8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04933 ურეცეპტო

სერუმ ვიტე (ნატუროპათი)

SERUM VITAE (naturopath)

სერუმ ვიტე (ნატუროპათი)
მწარმოებელი
GUNA, იტალია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
GUNA
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

Serum Vitae - კანის უჯრედების მეტაბოლიზმის მარეგულირებელი

ჰომეოპათიური კომპლექსური პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ორგანული პრეპარატების Embryo Totalis Suis da Funiculus Umbilicalis

Suis წყალობით იგი შესამჩნევი ბიორევიტალიზაციური ეფექტით

ხასიათდება; Collagen Suis ასტიმულირებს აუტოლოგიური კოლაგენის

სინთეზს; Coenzyme-ს შეუძლია კანის ფერმენტული აქტივობის აღდგენა.

Serum Vitae-ში შემავალი ჰომეოპათიური კომპონენტები ეპიდერმისის

გავლით კანის ქსოვილებში ხვდება და აქტიურდება ჟანგბადის

იონების მეშვეობით.

დამატებითი ნივთიერების სახით გამოიყენება Labrafil (სიმინდის

ზეთი), რომლის თვისებები უზრუნველყოფს კანის გავლით კომპონენტების

ბიოშეღწევადობას და საუკეთესო ბიოათვისებას.

02

შემადგენლობა

Coenzyme D8, Collagen Suis D12, Embryo Suis D14, Funiculus Suis

D14, Labrafil, პარფიუმი.

03

ჩვენებები

სახის, ყელის, დეკოლტეს, მკერდის (სარძევე ჯირკვლების) კანის

ბიორევიტალიზაცია. გამოიყენება დამატებითი საშუალების სახით

ბიოლიფტინგის კომპლექსურ მეზოთერაპიაში.

04

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ფლაკონი 30 მლ მოცულობის, ფუნჯით. ადგილობრივი გამოყენებისათვის.

Serum Vitae-ს რამოდენიმე წვეთი წაისვით კანის დაზიანებულ

უბანზე და მსუბუქი მასაჟით შეიზილეთ.

სიმინდის ზეთზე (Labrafil) ალერგიის მქონე პირებში შესაძლოა

მსუბუქი გამონაყარი გამოვლინდეს. ასეთ შემთხვევაში კანი გულმოდგინედ

უნდა მოიბანოთ და პრეპარატის გამოყენება შეწყვიტოთ.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.