8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04889 ურეცეპტო

სანუკელ ტრიქ D5 ამპულები (ნატუროპათი)

Sanukehl Trich D5 (Naturopath)

1.0 მლ ამპულა N10 და N50

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ამპულა შეიცავს: Trichophyton verrucosum D5 1 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

02

ჩვენებები

– კანის, თმის, ფრჩხილების მიკოზები

– ლიქენი; ტრიქოფიტია

თვისებები

Sanukehl Trich-ი შეიცავს Trichophyton verrucosum-ის პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl-პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.

03

მიღების წესი და დოზირება

1 მლ. ამპულა კუნთში ან კანქვეშ 1-3 ჯერ კვირაში

გვერდითი მოქმედებები

Sanukehl Trich D5-მა, სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად, იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

იმუნოდეპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა დააქვეითოს Sanukehl Trich D5-ის ეფექტურობა. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა

გამოშვების ფორმები

1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.