მონოგრაფია Nº 02474 ურეცეპტო
პრედნიზოლონი
prednizolone
0.5% გარეგანი გამოყენების მალამო 10გრ ტუბში
დან2.00 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- პრედნიზოლონი (Prednizolone)
- მწარმოებელი
- შტადა, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- გარეგანი გამოყენების სტეროიდები
- იმპორტიორი საქართველოში
- შტადა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP
პრედნიზოლონი - Prednisolon 0.5%-იანი მალამო 10გ.
ყიდვა ↗2.00 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: პრედნიზოლონი. ჯერ ყველაზე იაფი.
პრედნიზოლონი
PREDNISOLONE
5მგ ტაბლეტი №1000
ადელკორტი
5მგ ტაბლეტი №30
პრედსო
1% წვეთები თვალის №1 5მლ
მედინოსტი
MEDINOST
5მგ ტაბლეტი #100
მედინოსტი
MEDINOST
30მგ/მლ ამპულა #3
პრედნიზოლონი ნეო
PREDNISOLON NEO
5მგ ტაბლეტი #50
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
პრედნიზოლონი 0,5გ;
ფუძე (გლიცერინი, ვაზელინი, სტეარინის მჟავა, ემულგატორი #1, ნიპაგინი, ნიპაზოლი, გამოხდილი წყალი) 100გ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრედნიზოლონს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიექსუდატური მოქმედება
ჩვენებები
პრეპარატი ნაჩვენებია კანის არამიკრობული ანთებითი და ალერგიული დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში გამოსაყენებლად: ეკზემა, ალერგიული, სებორეული და კონტაქტური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი, წითელი მგლურა, ერითროდერმია
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ. პრედნიზოლონი დაიტანება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბნებზე 1-3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და თერაპიის ეფექტურობაზე. იგი შეადგეს 6-14 დღეს, შესაძლებელია მისი გაგრძელება 20 დღემდე. დაზიანებულ შემოფარგლულ უბნებზე შესაძლებელია ოკლუზიური საფენების გამოყენება. პრეპარატის გამოყენებისას 1 წლის ასაკის ბავშვებში და ზევით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მცირდება და არ გამოიყენებენ ზომებს, რომლებიც იწვევენ სტეროიდის რეზორბციის და შეწოვის გაძლიერებას (ფიქსირებული, ოკლუზიური და გამათბობელი საფენები).
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას ავადმყოფებში ინდივიდუალური აუტანლობით შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერემია, შეშუპება, ქავილი. მისი ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება წარმოიშვას კანის მეორადი ინფექციური დაზიანება, მისი ატროფიული ცვლილებები, ჰიპერტრიქოზი. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია პრეპარატის ერთდროული დანიშნვნა ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას დიდ უბნებზე შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერკორტიციზმი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. პრედნიზოლონის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია კანის ჭრილობების დროს, ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დროს. პრეპარატი არ ინიშნება ორსულებში.
ორსულობა და ლაქტაცია
გლუკოკორტიკოიდები გაივლიან პლაცენტურ ბარიერს. შესაძლებელია მათი ზემოქმედება ნაყოფზე სხეულის დიდ ზედაპირზე პრეპარატის გამოყენებისას. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენებისას ბავშვებში, სახის არეში ან საფენების ქვეშ მკურნალობის ხანგრძლივობა მცირდება. ბავშვებში თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა ვითარდება უფრო სწრაფად. ასევე შესაძლებელია ზრდის ჰორმონის ექსკრეციის შემცირება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ყურადღება უნდა მიექცეს სხეულის წონას, ზრდის პროცესს და კორტიზოლის კონცენტრაციას პლაზმაში.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას დიდი რაოდენობით შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება
აფთიაქიდან გაცემის პირობები
შენახვის ვადა : 2 წელი.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატი გამოყენება.
ინახება არა უმეტეს 20 ° C. , სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
15.09.2008
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.