მონოგრაფია Nº 04873 ურეცეპტო
სანუკელ კლებს D6 წვეთები (ნატუროპათი)
Sanukehl Klebs D6 (Naturopath)
წვეთები 10 მლ
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Klebsialla pneumoniae D6 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენებები
პრეპარატი ნაჩვენებია: შემანარჩუნებელ თერაპიისათვის ფრიდლენდერის პნევმონიის დროს და/ან მის შემდეგ; სილიკოზის, პნევმოკონიოზის, ბრონქოექტაზიის, ბრონქული ასთმის დროს; დამატებითი მკურნალობის სახით გრიპის მწვავე პერიოდში, პლევრიტის, პნევმონიის და ანტიბიოტიკოთერაპიის გართულებების დროს.
თვისებები
Sanukehl Klebs-ი შეიცავს Klebsiella pneumoniae-ს პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl-პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.
მიღების წესი და დოზირება
დასალევად: მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5-10 წვეთი ყოველ 12-24 საათში, საკვების მიღებამდე; მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს 10 წვეთი დღეგამოშვებით შესაზელად: 5-10 წვეთის შეიზილეთ დღეგამოშვებით ან ყოველდღე იდაყვის ფოსოში. თერაპიის 8 თვის შემდეგ საჭიროა მკურნალობაში
რამოდენიმე თვიანი შესვენება
გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Klebs D6-ში სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Klebs D6-ს ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის, ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.