8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02533 ურეცეპტო

პუროქსანი

PUROXAN

2% სიროფი ფლაკონი #1

დან27.96 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
პუროქსანი, 2% სიროფი ფლაკონი #1
მოქმედი ნივთიერება
დოქსოფილინი (Doxofilline)
მწარმოებელი
M & H Manufacturing Co. Ltd, ნიდერლანდები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები
იმპორტიორი საქართველოში
ევროდრაგ ლაბორატორის ჯორჯია
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    პუროქსანი სიროფი 2% 100მლ ფლაკონი #1

    27.96 ₾

    32.89 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    პუროქსანი სიროფი 2% 100მლ ფლაკონი #1

    27.96 ₾

    32.89 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    პუროქსანი - Puroxan 100მლ.. სიროფი

  • ავერსი

    პუროქსანი 2% 100მლ სიროფი

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: დოქსოფილინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ტაბ.
დოქსოფილინი. . . . 400 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ხორბლის სახამებელი, მანიტოლი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
სიროფი 2%: ფლაკონში
100 მლ.
დოქსოფილინი. . . . 2 გ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, ნატრიუმის საქარინი, ამონიუმის გლიცირიზინატი, ნატრიუმის მეტალ პარაბელი, ნატრიუმის პროპელ პარაბენი, ალპინის საცხი, პიტნის არომატიზატორის ფხვნილი, სუფთა წყალი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

დოქსოფილინი (7-(1.–დიოქსალან-2-მეთილ) თეოფილინი) წარმოადგენს ქსანტინის რიგის ახალი ტიპის ბრონქოდილატატორს, რომელიც განსხვავდება თეოფილინისაგან იმით რომ, დიოქსალანის ჯგუფი განლაგებული აქვს მეშვიდე პოზიციაში. თეოფილინის მსგავსად, დოქსოფილინის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფოსფოდიესთერაზის ინჰიბირებასთან. თუმცა, თეოფილინისაგან განსხვავებით, მას ახასიათებს ადენოზინის A1 და A2 რეცეპტორების მიმართ უფრო დაბალი აფინურობა, რაც ზრდის პრეპარატის უსაფრთხოებას. დოქსოფილინის ბრონქოდილატატორულიციური თვისებები გამოვლენილ იქნა კლინიკური დაკვირვების შედეგად პაციენტებში ბრონქული ასთმისა და ბრონქების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით.
დოქსოფილინი ამცირებს ასთმის შეტევათა რიცხვს და ბეტა-2-აგონისტთა მიღების სიხშირეს. უსაფრთხოების მონაცემებზე დაყრდნობით, პრეპარატი ავლენს უკეთეს ტოლერაბილურობას გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და ცენტრალური ნერვული სისტემების მიმართ. არ გამოვლენილა რაიმე დამოკიდებულება სისხლის შრატში დოქსოფილინის დონესა და რაიმე უარყოფით ეფექტებს შორის. კლინიკური კვლევების დროს არ გამოვლენილა არც ძილის დარღვევა, არც გულზე ქრონოტროპული ეფექტი და არც კუჭის სეკრეციის მომატება.

03

ჩვენებები

პუროქსანი ინიშნება ბრონქული ასთმისა და ბრონქების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში.

04

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები მოზრდილებში: გამოიყენება 1 ტაბლეტი (400 მგ) 2-ჯერ დღეში. დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1200 მგ-მდე ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ხანდაზმულ პაციენტებში: რომელთაც აღენიშნებათ გულ-სისხლ-ძარღვთა, ღვიძლის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, დოზა შესაძლოა შემცირდეს 1/2 ტაბლეტამდე დღეში 2-ჯერ.
სიროფი ბავშვებში: დოქსოფილინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს დღეში 12 მგ/კგ-ს ორ მიღებაზე. არასაკმარისი შედეგის შემთხვევაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 18 მგ/კგ-მდე.
სიროფი მოზრდილებში: გამოიყენება 2 საზომი ჭიქა = 20 მლ (400 მგ) 2-ჯერ დღეში. სიროფი ხანდაზმულებში: გამოიყენება 1 საზომი ჭიქა = 10 მლ (200 მგ) 2-ჯერ დღეში.

05

გვერდითი მოვლენები

იშვიათად აღინიშნება: გულისრევა, ღებინება თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, უძილობა, გულის ფრიალი და ტაქიკარდია.

06

უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

07

ორსულობა და ლაქტაცია

ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა, რომ დოქსოფილინი არ ვნებს ნაყოფს და რეპროდუდუქციულ უნარს. მიუხედავად ამისა, მისი დანიშნვა ფეხმძიმობის დროს ხდება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. არ არის ცნობები დოქსოფილინის გამოყენებაზე მეძუძურ დედებში.

08

განსაკუთრებული მითითებები

დოქსოფილინის ნახევარდაშლის პერიოდი შესაძლოა გაიზარდოს ღვიძლის და გულის მძიმე უკმარისობისას. ზოგიერთი პრეპარატები აფერხებენ ქსანტინების (და მათ შორის დოქსოფილინის) გამოყოფას ორგანიზმიდან, მაგალითად: ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ლინკომიცინი (და ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკები), ალოპურინოლი, ციმეტიდინი, პროპრანოლოლი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამ შემთხვევაში საჭიროა დოქსოფილინის დოზის შემცირება. ფენიტოინი, სხვა ანტი-კონვულსანტებთან ერთად და თამბაქოს მოწევა აჩქარებენ დოქსოფილინის გამოყოფას და ნახევარდაშლის პერიოდს: ამ დროს შესაძლოა დოზის გაზრდა. პაციენტებში კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, ან ხანდაზმულებში ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით, დოქსოფილინი ინიშნება სიფრთხილით.

09

ჭარბი დოზირება

მიუხედავად იმისა, რომ დოქსოფილინის დოზის გადაჭარბებისას არ არის დამტკიცებული გულის რითმის სერიოზული დარღვევა, მისი სრული გამორიცხვა შეუძლებელია, ვინაიდან საქმე გვაქვს ქსანტინის რიგის ნივთიერებასთან. დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას, შესაძლოა გამოვლინდეს გულყრები, რომელიც წარმოადგენს მის პირველად სიმპტომს. გვერდითი მოვლენების განვითარებისას აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა. მკურნალობის განახლება, შემცირებული დოზებით დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

დოქსოფილინი არ უნდა დაინიშნოს ქსანტინის სხვა წარმოებულებთან ერთად. აღწერილია ქსანტინებისა და ეფედრინის ტოქსიური სინერგიზმის შემთხვევები. ზოგიერთი პრეპარატები აფერხებენ ქსანტინების (და მათ შორის დოქსოფილინის) გამოყოფას ორგანიზმიდან, მაგალითად: ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ლინკომიცინი (და ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკები), ალოპურინოლი, ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროპრანოლოლი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. არ გამოვლენილა რაიმე დამოკიდებულება სიხლის შრატში დოქსოფილინის დონესა და რაიმე უარყოფით ეფექტებს შორის.

11

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით

13

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

DA #R003264

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.