8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04913 ურეცეპტო

სემედ 200

Semed 200

ტაბლეტი #30

დან48.99 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
სემედ 200, ტაბლეტი #30
მწარმოებელი
InterMED Pharmaceutical Laboratories S.A, საბერძნეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
იმპორტიორი საქართველოში
რიჩ ფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

200მგ · №30

  • PSP

    სემედი - Semed 200მგ 30 ტაბლეტი

    1.63 ₾ / ც. × 30

200მკგ · №30

  • ავერსი

    სემედი 200მკგ #30ტ

    1.63 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

: ერთი ტაბლეტი შეიცავს : სელენის L - მეთიონინი 200 მკგ

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის გლიკოლატი, ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსილპროპილ მეთილცელულოზა, ჰიდროქსილპროპილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, PEG – 6000.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი:

სელენის L -მეთიონინი ორგანული სელენია - ყველაზე მარტივად ათვისებადი ფორმა ორგანიზმისთვის. სელენი შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტია. სელენის მეშვეობით ხდება გლუტათიონპეროქსიდაზას (ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი) სინთეზი. სელენი იცავს DNM - ის სტრუქტურას, ახორციელებს უჯრედების ნორმალური დაყოფის კონტროლს, ასევე ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. სელენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების ნორმალიზაცია. სელენი მეტად მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის. თიროქსინი სელენდამოკიდებულია. მონოდეიოდინაზის მონაწილეობით კონვეგირდება აქტიურ ფორმად- ტრიოდთირონინად. სელენი იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან(მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს გრეივსის დაავადების მქონე პაციენტებში ,ამცირებს ორბიტოპათიის ხარისხს, მნიშვნელოვნად ამცირებს

Anti- TPO- ს დონეს ჰაშიმოტოს დაავადების დროს. სელენი იცავს გულის კუნთს მძიმე მეტალების მავნე ზემოქმედებისაგან, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს, ხელს უწყობს გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგებას, სელენი უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას, ასტიმულირებს ფრჩხილებისა და თმის ზრდას და ანელებს დაბერების პროცესს. სელენი ხასიათდება ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო , ანტი- ათეროსკლეროზული, სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიოქსიდაციური მოქმედებით. სელენი მნიშვნელოვანია ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნორმელური ფუნქციონირებისათვის. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. კვლევებით დადგენილია რომ ორგანული სელენი არ არის ტოქსიური. მისი შეწოვა ორგანიზმის მიერ ხდება 19 % -ით მეტად ვიდრე არაორგანული სელენის და არ აქვს გამოხატული გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრიდან.

02

ჩვენებები

:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
თირეოიდული ოფთალმოპათია
მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, კატარაქტა
გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი
შაქრიანი დიაბეტი( ტიპი 2) პროფილაქტიკა,პანკრეატიტი
ონკოლოგიური დაავადებები, სხივური და ქიმიო თერაპიის შემდგომი პერიოდი
წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია.
გაფანტული სკლეროზი, ალცჰეიმერის დაა
კუნთოვანი დისტროფიები
რევმატოიდული ართრიტი, ართრიტი, წითელი მგლურა, ფსორიაზი.
უნაყოფობა, რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა.
დერმატიტები, სოკოვანი ინფექციები, კვანძოვანი გამონაყარი, თმის ცვენა.

03

უკუჩვენებები

: არ გააჩნია

04

განსაკუთრებული მითითებები

:

1.არ მიიღოთ რეკომენდირებული დღიურ დოზაზე მეტი, ჰიპერდოზირების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.

2. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

3.რეკომენდირებულია ყოველდღიური მიღებისთვის როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

05

მიღების წესი და დოზირება

სემებავშვებში 14 წლიდან და მოზრდილებში - 200 მკგ დღეში.

დ 200 მიიღება ჭამის დროს ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

06

გვერდითი მოვლენები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 15 -25°C -ზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე . ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.