8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04821 Rx · რეცეპტით

რივოქსარი

Rivoksar

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

დან33.85 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
რივოქსარი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
მოქმედი ნივთიერება
რივაროქსაბანი (Rivaroxaban)
მწარმოებელი
ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
აბდი იბრაჰიმი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP ყველაზე იაფი

    რივოქსარი - Rivoksar 10მგ 10 ტაბლეტი

    3.39 ₾ / ც. × 10

  • ფარმადეპო

    რივოქსარი ტაბლეტი 10მგ #10

    3.39 ₾ / ც. × 10

  • GPC

    რივოქსარი ტაბლეტი 10მგ #10

    3.39 ₾ / ც. × 10

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: რივაროქსაბანი. ჯერ ყველაზე იაფი.

რივაროქსი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

რივაროქსი

RIVAROX

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

რივაროქსაბანი Combino Pharm, მალტა
დან26.75 ₾
რივაროქსაბანი ნორმონი, 20მგ ტაბლეტი №28

რივაროქსაბანი ნორმონი

20მგ ტაბლეტი №28

რივაროქსაბანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან35.92 ₾
ნიუროქსბანი, 20მგ ტაბლეტი №30

ნიუროქსბანი

20მგ ტაბლეტი №30

რივაროქსაბანი გენუფარმა, კორეის რესპუბლიკა
დან40.00 ₾
ქსარელტო, 20მგ ტაბლეტი №28

ქსარელტო

20მგ ტაბლეტი №28

რივაროქსაბანი სანოფი, თურქეთი
დან41.76 ₾
მედოქსაბანი, 20მგ ტაბლეტი №30

მედოქსაბანი

20მგ ტაბლეტი №30

რივაროქსაბანი ექსემედ ფარმაცევტიკალსი, ინდოეთი
დან41.95 ₾
მედოქსაბანი-15 -Medoxaban-15, 15მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

მედოქსაბანი-15 -Medoxaban-15

15მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

რივაროქსაბანი
დან41.95 ₾
ვენომია, 20მგ 28 ტაბლეტი №28

ვენომია

20მგ 28 ტაბლეტი №28

რივაროქსაბანი
დან42.86 ₾
კარდატუქსანი® 20 მგ., 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდატუქსანი® 20 მგ.

Kardatuxan 20 mg.

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

რივაროქსაბანი GEDEON RICHTER POLAND, პოლონეთი
დან44.99 ₾
კერმოვენი, 20მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

კერმოვენი

20მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

რივაროქსაბანი
დან45.85 ₾
რივოქსარი, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

რივოქსარი

Rivoksar

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

რივაროქსაბანი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან46.48 ₾
რივოქსარი, 15მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

რივოქსარი

Rivoksar

15მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

რივაროქსაბანი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან46.96 ₾
რივაროქსი, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)

რივაროქსი

RIVAROX

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)

რივაროქსაბანი Combino Pharm, მალტა
დან47.81 ₾
რივაროქსი, 15მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)

რივაროქსი

RIVAROX

15მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)

რივაროქსაბანი Combino Pharm, მალტა
დან47.81 ₾
როქსაბან დენკი, 15მგ ტაბლეტი №28

როქსაბან დენკი

15მგ ტაბლეტი №28

რივაროქსაბანი კომბინო ფარმა, მალტა
დან53.85 ₾
კარდატუქსანი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

კარდატუქსანი

Kardatuxan

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

რივაროქსაბანი GEDEON RICHTER POLAND, პოლონეთი
დან58.95 ₾
ქსილტესი, 20მგ ტაბლეტი №28

ქსილტესი

20მგ ტაბლეტი №28

რივაროქსაბანი ეგისი, უნგრეთი
დან60.80 ₾
კარდატუქსანი® 15 მგ., 15 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდატუქსანი® 15 მგ.

Kardatuxan 15 mg.

15 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

რივაროქსაბანი GEDEON RICHTER POLAND, პოლონეთი
დან63.95 ₾
ჰემოქსაბანი, 15მგ ტაბლეტი №28

ჰემოქსაბანი

15მგ ტაბლეტი №28

რივაროქსაბანი რემუს ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან67.00 ₾
კარდატუქსანი® 2,5 მგ., 2,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

კარდატუქსანი® 2,5 მგ.

Kardatuxan 2.5 mg.

