8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04762 ურეცეპტო

ქვენტაკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)

Quentakehl D5 (Naturopath)

წვეთები 10 მლ

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს: Penicillium glabrum D5-ის ხსნარის 1 მლ, HAB-ის მე- 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).

დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

02

ჩვენებები

– მწვავე და ლატენტური ვირუსული ინფექციების დროს

– ლარინგიტი, ბრონქიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, გრიპის მსგავსი ინფექციები

– შერეული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები, როგორც ეფექტურობის გამაძლიერებელი სხვა სოკოვანი პრეპარატებისათვის: შაკიკის, სარტყლისებრი ლიქენის (ჰერპესი), ჩუტყვავილას დროს

– ცეფალგიები და კისრის ხერხემლის სინდრომი

– როგორც დამატება სოკოვანი პრეპარატრებით საშარდე გზების

ქრონიკული ინფექციების და ნეფრიტის მკურნალობის დროს

თვისებები

Quentakehl მიიღება საფუარა სოკო Penicillium glabrum-ისაგან.

იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ წარმოქმნის პენიცილინის მჟავას. ამიტომ მისი გამოყენებისას არ ვითარდება ანტიბიოტიკოთერაპიის ტიპიური თანმხლები ნიშნები, როგორიცაა ალერგია, ღვიძლის დაზიანება, ნაწლავური ფლორის დარღვევა და

პენიცილინრეზისტენტული შტამების ჩამოყალიბება. Quentakehl სპეციფიურ ზემოქმედებას ახდენს ყველა ვირუსულ ინფექციაზე.

Mucokehl და Nigersan-თან ერთდროული გამოყენებისას Quentakehl გამაღიზიანებელ თერაპიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მიზანშეწონილია მკურნალობაში გამოშვების ნებისმიერი ფორმის Quentakehl-ის ან Notakehl-ის ჩართვა არა მარტო გამოჯანმრთელების პროცესის არადამაკმაყოფილებელი მიმდინარეობის დროს, არამედ Mucokehl-ის კურსობრივი მიღების დროსაც

ინექციების ინტერვალებს შორის.

03

მიღების წესი და დოზირება

დასალევად:

მიიღება 8 წვეთი დღეში ერთხელ ჭამამდე

შესაზელად:

ა) 5-10 წვეთის შეზელვა დღეში ერთხელ დაზიანებულ ადგილას ან იდაყვის ფოსოში

ბ) პარენტერული მკურნალობის დროს იმ დღეებში, როდესაც ინექციები დანიშნული არ არის, 5-10 წვეთი კვირაში ორჯერ

საინჰალაციოდ:

10-20 ღრმა ჩასუნთქვა 2-3-ჯერ დღეში

გვერდითი მოქმედებები

ვინაიდან პრეპარატში შედის სპეციფიური ორგანული კომპონენტი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპერმგძნობელობას მის მიმართ.

ასეთ დროს მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს სიმპტომურად.

04

უკუჩვენებები

არ ინიშნება, პრეპარატში შემავალი კომპონენტის მიმართ (Penicillium glabrum) ჰიპერმგძობელობის შემთხვევაში.

მითითებები

Quentakehl-ში შემავალი კომპონენტი (Penicillium glabrum) შედის ასევე პრეპარატში Pleo Nota-Quent-ში. Quentakehl-ი არ

ინიშნება პრეპარატ Mucokehl-თან ერთად.

გამოშვების ფორმები

წვეთები 10 მლ საწვეთურიან ფლაკონში

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.