8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04870 ურეცეპტო

სანუკელ კანდ D6 წვეთები (ნატუროპათი)

Sanukehl Cand D6 (Naturopath)

წვეთები 10 მლ

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს: Candida albicans D6-ის 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).

დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

02

ჩვენებები

– პირის ღრუს დაავადებები, როგორიცაა სტომატიტი, გინგივიტი, ანგულარული სტომატიტი

– წვრილი ნაწლავის მტკივნეული სპაზმები , მსხვილი ნაწლავის ანთებები, ანტიბიოტიკოთერაპიის

შემდგომი ყაბზობა

– ალერგიული ასთმა

– ვულვიტი, ვულვოვაგინიტი, ვულვის კრაუროზი

– სწორხაზოვანი ეგზემა – კანისა და ლორწოვანი გარსის ნაოჭების ნახეთქი, მტევნისა და ტერფის

თითებშუა ეგზემა.

– ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომი დერმატოზი

თვისებები

Sanukehl Cand-ი მზადდება Candida Albicans-ის A და B სეროტიპისაგან, რომლებსაც ასევე მიეკუთვნება ადამიანებიდან გამოყოფილი კანდიდოზის გამომწვევების დიდი ნაწილი. Sanukehl Cand-ი სპეციალური ექსტრაქტების სახით შეიცავს Candida Albicans- ის შემადგენელი პოლისაქარიდების (ჰაპტენების) ნაწილებს,

რომლებიც ხშირად ინიშნება, როგორც შუალედური საშუალებები, შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს. მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl Cand-ის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.

03

მიღების წესი და დოზირება

დასალევად: მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5-10 წვეთი ყოველ 12-24 საათში, საკვების მიღებამდე; მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს 10 წვეთი დღეგამოშვებით. შესაზელად: შეიზილეთ 5-10 წვეთი ყოველდღე ან დღეგამოშვებით იდაყვის ფოსოში. თერაპიის 8 კვირის შემდეგ საჭიროა მკურნალობაში რამდენიმე

თვიანი შესვენება

გვერდითი მოქმედებები

Sanukehl Cand-ი სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის გამო შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების მიზეზი გახდეს

04

უკუჩვენებები

ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Cand-ის ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ 4-კვირიანი ინტერვალი უნდა დავიცვათ.

05

განსაკუთრებული მითითებები

ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის; ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.

გამოშვების ფორმები

წვეთები 10 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.