მონოგრაფია Nº 04742 ურეცეპტო
პროგესტოგელი
Progestogel
1% 80გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
- მოქმედი ნივთიერება
- პროგესტერონი (Progesterone)
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- გესტაგენური პრეპარატები
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: პროგესტერონი. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
საერთაშორისო დსახელება:
PROGESTERONE
შემადგენლობა
და გამოშვების ფორმა:
გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის 1%: ტუბში 80 გ (32 დოზა)
1 დოზა 1 ტუბი;
პროგესტერონი .................... 25 მგ 800 მგ:
დამხმარე ნივთიერებები: ოქტილდოდეკანოლი; კარბომერი 934.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გესტაგენური პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში პროგესტერონის არსებობით, რომელიც წარმოადგენს ყვითელი სხეულის ჰორმონს.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი მოქმედება, პრაქტიკულად არ შეიწოვება.
ჩვენებები
მასტოპათია; მასტოდინია.
მიღების წესი და დოზირება
აპლიკატორის 1 დოზა ანუ 2.5 გ გელი დაიტანება თითოეული სარძევე ჯირკვლის ზედაპირზე 2-ჯერ დღეში, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება.
საშუალოდ 5 გრამი ყოველდღიურად, მათ შორის მენსტრუალური ციკლის დროს.
გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები
არ არის გამოვლენილი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: – 2 წელი.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.