მონოგრაფია Nº 04804 Rx · რეცეპტით
რესტორაფლორი ჯუნიორი
Restorflor Junior
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
2 საშეტის შემადგენლობა:
Lactobacillus Rhamnosus GG (ATCC n. 53103) -10 მილიარდი
ფრუქტოოლიგოსაქარიდები - 20 მგ
დექსტროზა - 5273 მგ
ქლორი - 854 მგ
ნატრიუმი - 552 მგ
კალიუმი - 313 მგ
ბიკარბონატები - 488 მგ
ჯამური ოსმოლარობა - 226
შემავსებლები: მალტოდექსტრინი, სილიკონის დიოქსიდი, ბუნებრივი არომატიზატორი, საღებავი: წითელი ჭარხალი, დამატკბობელი: სუკრალოზა, სტაბილიზატორი
ფარმაკოლოგიური თვისებები
რესტორაფლორ ჯუნიორი წარმოადგენს სპეციალურად შექმნილ უნიკალურ ფორმულას, რომელიც აერთიანებს კლინიკურად ყველაზე კარგად შესწავლილ პრობიოტიკს ( Lactobacillus Rhamnosus GG ATCC n. 53103), პრებიოტიკთან (ფრუქტოლიგოსაქარიდი) და ORS ელექტროლიტებთან ერთად, დეჰიდრატაციის პრევენციისა და ნაწლავი ფლორის აღდგენისათვის, WHO და ESPHGAN/ESPID გაიდლაინების შესაბამისად.პროდუქტი წარმოდგენილია ორგანყოფილებიანი საშეტის სახით, რომელშიც უზრუნველყოფილია შემავალი კომპონენტების სტაბილურობა.
გამოყენების სფერო
- მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაცია (ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ღებინება, დიარეა, ძლიერი ოფლიანობა )
- სხვადასხვა ეტიოლოგიის დიარეა (ანტიბიოტიკ ასოცირებული, ინფექციური, ვირუსული);
მიღების წესი და დოზირება
მიიღება 1-2 საშეტი დღეში ერთხელ.
განსაკუთრებული მითითებები
საწყის ეტაპზე გასათვალისწინებელია მცირე რაოდენობის საშეტის შიგთავსის ხშირად მიღება, ჩვეულებრივ 2 წლამდე ბავშებში 1 ჩაის კოვზი 1-2 წუთში ერთხელ, ხოლო 2 წლის ზემოთ შესაძლებელია მოცულობის გაზრდა;თუ ბავშვი აღებინებს, დაელოდეთ 10 წთ და შემდეგ განაახლეთ რესტორაფლორ ჯუნიორის მიღება; თუ ბავშვს ქუთუთოები შეუშუპდა, შეწყვიტეთ გამოყენება;მიღებიდან პირველი 4 საათის განმავლობაში რეკომენდებული არ არის სხვა სითხეების ან საკვების გამოყენება.
არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან და ბალანსირებულ კვებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების სტილს. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.