2,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

რივაროქსაბანი GEDEON RICHTER POLAND, პოლონეთი
დან81.04 ₾
რივაროქსი, 2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56 (4X14)

რივაროქსი

RIVAROX

2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56 (4X14)

რივაროქსაბანი Combino Pharm, მალტა
დან81.05 ₾
რივოქსარი, 2.5მგ ტაბლეტი №56

რივოქსარი

2.5მგ ტაბლეტი №56

რივაროქსაბანი აბდი იბრაჰიმი, თურქეთი
დან81.06 ₾

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

  • რივოქსარის ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს 10მგ რივაროქსაბანს. რივაროქსაბანი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანტითრომბოზული აგენტები. ის მოქმედებს სისხლის შედედების ფაქტორის (ფაქტორი Xa) ბლოკირებით და ამით ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნისკენ მიდრეკილებას.
  • რივოქსარი 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ამოტვიფრული ,,R2,, ერთ მხარეს და გლუვი მეორე მხარეს. რივოქსარი ხელმისაწვდომია კოლოფში მოთავსებული 10 ტაბლეტიანი ბლისტერები სახით.
  • რივოქსარი დაგენიშნათ იმიტომ, რომ - რივოქსარი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი მდგომარეობებისთვის
  • თრომბის ფორმირების პრევენციისთვის, სერიოზული ორთოპედული ოპერაციის შემდეგ. ეს ოპერაცია ტარდება ბარძაყზე ან მუხლზე. ოპერაციის დროს დაგესვათ სისხლის თრომბის წარმოქმნის მაღალი რისკის დიაგნოზი.
  • ქვედა კუდურების ვენებში სისხლის თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) მკურნალობა და სისხლის თრომბების მეორადად განვითარების პრევენცია ქვედა კიდურების ან / და ფილტვების სისხლძარღვებში.
02

უკუჩვენებები

არ მიიღოთ რივოქსარი:

  • თუ ხართ ალერგიული რივაროქსაბანის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
  • თუ გაქვთ ჭარბი სისხლდენა
  • თუ გაქვთ ორგანოს დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (მაგ., კუჭის წყლული, ტვინის დაზიანება ან სისხლდენა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერაცია ტვინზე ან თვალზე)
  • თუ იღებთ მედიკამენტებს სისხლის თრომბების პრევენციისთვის (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ანტიკოაგულაციური მკურნალობა იცვლება ან იღებთ ჰეპარინს ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით
  • თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რისკის გაზრდა
  • თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ

არ მიიღოთ რივოქსარი და აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ.

რივოქსარის გამოყენებისას მიიღეთ სპეციალური ზომები:

  • თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, ეს შეიძლება იყოს შემდეგ სიტუაციებში:
  • თირკმლის ზომიერი ან მძიმე დაავადება, რადგან თქვენი თირკმლის ფუნქციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მედიკამენტების რაოდენობაზე, რომელიც მუშაობს თქვენს ორგანიზმში
  • თუ იღებთ მედიკამენტებს სისხლის თრომბების პრევენციისთვის (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), როდესაც იცვლება ანტიკოაგულაციური მკურნალობა ან იღებთ ჰეპარინს, ვენური ან არტერიულინ კათეტერის საშუალებით, გამავლობის შესანარჩუნებლად (იხ. სხვა სამკურნალო საშუალებები და რივოქსარი)
  • დარღვევები სისხლდენის სახით
  • ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მედიკამენტებით მკურნალობით
  • კუჭის ან ნაწლავის დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა მაგ., ნაწლავის ან კუჭის ანთება ან საყლაპავის ანთება მაგ., გასტროეზოფგური რეფლუქსური დაავადების გამო (დაავადება როდესაც კუჭის მჟავა გადადის საყლაპავში)
  • სისხლძარღვების პრობლემა თვალის უკან (რეტინოპათია)
  • თავის ტვინის და ზურგის ტვინის სისხლძარღვების პრობლემები
  • ფილტვის დაავადება, როდესაც ბრონქები გაფართოებულია და ავსებულია ჩირქით (ბრონქოექტაზია), ან ადრე აღგენიშნებოდათ ფილტვიდან სისხლდენა.
  • თუ გაქვთ გული სარქველის პროთეზი.
  • თუ იცით, რომ თქვენ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლის შედედების რისკის გაზრდას), აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, მკურნალობის შეცვლის საჭიროებას.
  • თუ ექიმი განსაზღვრავს, რომ არტერიული წნევა არასტაბილურია, ან დაგეგმილია სხვა მკურნალობა ან ქირურგიული პროცედურა ფილტვებიდან სისხლის თრომბის ამოღების მიზნით.

თუ რომელიმე რომელიმე ზემოთ აღნიშნული თქვენ გეხებათ, აცნობეთ ექიმს რივოქსარის მირებამდე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა თქვენი მკურნალობა ამ მედიკამენტით და საჭიროა თუ არა თქვენზე საგულდაგულო დაკვირვება.

