მონოგრაფია Nº 02539 Rx · რეცეპტით
კვადრიცა
QUADRICA
20მგ ტაბლეტი #30
დან14.48 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ლიზინოპრილი (Lisinopril)
- მწარმოებელი
- ავერსი ფარმა, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები
- იმპორტიორი საქართველოში
- ავერსი ფარმა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი
კვადრიცა 20 20მგ #30ტ
0.48 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗14.48 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლიზინოპრილი. ჯერ ყველაზე იაფი.
დიროტონი
DIROTON
5მგ ტაბლეტი #14;#28
კვადრიცა
QUADRICA
10მგ ტაბლეტი #30
დიროტონი
DIROTON
10მგ ტაბლეტი #14; #28
დიროტონი
DIROTON
20მგ ტაბლეტი #14; #28
გამალიზინი
GAMALIZIN
10მგ ტაბლეტი #20
ლიზიგამა ®
Lisigamma ®
5მგ ტაბლეტი #30 10მგ ტაბლეტი #30 20მგ ტაბლეტი #30
ლიზინოპრილი გრინდექსი
Lizinoprile GRINDEKS
20მგ ტაბლეტი #28
ლიზინოპრილი გრინდექსი
Lizinoprile GRINDEKS
10მგ ტაბლეტი #28
რილეის-სანოველ პლუსი
Rilace-Sanovel Plus
20მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მკრთალი ვარდისფერი (კვადრიცა 10) და თეთრი ან მოთეთრო ფერის (კვადრიცა 20), მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები, ნაზოლითა და ჭდით.
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: ლიზინოპრილს – 10 მგ ან 20 მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, საღებავი კარმოიზინი (კვადრიცა 10), ტიტანის დიოქსიდი (კვადრიცა 20).
ფარმაკოლოგიური თვისებები
კვადრიცა წარმოადგენს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს, რომელიც ხასიათდება ჰიპოტენზიური მოქმედებით. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას. ლიზინოპრილის მოქმედების ფონზე მცირდება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, პრე- და პოსტდატვირთვა გულზე, იზრდება გულის წუთმოცულობა მისი შეკუმშვათა სიხშირის ცვლილების გარეშე, მცირდება არტერიული წნევა.
ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 24 სთ-ს.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას ლიზინოპრილი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს
20-50%. პრეპარატის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 7 სთ-ში. იგი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 სთ-ს. ლიზინოპრილი გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.
ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულური);
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (პაციენტებში სტაბილური ჰემოდინამიური მაჩვენებლებით, პირველ დღეებში);
- დიაბეტური ნეფროპათია.
მიღების წესი და დოზირება
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს: საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი _ 20 მგ-ს დღეში ერთხელ, მაქსიმალური დღიური დოზა _ 40 მგ-ს.
ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა და წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა. პრეპარატის სრული თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს: ლიზინოპრილით მკურნალობა იწყება მცირე დოზით. მისი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5-20 მგ/დღეში. გულის უკმარისობის დროს შესაძლებელია ლიზინოპრილის, დიურეზული საშუალებების და გლიკოზიდების კომბინაცია.
თირკმლის უკმარისობის დროს: პრეპარატის საწყისი დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დგინდება არტერიული წნევის მაჩვენებლებით (თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალიუმის და ნატრიუმის კონტროლით).
კვადრიცა ინიშნება დღეში ერთხელ დილას, ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.
გვერდითი მოვლენები
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება;
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის მაჩვენებლების შემცირება, ცალკეულ შემთხვევაში ედს-ის მომატება;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალემია, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მაჩვენებლების მატება (განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულური ჰიპერტენზიის ფონზე).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ანგიონევროზული შეშუპება აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, აზოტემია, ჰიპერკალემია, პირველადი ალდოსტერონიზმი, აორტის სტენოზი და სისხლის მიმოქცევის დაბრკოლება, კვინკეს შეშუპება. პრეპარატის გამოყენება ბავშვებში დაუშვებელია.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და II ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.
განსაკუთრებული მითითებები
ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა წყლის და ელექტროლიტების Dდანაკარგის კომპენსირება.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, სალურეზული საშუალებებით და ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
კვადრიცათი მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბება იწვევს არტერიულ ჰიპოტენზიას.
მკურნალობა: წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას _ სიმპტომური თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ლიზინოპრილისა და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), აგრეთვე კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში). აღნიშნული კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ. ლიზინოპრილის და დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სინერგიული ჰიპოტენზიური ეფექტი. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ კვადრიცას ჰიპოტენზიურ მოქმედებას. კვადრიცამ შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში _ შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ლიზპრეს ფორტე
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
რილეის პლუსი
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
დიროტონ პლუსი
20მგ+1.5მგ კაფსულა №28
კო დიროტონი®
CO DIROTON®
10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30
დიროტონი
5მგ+1.5მგ კაფსულა №28
კვადრიცა H ფორტე
QUADRICA H forte
20მგ/25მგ ტაბლეტი #30
კვადრიცა
20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ეკვაპრესი
EKVAPRESS
10მგ+5მგ+1,5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №28
კვადრიცა H
QUADRICA H
20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
კო დიროტონი®
CO DIROTON®
20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ამლიპინი
AMLIPIN
5მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ამლოპრილი
5მგ+10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ეკვატორი
EKVATOR
5მგ+10მგ ტაბლეტი #10; #20; #30
კვადრიპინი
QUADRIPIN
5მგ/5მგ ტაბლეტი #30
ამლიპინი
AMLIPIN
5მგ + 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ეკვატორი
20მგ+10მგ ტაბლეტი №30
ეკვამერი
EKVAMER
20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30
ადიპრილი
ADIPRIL
5მგ/10მგ ტაბლეტი №30
ადიპრილი
ADIPRIL
5მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამლიზექტი
Amilzekt
5მგ + 10მგ ტაბლეტი №30
გამალიზინი-H
GAMALIZIN-H
10/12.5მგ ტაბლეტი #20
ეკვამერი
EKVAMER
10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30
ეკვატორი
EKVATOR
10+20მგ ტაბლეტი №30
კვადრიცა H მიტე
QUADRICA H mite
10/12.5მგ ტაბლეტი #30
ლიზინოკორ H®
LISINOCOR H®
- 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.