8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04871 ურეცეპტო

სანუკელ კოლი D6 წვეთები (ნატუროპათი)

Sanukehl Coli D6 (Naturopath)

წვეთები 10 მლ

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს: Escherichia coli D6 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).

დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

02

ჩვენებები

ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, გასტროენტერიტი, კოლიტი, პიელონეფრიტი, სპერმატოცისტიტი, ეპიდიდიმიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, სალპინგიტი, მეტრიტი, კოლპიტი

თვისებები

Sanukehl Coli შეიცავს Escherichia Coli პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl Brucel-ის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა

03

მიღების წესი და დოზირება

დასალევად: მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5-10 წვეთი ყოველ 12-24 საათში, საკვების მიღებამდე; ქრონიკულად მიმდინარე ფორმების დროს 10 წვეთი დღეგამოშვებით შესაზელად: 5-10 წვეთი

დღეგამოშვებით ან ყოველდღე იდაყვის ფოსოში. თერაპიის 8 კვირის შემდეგ საჭიროა მკურნალობაში რამოდენიმე თვიანი შესვენება

გვერდითი მოქმედებები

Sanukehl Coli D6-ში სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის გამო იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

04

უკუჩვენებები

ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Coli D6-ის ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა.

05

განსაკუთრებული მითითებები

ორსულობის პირველ სამ კვირაში პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.

გამოშვების ფორმები

წვეთები 10 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.