თუ გესაჭიროებათ ოპრაცია

  • ძალიან მნიშვნელოვანია რივოქსარის მიღება ოპერაციის წინ და შემდეგ ზუსტად ექიმის დანიშნულ დროს
  • თუ თქვენი ოპერაცია მოიცავს კათეტერს ან ინექციას ზურგის ტვინში (მაგალითად, ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისას ან ტკივილის შემცირების მიზნით):
  • ძალიან მნიშვნელოვანია რივოქსარის მიღება ზუსტად იმ დროს, რაც გითხრათ ექიმმა
  • დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ ანესთეზიის დასრულების შემდეგ აღგენიშნებათ ფეხების დაბუჟება ან სუსუსტე ან ნაწლავის ან შარდის ბუშტის პრობლემები, რადგან შეიძლება აუცილებელი იყოს სასწრაფო მკურნალობა.

რივოქსარის უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოკვლეული არ არის იმ პაციეტნების კლინიკურ კვლევებში, რომლებსაც ოპერაცია ჩაუტარდათ ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო.

პაციენტებში ანტითრომბოზული აგენტების (რომლებიც განაპირობებს სისხლის შედედების პრევენციას) გამოყენება შესაძლებელია თრომბების და ემბოლიზმის პრევენცისითვის (სისხლის შედედების აგენტები), როდესაც ტარდება ნეიროაქსიალური (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზია ან ტარდება სპინალური პუნქცია. ამ პაციენტებში არსებობს რისკი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ან პერმანენტული ინსულტი ან სპინალური ჰემატომა (სისხლის დაგროვება ხერრხემალში და ზურგის ტვინში).

რივოქსარი რეკომენდებული არ არის 18 წლამდე პაციენტებისთვის. ბავშვებსა და მზოარდებში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ, მიმართეთ ექიმს.

რივოქსარის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

რივოქსარის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

03

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევა კითხეთ ექიმს.

არ მიიღოთ რივოქსარი თუ ხართ ორსულად.

თუ არსებობს შანსი, რომ რივოქსარის მიღებისას დაორსულდეთ, გამოიყენებთ საიმედო კონტრაცეფცია.

თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ლაქტაცია

ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევა კითხეთ ექიმს.

არ მიიღოთ რივოქსარი ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

რივოქსარმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა. ამ სიმპტომების შემთხვევაში თავი უნდა შეიკავოთ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისგან. ეს გვერდითი ეფექტები ხშირია (იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდიტი ეფექტები).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რივოქსარის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

რივოქსარი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს .

სხვა მედიკამენტები და რივოქსარი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ:

მედიკამენტებს რომლებმაც შეიძლება გაზარდოს რივოქსარის ეფექტი:

  • სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ., ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი) თუ არ ხდება მათი მხოლოდ კანზე წასმა
  • ზოგიერთი ანტივირუსული მედიკამენტი აივ/შიდსის სამკურნალოდ (მაგ., რიტონავირი)
  • კეტოკონაზოლის ტაბლეტები (გამოიყენება კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ - როდესაც ორგანიზმი წარმოქმნის კორტიზოლის ჭარბ რაოდენობას)
  • ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ., კლარითრომიცინი, ერითრომიცინი)
  • სისხლის შედედების შემამცირებელი სხვა მედიკამენტები (მაგ. ენოქსპარინი, კლოპიდოგრელი ან K ვიტამინის ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი და აცენოკუმაროლი)
  • ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები (მაგ. ნაოპროქსი ან აცეტილსალიცილის მჟავა)
  • დრონედარონი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის ანომალური რითმის მკურნალობისთვის
  • ზოგიერთი მედიკამენტი დეპრესიის სამკურნალოდ (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) ან სეროტონინის ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs))

თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ თქვენ, რივოქსარის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, რადგან

რივოქსარის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.

ექიმი გადაწყვეტს, უნდა გამოიყენოთ თუ არა ეს მედიკამენტი და უნდა იყოთ თუ არა ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ექიმი ფიქრობს, რომ გაგაჩნით კუჭის ან ნაწლავის წყლულის მომატებული რისკი, შეიძლება გამოიყენოს პრევენციული მკურნალობა.

მედიკამენტები რომლებიც შეიძლება აქვეითებდეს რივოქსარის ეფექტს:

  • რიფამპიცინი, ანტიბიოტიკი
  • ეპილეფსიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი (ფენიტოინი, კარბამაზაეპინი, ფენობარბიტალი)
  • კრაზანა (Hypericum Perforatum) დერპესიის დროს გამოყენებული მცენარეული პრეპარატი

თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ, მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, რადგან რივოქსარის ეფექტი შეიძლება შემცირდეს.

ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა რივოქსარი და უნდა იყოთ თუ არა ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.

3. როგორ მიიღება რივოქსარი

გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/გამოყენების სიხშირე

რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღე-ღამეში ერთხელ, სერიოზული ორთოპედული ოპერაციის შემდეგ, სანამ თქვენი ექიმი სხვა დოზას არ გირჩევთ.

  • ვენებში სისხლის თრომბების გაჩენის საპრევენციოდ, მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ

რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი რივოქსარი 10 მგ დღეში ერთხელ.

  • ქვედა კიდურების ვენებში და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების სამკურნალოდ და ასევე თრომბების განმეორებითი წარმოქმნის საპრევენციოდ
  • სისხლის თრომბების არა ნაკლებ 6 თვის მკურნალობის შემდეგ, რეკომენდებული დოზაა შეადგენს 10 მგ ერთ ტაბლეტს დღეში ერთხელ ან 20 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ. ექიმმა დაგინიშნათ რივოქსარი 10 მგ დღეში ერთხელ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

რივოქსარი მიიღება დღეში ერთხელ. მედიკამენტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ გიჭირთ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, მიმართეთ ექიმს რათა შეარჩიოს რივოქსარის მიღების სხვა გზები. ტაბლეტი შეიძლება დაიფხვნას და შეერიოს წყალს ან ვაშლის პიურეს, უშუალოდ მიღებამდე.

აუცილებლობისას ექიმი შეგიყვანთ დაფხვნილ რივოქსარს კუჭის ზონდის საშუალებით.

რივოქსარის პირველი ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ოპერაციიდან 6-10 საათის შემდეგ. ექიმი გეტყვით როდის უნდა მიიღოთ ტაბლეტი. მიიღეთ ყოველდღე სანამ ექიმი არ გირჩევთ შეწყვეტას.

თუ ჩაგიტარდათ დიდი ოპერაცია ბარძაყზე, ჩვეულებრივ, ტაბლეტებს მიიღებთ 5 კვირის განმავლობაში. თუ ჩაგიტარდათ დიდი ოპერაცია მუხლზე, ტაბლეტებს ჩვეულებრივ, მიიღებთ 2 კვირის განმავლობაში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები და მოზარდები: რივოქსარი რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის. ბავშვებში და მოზარდებში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

გამოყენება ხანდაზმულებში: დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

04

ჭარბი დოზირება

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ მიიღეთ რივოქსარის ტაბლეტების ზედმეტი რაოდენობა. რივოქსარის ჭარბად მიღება ზრდის სისხლდენის რისკს.

თუ დაგავიწყდათ რივოქსარის მიღება

დოზის გამოყოვების შემთხვევაში მიიღეთ როცა გაგახსენდებათ. შემდეგი ტაბლეტი მიიღეთ შემდეგ დღეს და ამის შემდეგ გამოყენება განაგრძეთ ჩვეულებრივად.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტების კომპენსაციისთვის.

თუ წყვეტთ რივოქსარის მიღებას

არ შეწყვიტოთ რივოქსსარის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან მედიკამენტი ახდენს სერიოზული მდგომარეობების განვითარების პრევენციას.

მედიკამენტების გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

05

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა რივოქსარმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი მოვლენა, შეწყვიტეთ რივოქსარის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.

როგორც სხვა მსგავსმა მედიკამენტებმა (ანტიტრომბოზული საშუალებები - რომლებიც შეიძლება ამცირებდეს სისხლის თრომბის წარმოქმნას), რივოქსარმა შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა. ჭარბმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება (შოკი). ზოგ შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება იყოს ფარული.

შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება იყოს სისხლდენის ნიშანი:

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:

  • ხანგრძლივი ან ჭარბი სისხლდენა
  • გადაჭარბებული სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აუხსნელი შეშპება, სუნთქვის უკმარისობა (სუნთქვის გაძნელება), გუმლკერდის ტკივილი ან გულის ანგინა, რომლებიც შეიძლება იყოს სისხლდენის ნიშნები.

ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენზე უფრო ინტენსიური დაკვირვება ან შეგიცვალოთ მკურნალობა.

შესაძლებელია გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება იყოს კანის ძლიერი რეაქციის ნიშანი

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ კანის რეაქციები, როგორიც არის:

  • კანის გავრცელებული, ინტენსიური გამონაყარი, ბუშტუკების ან ლორწოვანი გარსის დაზიანება, მაგ., პირის ღრუს ან თვალების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე არის ძალიან იშვიათი (10 000-დან 1-მდე).
  • წამლისმიერი რეაქცია, რომელიც იწვევს გამონაყარს, ცხელებას, შინაგანი ორგანოების ანთებას, ჰემატოლოგიურ დარღვევებს და სისტემურ დაავადებებს (DRESS სინდრომი). ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე არის ძალიან იშვიათი (10 000-დან 1-მდე).

