მონოგრაფია Nº 04880 ურეცეპტო
სანუკელ ფსეუ D6 ამპულები (ნატუროპათი)
Sanukehl Pseu D6 (Naturopath)
1.0 მლ ამპულა N10 და N50
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: Pseudomonas aeruginosa D6 1 მლ წყალხსნარს წყალხსნარს HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
ჩვენებები
– ინფექციური და ალერგიული დერმატიტი, კანის ქავილი, კვინკეს შეშუპება
– კოლაგენოზები, ართროპათიური ფიბროზიტი,
– წვივის წყლული, კელოიდური ნაწიბური, დამწვრობები
– ბრონქული ასთმა, სინუსიტი, ფარინგიტი, ქრონიკული ბრონქიტი, თივის ცხელება
– ოტიტი
თვისებები
Sanukehl Pseu შეიცავს Pseudomonas aeruginosa-ს პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl-პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.
მიღების წესი და დოზირება
1 მლ. ამპულა კუნთში ან კანქვეშ 1-3 ჯერ კვირაში
გვერდითი მოქმედებები
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Pseu D6-ის ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Pseu D6-ის ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა.
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.