა ნაწილი.
3. საინექციო წყალი მთლიანად ჩაასხით სინუფორტეს® ფლაკონში.
4. დაახრახნეთ გამფრქვევი-დოზატორი და შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე.
5. გამფრქვევ-დოზატორს მოაცილეთ დამცავი ხუფი.
6. მოახდინეთ 2-3 საცდელი ამოფრქვევა ჰაერში ( მოარიდეთ თვალებს!)
7. შეიყვანეთ გამფრქვევი-დოზატორი ნესტოში, თავი არ დახუროთ ( გააჩერეთ ვერტიკალურად) და მოახდინეთ შესხურება ერთჯერადი დაჭერით (პრეპარატის შესხურებისას არ ჩაისუნთქოთ!)
გამფრქვევ-დოზატორზე ერთი დაჭერა გამოასხურებს პრეპარატის 0.13 მლ ( 2-3 წვეთი), რაც ერთჯერად დოზას შეადგენს. პრეპარატის მზა ხსნარი შეიცავს 35 დოზას.
აღნიშნული წესით შეიყვანეთ აეროზოლი ნესტოში სინუსიტის მხარეს დღეში ერთხელ დღეგამოშვებით, ხოლო ორმხრივი სინუსიტების შემთხვევაში- ორივე ნესტოში.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებულია დღეგამოშვებით, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია აგრეთვე ყოველდღიური გამოყენება.
სამკურნალო ეფექტის მისაღებად საჭიროა 6-8 შესხურება, მაგრამ თავის ტკივილის შემცირება ან სრული გაქრობა უკვე 3-5 შესხურების შემდეგ აღინიშნება.

06

გვერდითი მოვლენები

რეაქციები: სუსტი ზომიერამდე წვის შეგრძნება ცხვირხახაში მცირე ხნით; ცემინება; რეფლექსური ნერწყვდენა; უფრო იშვიათად - ხანმოკლე ცრემლდენა და სახის წამოწითლება; ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს თავის ხანმოკლე ტკივილი შუბლის არეში ან მოვარდისფრო გამონადენი კაპილარული დიაპედეზის გამო. არცერთი აღნიშნული მოვლენა მკურნალობის შეწყვეტას არ მოითხოვს. პრეპარატის უნებლიე მოხვედრამ თვალში შეიძლება ძლიერი გაღიზიანება და მწვავე კონიუნქტივიტი გამოიწვიოს.

07

უკუჩვენებები

კისტოზურ-პოლიპოზური პარანაზალური სინუსიტები; ჰიპერტონული დაავადების დამძიმებული შემთხვევები.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ამ პერიოდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება საკმარისად არ არის შესწავლილი.

09

განსაკუთრებული მითითებები

გამოყენების თავისებურებანი:
გამოყენების დროს მოერიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას!
პრეპარატის შესხურებისას არ ჩაისუნთქოთ!
გამოყენება ბავშვებში :
პრეპარატის გამოყენება 5 წლისა და მეტი ასაკის ბავშვებში ხორციელდება იგივე სქემით, რაც უფროსებში. 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში კლინიკური მონაცემები პრეპარატის ეფექტურობაზე და უსაფრთხოებაზე არასაკმარისია.

10

ჭარბი დოზირება

რეკომენდირებული დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ცხვირ-ხახაში წვის გაძლიერებული შეგრძნება და ტკივილი; პრეპარატის დოზის გაზრდით სამკურნალო ეფექტი არ გაიზრდება.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

დაუშვებელია ცხვირის ღრუში ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებათა ( მათ შორის ანტიჰისტამინური პრეპარატების) და სინუფორტეს® ერთდროული შეყვანა ან საანესთეზიო საშუალებათა წინასწარი შეყვანა; საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია ლორწოვანი გარსის ადგილობრივი შეშუპების საწინააღმდეგო ხსნარების (ადრენალინი, ეფედრინი) ჩაწვეთება; ჩირქოვანი ინფექციით გართულებულ შემთხვევებში დასაშვებია სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია.

12

შენახვის პირობები

კომპლექტი ინახება ბნელ, მშრალ ადგილას; შენახვის ვადა 3 წელი.
მზა ხსნარის შენახვის ვადა 16 დღე, 8-10 o C ტემპერატურაზე, სიბნელეში.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ

14

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

N R-001149 21.09.2009

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.