შესაძლოა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება იყოს ძლიერი ალერგიული რეაქციების ნიშანი

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა:

  • სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება; ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის უეცარი ვარდნა. ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე არის ძალიან იშვიათი (ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი; შეიძლება განვითარდეს 10 000 ადამიანიდან 1-მდე) და იშვიათი (ანგიონევროზული და ალერგიული შეშუპება; 100 ადამიანიდან 1-მდე).

შესაძლო გვერდით ეფექტების საერთო სია

ხშირი გვერდთი ეფექტები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში):

  • კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა, უროგენიტალური სისხლდენა (სისხლიანი შარდის და ჭარბი მენსტრუალური სისხლდენის ჩათვლით), ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა.
  • სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რის გამოც შეიძლება ადგილი ჰქონდეს კანის სიფერმკრთალეს, სისუსტე და ქოშინი.
  • თვალში სისხლდენა (თვალის სკლერაში სისხლდენის ჩათვლით)
  • სისხლდენა ქსოვილებში ან სხეულის ღრუებში (ჰემატომა, სისხლჩაქცევები)
  • სისხლდენა ოპერაციის შემდეგ
  • ქირურგიული ჭრილობიდან სისხლის ან სითხის გამოდინება
  • კიდურების შეშუპება
  • კიდურების ტკივილი
  • ცხელება
  • ზოგადი ძალის და ენერგიის შემცირებაა (სისუსტე, დაღლილობა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
  • კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ავადობის შეგრძნება ან ავადობა, ყაბზობა, დიარეა
  • სისხლის დაბალი წნევა (სიმპტომები შეიძლება იყოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა დგომისას)
  • ზოგადი ძალის და ენერგიის დაქეითება (სისუსტე, დაღლილობა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
  • გამონაყარი, კანის ქავილი
  • სისხლიანი ხველა (hemoptysis)
  • სისხლდენა კანიდან და კანქვეშა ქსოვილებიდან
  • ტესტებმა შეიძლება გამოავლინოს ღვიძლის ენზიმების მომატება

ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში)

  • სისხლდენა ტვინში ან ქალასშიდა
  • სახსარშიდა სისხლდენა, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას
  • შეუძლოდ ყოფნა
  • პირის სიმშრალე
  • ალერგიული რეაქციები, კანის ალერგიული რეაქციების ჩათვლით
  • ჭინჭრის ციება
  • გულის წასვლა
  • სწრაფი გულისცემა
  • ღვიძლის ფუნქციის დაზიანება (შეიძლება დაფიქსირდეს ექიმის დანიშნულ ტესტებში)
  • სისხლის ტესტებმა შეიძლება გამოავლინოს ბილირუბინის, პანკრეასის ან ღვიძლის ენზიმების ან თრომბოციტების რაოდენობის მომატება
  • თრომბოციტოპენია (თრომბოციტების მცირე რაოდენობა, უჯრედების, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას)

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ადამიანში)

  • კუნთებში სისხლდენა
  • ქოლესტაზი (ნაღვლის ნაკადის შემცირება), ჰეპატიტის ჩათვლით. ჰეპატოცელულური დაზიანება (ღვიძლის ანთება, ღვიძლის დაზიანება)
  • ლოკალური შეშუპება
  • კანის და თვალის სკლერების სიყვითლე (სიყვითლე)
  • სისხლის დაგროვება (ჰემატომა) საზარდულში, გულის პროცედურების გართულების სახით, როდესაც კათეტერს დგავენ ბარძაყის არტერიაში (ფსევდოანევრიზმა)

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

  • წნევის მომატება ფეხის ან ხელის კუნთებში სისხლდენის შემდეგ, რომელიც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, მგრძნობელობის დაზიანებას, დაბუჟებას ან დამბლას (კომპარტმენტ სინდრომი სისხლდენის შემდეგ)
  • თირკმლის უკმარისობა მწვავე სისხლდენის შემდეგ

თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ მოვლენებსაც, რომლებიც აღნიშნული არ არის ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდება.

5. როგორ ინახება რივოქსარი

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25⁰C.

მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე, ყოველ ბლისტერზე და ფლაკონზე EXP-ის შემდეგ.

არ იყიდოთ და არ გამოიყენოთ გაჭრილი ან გახსნილი შეფუთვა.

არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც არ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.