მონოგრაფია Nº 04868 ურეცეპტო
სანუკელ ბრუცელ D6 ამპულები (ნატუროპათი)
Sanukehl Brucel D6 (Naturopath)
1.0 მლ ამპულა N10 და N50
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: Brucella melitensis D6 1 მლ წყალხსნარს HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
ჩვენებები
– მიალგიები
– ქვემწვავე პოლიართრიტი
– გარდამავალი ცხელება
– ნევრასთენიები
– ორქიტი
– ეპიდიდიმიტი
– თავის ტკივილი/შაკიკი
– ლუმბაგოს სინდრომი
თვისებები
Sanukehl Brucel შეიცავს Brucella melitensis პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl
Brucel-ს მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა
მიღების წესი და დოზირება
1 მლ ამპულის ინექციები კეთდება ყოველ 1-3 დღეში, ი.მ., ან კანქვეშ
გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Brucel D6-ში სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად იშვიათად შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები განვითარდეს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Brucel D6-ის ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ 4-კვირიანი ინტერვალი უნდა დავიცვათ.
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.
გამოშვების ფორმები
1 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.