8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04761 ურეცეპტო

ქვენტაკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი)

Quentakehl D4 (Naturopath)

20 კაფსულა

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ Penicillium glabrum D4, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch, გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულების გარსი)

02

ჩვენებები

– მწვავე და ლატენტური ვირუსული ინფექციები

– ლარინგიტი, ბრონქიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, გრიპისებური ინფექციები

– შერეული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები, როგორც სხვა სოკოვანი პრეპარატების გამღიზიანებელი ეფექტის გამაძლიერებელი, შაკიკი, გაფანტული სკლეროზი, თავბრუსხვევა, მენიერის დაავადება, სარტყლისებრი ლიქენი (ჰერპესი), ჩუტყვავილა

– ცეფალგიები და ხერხემლის კისრისმიერი პათოლოგიები

– სოკოვანი პრეპარატებით საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების

და ნეფრიტის მკურნალობის დროს, დამატებითი თერაპიის სახით

თვისებები

Quentakehl მიიღება საფუარა სოკო Penicillium glabrum-ისაგან.

იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ წარმოქმნის პენიცილინის მჟავას. ამიტომ მისი გამოყენებისას არ ვითარდება ანტიბიოტიკოთერაპიის ტიპიური თანმხლები ნიშნები, როგორიცაა ალერგია, ღვიძლის დაზიანება, ნაწლავური ფლორის დარღვევა და

პენიცილინრეზისტენტული შტამების ჩამოყალიბება. Quentakehl სპეციფიურ ზემოქმედებას ახდენს ყველა ვირუსულ ინფექციაზე.

Mucokehl და Nigersan-თან ერთდროული გამოყენებისას Quentakehl გამაღიზიანებელ თერაპიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მიზანშეწონილია მკურნალობაში გამოშვების ნებისმიერი ფორმის Quentakehl-ის ან Notakehl-ის ჩართვა არა მარტო გამოჯანმრთელების

პროცესის არადამაკმაყოფილებელი მიმდინარეობის დროს, არამედ Mucokehl-ის კურსობრივი მიღების დროსაც ინექციების ინტერვალებს შორის.

03

მიღების წესი და დოზირება

მიიღება 1-3 კაფსულა ყოველდღიურად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად, საუზმის წინ ან საღამოს, ძილის წინ

გვერდითი მოქმედებები

ვინაიდან პრეპარატში შედის სპეციფიური ორგანული კომპონენტი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპერმგძნობელობას მის მიმართ.

ასეთ დროს მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს სიმპტომურად.

04

უკუჩვენებები

არ ინიშნება, პრეპარატში შემავალი კომპონენტის მიმართ (Penicillium glabrum) ჰიპერმგძობელობის შემთხვევაში.

მითითებები

Quentakehl-ში შემავალი კომპონენტი (Penicillium glabrum) შედის ასევე პრეპარატში Pleo Nota-Quent-ში. Quentakehl-ი არ ინიშნება პრეპარატ Mucokehl-თან ერთად.

გამოშვების ფორმები

შეფუთვაშია 20 კაფსულა

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.