8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04869 ურეცეპტო

სანუკელ კანდ D5 ამპულები (ნატუროპათი)

Sanukehl Cand D5 (Naturopath)

1.0 მლ ამპულა N10 და N50

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ამპულა შეიცავს: Candida albicans D5-ის 1 მლ წყალხსნარს HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch, გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

02

ჩვენებები

– პირის ღრუს დაავადებები, როგორიცაა სტომატიტი, გინგივიტი, ანგულარული სტომატიტი, აფთები

– წვრილი ნაწლავის მტკივნეული სპაზმები, მსხვილი ნაწლავის ანთებები, ანტიბიოტიკოთერაპიის

შემდგომი ყაბზობა

–ალერგიული ასთმა

– ვულვიტი, ვულვოვაგინიტი, ვულვის კრაუროზი

– სწორხაზოვანი ეგზემა

– კანისა და ლორწოვანი გარსის ნაოჭების ნახეთქი, მტევნისა და ტერფის თითებსშუა ეგზემა.

– დერმატოზი ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ

თვისებები

Sanukehl Cand-ი მზადდება Candida Albicans-ის A და B სეროტიპისაგან, რომლებსაც ასევე მიეკუთვნება ადამიანებიდან გამოყოფილი კანდიდოზის გამომწვევების დიდი ნაწილი. Sanukehl Cand-ი სპეციალური ექსტრაქტების სახით შეიცავს Candida Albicans-ის შემადგენელი პოლისაქარიდების (ჰაპტენების) ნაწილებს,

რომლებიც ხშირად ინიშნება, როგორც შუალედური საშუალებები, შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს. მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl Cand-ის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა

03

მიღების წესი და დოზირება

1 მლ. ამპულა კუნთში ან კანქვეშ 1-3 ჯერ კვირაში

გვერდითი მოქმედებები

Sanukehl Cand სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის

გამო იშვიათ შემთხვევებში შესაძLლოა ჰიპერმგრძნობელობის

რეაქცია გამოვლინდეს

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოაSanukehl Acne-ს ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ 4-კვირიანი ინტერვალი უნდა დავიცვათ.

გამოშვების ფორმები

1 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.